“იპოვე სამსახური, რომელიც მოგწონს და ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა” – კონფუცის ეს სიტყვები მაქსიმალურად ზუსტია. ეს ნამდვილად ასეა. თუ ადამიანი მუშაობს ისეთ სფეროში, რომელსაც მისთვის კარგი შემოსავალიც მოაქვს და სიამოვნებაც, ის ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. ჰოროსკოპი, რომელსაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ იდეალური პროფესია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ჯერ კიდევ არ იცით საქმიანობის რა სფერო უნდა განავითაროთ, რომ დიდ წარმატებასა და აღიარებას მიაღწიოთ? გაეცანით ასტროლოგების რჩევებს და ყველაფერი მაშინვე თავის ადგილზე დადგება.
რომელი პროფესია ავირჩიოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ჰოროსკოპი
ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს სამსახური ძალიან მალე ბეზრდებათ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საქმიანობის საინტერესო სფეროებს. თუ ისინი საკუთარ არჩევანს ჟურნალისტიკაზე ან ბიზნესზე შეაჩერებენ, ფინანსური კუთხით ყველაფერი კარგად იქნება. გარდა ამისა, ვერძისთვის ასეთი სამსახური მოსაწონიც იქნება. სხვა რა არის საჭირო?
კურო
მიწის ეს ნიშანი ყოველთვის სტაბილურობისკენ ისწრაფვის. ამიტომ კუროებმა უნდა ეძებონ სამუშაო, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ არ ინერვიულონ ხვალინდელ დღეზე. ასტროლოგები ურჩევენ, ყურადღების გამახვილებას სასოფლო-სამეურნეო ბიზნესზე ან ინჟინერიაზე. ამ სფეროებში კუროს წარმატება ელის.
ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთი თავისებურება აქვთ: მათ არ შეუძლიათ იძულებით მუშაობა. აქედან გამომდინარე, მათ უნდა შეარჩიონ ისეთი სფეროები, სადაც გრაფიკის შედგენას თავად შეძლებენ. სამსახური, სადაც ტყუპებს დამოუკიდებლად შეეძლებათ მომავალი პროექტების თემატიკის მოფიქრება, მათთვის უბრალოდ იდეალურია. ამ ნიშნისთვის შესაფერისია ჟურნალისტიკა ან სამეცნიერო საქმიანობა, სადაც ისინი აუცილებლად მიაღწევენ სიმაღლეებს.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კარგი შემოსავალი, ასევე ქება და მადლიერება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის და დახარჯული ძალისხმევისთვის. მათ სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით, ამ ნიშანმა უნდა აირჩიოს ისეთი სფეროები, როგორიცაა მედიცინა და კულინარია. იქ ისინი საკუთარ თავს იპოვიან.
ლომი
ცეცხლის ნიშნის ეს წარმომადგენლები ვერ იტანენ კრიტიკას (თუნდაც ეს ადეკვატური იყოს), რაც მათ ძალიან უშლის. ძლიერი ნებისყოფა კი, პირიქით, ხელს უწყობს მიზნების მიღწევაში. ასეთმა თავდაჯერებულმა ადამიანებმა, რომელთაც ვერაფერი აფერხებთ, ძალები პოლიტიკასა თუ ბიზნესში უნდა სცადონ.
ქალწული
ქალწულებისთვის სამსახურს სიამოვნება უნდა მოჰქონდეს, რათა ის ხარისხიანად შეასრულონ. ამიტომ, პროფესიის პოვნა, რომელიც მათ მოეწონებათ, საკმაოდ რთულია. მაგრამ ეს შესაძლებელია! ამ ნიშანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იურისპრუდენციაზე და ბუღალტრულ აღრიცხვაზე. როგორც იურისტი ან მოსამართლე, ისინი შეძლებენ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენას.
სასწორი
სასწორს, ნამდვილად არ შეიძლება მარტოსული ეწოდოს. მათ უყვართ გუნდში მუშაობა. გუნდური ენერგია და ატმოსფერო ენერგიას მატებს ამ ნიშანს და ეხმარება მას მიაღწიოს იმას, რაც სურს. საგამომცემლო საქმიანობა ან სპორტი მათ შესანიშნავ შემოსავალს მოუტანს. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი სამსახური მათთვის მოსაწონი იქნება.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან განსაკუთრებული ამბიციურობით და ძლიერი ხასიათით. სამშენებლო ბიზნესი არის სფერო, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები. მენეჯერულ პოზიციაზე ყოფნისას მორიელები შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას.
მშვილდოსანი
ეს ნიშანი ძალიან მხიარული და აქტიურია. მას ყოველთვის სურს გაიგოს ყველაფერი ახალი და საინტერესო. ამიტომ მშვილდოსნები არასოდეს წყვეტენ სწავლას. ისინი წარმოუდგენლად არტისტულები არიან, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ მსახიობობა ან ბლოგერობა. ამ სფეროებში ისინი გამოავლენენ თავიანთ ნიჭს და მიიპყრობენ საზოგადოების ყურადღებას, რაც მშვილდოსანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თხის რქა
თხის რქები საკმაოდ ეკონომიური ადამიანები არიან, რომლებმაც იციან ფულის დაზოგვა. ამით ისინი თავს დაცულად გრძნობენ. იმისათვის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ განიცადონ მატერიალური დისკომფორტი, მათ საკუთარი ცხოვრება სტაბილურ სფეროებს უნდა დაუკავშირონ (მედიცინას ან ინჟინერიას).
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ ერთი ნაკლი: მათ არ შეუძლიათ ფინანსების სწორად მართვა. მატერიალური პრობლემების თავიდან აცილებაში მათ სწორად არჩეული პროფესია დაეხმარება. მერწყული შეძლებს კარიერული სიმაღლეების და ფინანსურ კეთილდღეობის მიღწევას, თუ პიარ-მენეჯერი, მწერალი ან ფსიქოლოგი გახდება.
თევზი
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი ამ ნიშანმა, მას შესანიშნავი შედეგი ექნება – პერსპექტიული პოზიცია და ღირსეული ხელფასი. მაგრამ თევზები შესრულებული ამოცანებისგან ნამდვილ სიამოვნებას მიიღებენ, თუ შემოქმედებით პროფესიას აირჩევენ.