საბჭოთა პერიოდში სკოლის მოსწავლეები სულ სხვანაირები იყვნენ, თანამედროვე ბავშვები ამას ვერ გაიგებენ

536

სსრკ-ს სკოლის მოსწავლეები აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას ეწეოდნენ სკოლის კედლებში და მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ყველაფერი არც ისე მშვენიერი იყო, როგორც ეს საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიის მქონე ადამიანებს ეჩვენებათ, რადგან განათლების ზოგიერთი საბჭოთა მეთოდის მიზანშეწონილობა საკამათოა.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, როგორი იყო წარსულში სასკოლო ცხოვრება.

სსრკ-ს სკოლის მოსწავლეები

პირველი ზარი და საზეიმო ხაზის შემდეგ ბავშვები სკოლის კედლებში შეჰყავდათ. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ სიცოცხლის მომდევნო ათი წელი იქ გაეტარებინათ. მიუხედავად საინტერესო და მდიდარი სასკოლო პროგრამისა, ბავშვები დიდი სიხარულით ელოდებოდნენ ბოლო ზარის დარეკვას. ეს ხომ ზაფხულის არდადეგების დასაწყისი იყო!

სკოლებში იყო სამუშაო ხაზები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებში სევდისა და ნეგატივის გარდა არაფერს იწვევდა. დამნაშავე მოსწავლეები საზოგადოების წინაშე კოლექტიური განხილვისთვის გამოჰყავდათ და არავინ ფიქრობდა ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებზე ბავშვის მყიფე ფსიქიკაზე.

პირველკლასელები სიამოვნებით იცვამდნენ მათთვის უჩვეულო სკოლის ფორმას. რაც უფრო იზრდებოდა ბავშვი, მით უფრო სურდა გამორჩეული ყოფილიყო, სტანდარტული ტანსაცმელი კი – ზღუდავდა მის შესაძლებლობებს. ამავდროულად, ღარიბი მშობლებისთვის უფრო ადვილი იყო შვილის სასკოლოდ მომზადება. დღესასწაულებზე ბიჭებს თეთრი პერანგები ეცვათ, გოგოები კი შავ წინსაფრებს თოვლივით თეთრი წინსაფრებით ცვლიდნენ და თავებს უზარმაზარი ბაფთებით იმშვენებდნენ.

ბავშვები სკოლაში უბრალო ჩანთებით დადიოდნენ, რადგან საბჭოთა პერიოდში ორთოპედიული ზურგჩანთების შესახებ არც კი სმენოდათ. სახელმძღვანელოები და რვეულები არ იყო ზედმეტად ფერადი და ქაღალდი, რომლითაც ისინი მზადდებოდა, არ იყო დამაბრმავებლად თეთრი. დიახ, ეს არ იყო საჭირო: ძალიან კაშკაშა სითეთრე ცუდად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე.

იყო დრო, როცა სკოლებში დილის ვარჯიშები დაინერგა. მათი სარგებელი საეჭვო იყო, რადგან ბავშვები ვარჯიშებს ასრულებდნენ არა სპორტული კოსტუმებით, არამედ სკოლის ფორმაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მოძრაობას.

აქტიური ცხოვრება

სკოლის მოსწავლეებისთვის მზადდებოდა ღონისძიებები და კონცერტები, რომლებშიც ბავშვები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ასევე იმართებოდა ოლიმპიადები, სპორტული შეჯიბრებები და თემატური შეჯიბრებები. უფროსი კლასების მოსწავლეებს ძალიან მოსწონდათ პატრიოტული თამაშები და ძალიან უყვარდათ ტურისტული ლაშქრობები. გაკვეთილების შემდეგ ბავშვები წრეებში იკრიბებოდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა შრომით განათლებას. ეს იყო არა მხოლოდ გაკვეთილები, არამედ საველე სამუშაოებიც: მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ კიტრის, კარტოფილისა და ჭარხლის მოსავლის აღებაში. სკოლის მოსწავლეები მუდმივად აბარებდნენ ჯართს და მაკულატურას. ყველასთვის არსებობდა ნორმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. გადასამუშავებელი ნივთების მიწოდების გეგმის გადამეტებისთვის კი მათ მთელი სკოლის თვალწინ აქებდნენ.

სსრკ-ში ბავშვები კვირაში ექვს დღეს სწავლობდნენ, ისინი იღლებოდნენ და ძალიან უკმაყოფილო იყვნენ, როდესაც არ რჩებოდათ დრო შაბათის გადაცემისთვის “სტუმრად ზღაპართან”. საეკლესიო დღესასწაულები იმ დროს გათვალისწინებული არ იყო. პირიქით, ასეთ დღეებში ხშირად იმართებოდა სხვადასხვა შაბათობები, მასწავლებლები კი – იძულებულნი იყვნენ ტაძრებთან ემორიგევათ, რათა სკოლის მოსწავლეები არ მისულიყვნენ ეკლესიებში. გოგონებსა და ბიჭებს ათეისტებად ზრდიდნენ: ისინი ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ხდებოდნენ ოქტომბრელები, შემდეგ პიონერები, ხოლო უფროს კლასელები – კომკავშირის წევრები.

დემონსტრაციებზე დასწრება მოსწავლეებისათვის სავალდებულო იყო. ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა პოლიტ-ინფორმაცია, რისთვისაც ბავშვები წინასწარ ემზადებოდნენ. კლასის ხელმძღვანელი კვირაში ერთხელ ატარებდა აღმზრდელობით საათს. ბავშვებს ასწავლიდნენ უფროსების პატივისცემას და მასწავლებლებთან პატივისცემით მოპყრობას.

რა ხდება ახლა

იმ დროს, ალბათ თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ. ზოგჯერ, წარსულის მონატრების გამო, ჩვენ ვერ ვაფასებთ იმ უპირატესობებს, რომლებიც ახლა გაგვაჩნია. თანამედროვე სკოლის მოსწავლეებს აქვთ წვდომა უზარმაზარ ინფორმაციაზე, ისინი სწრაფად ეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს. ასევე, უკვე სკოლის სკამიდან, ბავშვებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულება სამყაროზე და ბრმად არ მიჰყვნენ იმას, რასაც ასწავლის პარტია. ეს არ არის უპირატესობა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს