რას ნიშნავს სიტყვა “ადამიანობა”? ეს არის უნარი იყოთ კეთილი, წარმოთქვათ თანაგრძნობის სიტყვები და უთანაგრძნობდეთ სხვებს. სწორედ ეს გვაქცევს ადამიანებად. მაგალითად, ცხოველთა სამყაროში, რაც უფრო ასაკოვანი ხარ, მით ნაკლებია გადარჩენის შანსი. ცხოველები გულწრფელები არიან საკუთარ თავთან და სინანულის გრძნობა მათთვის უცხოა.
ამავდროულად, ჩვენ, ადამიანებმა შევქმენით მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა ნორმალურ ცხოვრებას. არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დახმარება. ხანდაზმულებს შეუძლიათ თავი კომფორტულად იგრძნონ შედარებით მცირე სახსრებითაც კი. და მაინც, რა გვაქცევს ადამიანებად? ეს არის შესაძლებლობა დაგეხმაროთ მათ, ვისაც სჭირდება. სადაც, შენს გარდა სხვა ვერავინ დაეხმარება.
თანაგრძნობის სიტყვები
მას შემდეგ, რაც ჩემი ხუთწლიანი ურთიერთობა დაინგრა, ექვსი თვე ძალიან ღრმა დეპრესიაში გავატარე. არც ჭამა მინდოდა და არც დალევა. მეგობრები და დაქალები უცხო ადამიანებად მეჩვენებოდნენ და ძალიან მაღიზიანებდნენ. დედაჩემიც კი, ვისთან ერთადაც იმ მომენტში ვცხოვრობდი, ჩემში პოზიტიურ ემოციებს არ აღძრავდა. ეს ნამდვილი კოშმარი იყო, ამას არავის ვუსურვებ.
თუმცა, უზარმაზარი ძალისხმევით და მშობლების დახმარებისა და მზრუნველობის წყალობით, თანდათან გამოჯანმრთელება დავიწყე. დღითიდღე, კვირიდან კვირამდე, სიცოცხლეს ისევ საკუთარ ხელში ვიღებდი და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც კი დავიწყე. მოგვიანებით, სამსახური ვიშოვე, ცალკე გადავედი, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება მესწავლა და ჩემი ცხოვრების ეს გვერდი დასრულდა.
იმისთვის, რომ როგორმე მესწავლა ცხოვრების კიდევ უფრო მეტად დაფასება, მოხუცების მომვლელად დავიწყე მუშაობა. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. უჩვეულო, ზოგჯერ ამაზრზენი და საზიზღარიც კი. მაგრამ დროთა განმავლობაში დავიწყე იმის გაგება, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და თითოეულ ჩვენგანი დაბერდება. ვისწავლე მოხუცების, მათი მოთხოვნილებების და საჭიროებების გაგება.
ერთხელ ძალიან მოხუცი ქალის მომვლელად მიმიწვიეს. ის 90 წლამდე იყო და ძირითადად საწოლში იწვა. საპირფარეშოში თვითონ მიდიოდა, მაგრამ ამ დროს მთელი დღის ენერგიას ხარჯავდა. ძირითადად, თვალებდახუჭული იწვა, მაგრამ ამავდროულად გონზე იყო, არ ეძინა. ქალბატონ ვერიკოს რომ არ მოეწყინა, ფონად მუსიკას ვრთავდი ან უბრალოდ ვუყვებოდი რაიმე ისტორიას ცხოვრებიდან.
მომვლელი ქალის ცხოვრება
ვხედავდი, როდის მოსწონდა მას ჩემი კომპოზიციის ან ჩემი მოთხრობების არჩევანი და როდის – არა. ის ხან იღიმოდა, ხან ტუჩებს კუმავდა. მე ამას ყურადღებას ვაქცევდი, შეიძლება ითქვას, ასე ვსაუბრობდით კიდეც. ეს არ იყო ძალიან მრავალფეროვანი “კომუნიკაცია”, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე სულ არაფერი.
მისმა შვილებმა დამიქირავეს: მსუქანი, დაბალი მამაკაცი სახელად ვანო და გამხდარი და ასევე დაბალი ელიზაბეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან თავაზიანები იყვნენ, ერთმანეთში გამუდმებით კამათობდნენ, ყვიროდნენ. მათი დავის მიზეზი ბინა გახდა. ვერ იყოფდნენ. საუბარია ვერიკოს სამოთახიან ბინაზე, რომელშიც ის ცხოვრობდა და რომელშიც მე ვზრუნავდი მასზე.
უცნაური იყო იმის ყურება, თუ როგორ ეჩხუბებოდა ორი ზრდასრული ადამიანი ერთმანეთს გააფთრებით. თითოეულ მათგანს საკუთარი მიზეზები ჰქონდა: ოჯახი, ვალები, იმედები და პერსპექტივები. მე შევნიშნე, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არავითარი თანაგრძნობა არ გააჩნდათ.
ზოგადად, მათი პრეტენზიებისთვის არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია. ეს ჩემი საქმე არ იყო. აშკარა იყო, რომ სინამდვილეში ისინი სიღარიბეში არ ცხოვრობდნენ: კარგი ტანსაცმელი, მოვლილი სახეები. არც ჩემი ხელფასის გადახდაზე ამბობდნენ უარს. ზოგადად, ვიცავ წესს, რომ არ ჩავერიო იქ, სადაც არ მთხოვენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქეცი.
თუმცა, ჩემთვის უსიამოვნო იყო იმის ყურება, თუ როგორ თხელდებოდა მოხუცი ქალის ტუჩები, კედელს მიღმა ყვირილის გამო. რა ვქნათ, შვილები ხომ მთელი სიცოცხლის მანძილზე შვილებად რჩებიან. რამდენი წლისაც არ უნდა იყვნენ, მაინც ისე ექცევი, როგორც პატარებს.
ერთხელ, როცა საღამოს მოხუც ქალს ვუვლიდი, ჩემი ყურადღება რაღაც უცნაურმა ხმამ მიიპყრო. საქმე ისაა, რომ ვიცოდი როდის იძინებდა ქალბატონი ვერიკო და დრო რომ არ დამეკარგა, უბრალოდ რომელიმე წიგნს ვკითხულობდი, რომელიც თან მქონდა წაღებული. მოხუცს შეეძლო დილით ადრე გაეღვიძა და მას დახმარება სჭირდებოდა. ასე რომ, რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს დრო მაქსიმალურად?
იმ დღეს მან გაცილებით ადრე გაიღვიძა და ძალაც კი ჰქონდა, რომ ჩემთვის დაეძახა. გაჭირვებით მანიშნა კარადის თავზე და აშკარად ძალაგამოცლილი ზურგზე დაეცა. მე უნებურად დავემორჩილე მის მითითებებს და კარადის თავიდან ყველაფერი ჩამოვიღე, რაც იქ ვიპოვე. ეს იყო ძველი ნივთები, რომლებსაც არ ჰქონდა რაიმე მატერიალური ღირებულება, გარდა მოგონებებისა. იყო რაღაც ბუტონიერი, ბინის მფლობელის ახალგაზრდობის ფოტოები, ბროშები, თმის სამაგრები და წიგნი წარსულის კომპოზიტორებზე.
ქალბატონმა ვერიკომ თავის დავიწყებულ საგანძურს შეხედა, გაიღიმა და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ცხადი იყო, რომ მთლიანად სადღაც წარსულში გადაინაცვლა. მე მის გვერდით ვიჯექი და მხრით ვეხმარებოდი მოხუც ქალს წონასწორობის შენარჩუნებაში და მისი ცხოვრების ნივთების დათვალიერებაში. დილით ადრე მან დაგვტოვა. სახსოვრად დამრჩა ახალგზრდობის ფოტოსურათი ქალისა, რომელმაც სული ჩემს ხელებში დალია. ჩუმად და მშვიდად.
როცა მისმა შვილებმა ეს ამბავი შეიტყვეს, მათში უცნაური ცვლილება მოხდა. ხმაურიანი, ეგოისტი ადამიანები მყისიერად ზრდასრულ, სერიოზულ ადამიანებად გადაიქცნენ. ვანომ მკითხა, როგორი იყო მისი წასვლა. მე ვუპასუხე როგორც იყო: მშვიდად წავიდა.
ერთი წუთის შემდეგ ორი ზრდასრული ადამიანი, ძმა და და, უკვე ერთმანეთს ეხუტებოდნენ აცრემლებული თვალებით. ისინი ჩუმად ტიროდნენ, ერთბაშად წაშალეს ყველა წარსული დავა და გაუგებრობა. მინდოდა მეკითხა ან როგორმე გამერკვია, როგორ გაიყოფდნენ ან რას უზამენ ბინას. მაგრამ, საკუთარი წესის მიხედვით, გადაწყვიტე უბრალოდ გავჩუმებულიყავი.
მე ახლაც მოხუცებს ვუვლი. მომწონს ეს სამუშაო, რადგან მე შემიძლია ბევრი რამ ვისწავლო ადამიანების შესახებ იმ დროს, როდესაც ისინი ყველაზე გახსნილები არიან. ასე მე საკუთარ თავს ვეცნობი. და კიდევ, ჩემს ვიტრინაში, ძალიან თვალსაჩინო ადგილას, დღემდე არის ძველ ჩარჩოში ჩასმული ფოტო. მასზე გამოსახულია იმედებითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ქალი. რაღაცით მხიბლავს ქალბატონი ვერიკოს ეს ფოტო. ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება იცხოვრა და ყველაზე მშვიდად გარდაიცვალა. მე მას ალბათ არასოდეს დავივიწყებ.