ზოგიერთი პიროვნების ტესტის სიზუსტე უბრალოდ გვაოცებს. მათ შეუძლიათ ზუსტად აღწერონ ადამიანი, მისი მოთხოვნილებები და სურვილები, შეუძლებელია არ გაგიკვირდეს. ასეთი ტესტები ფსიქოლოგთან ვიზიტებსაც კი ანაცვლებს, კონკრეტული პრობლემის გადაჭრის სწორი გზების ჩვენებით. რა საინტერესოა! პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ პიროვნების სწრაფ ტესტს. ტესტი საშუალებას მოგცემთ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი.
შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს. დიდხანს ნუ დაფიქრდებით, თქვით, რა შენიშნეთ სურათზე პირველ რიგში. რამ მიიპყრო პირველ რიგში თქვენი ყურადღება: ძაღლმა თუ სახის მოხაზულობამ? უპასუხეთ კითხვას და წაიკითხეთ ტესტის განმარტებები.
ძაღლი
პირველი, რაც დაინახეთ, მძინარე ძაღლი იყო? ეს გახასიათებთ, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველთვის ამჩნევს უმცირეს დეტალებსაც კი. ეს თვისება გეხმარებათ როგორც სამსახურში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც ვიცით, ძაღლები ძალიან ერთგული ცხოველები არიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ყველაზე მეტად ადამიანებში ერთგულებას აფასებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებამ არაჩვეულებრივი მიზანსწრაფულობით დაგაჯილდოვათ. ამ თვისებით თქვენ გარშემომყოფებს ახალი მიღწევებისთვის შთააგონებთ. თქვენ გიცნობენ როგორც ადამიანს, რომელიც ისახავს მიზანს და არაფერი აჩერებს მის მისაღწევად. ამის მიუხედავად, თქვენ ყველაზე მეტად გსურთ, რომ მიზანს აღწევდეთ არა მარტო, არამედ ერთგულ და მოსიყვარულე პარტნიორთან ერთად. თუ ჯერ არ შეხვედრიხართ, ნუ ეცდებით მოვლენების დაჩქარებას. თქვენს მეორე ნახევარს ყველაზე შესაფერის დროს შეხვდებით.
სახე
პირველი, რაც ამ სურათზე დაინახეთ, სახე იყო? ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოგწონთ ყველაფრის გაკონტროლება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც სძულს უწესრიგობა და ქაოსი. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. თქვენ ყოველთვის იცით რა გსურთ და როგორ მიაღწიოთ ამას, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
თქვენი ცხოვრების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, უფრო ხშირად უნდა იფიქროთ ხარისხიან დასვენებაზე. უნდა გახსოვდეთ, რომ რკინის არ ხართ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და შინაგან მდგომარეობას. ამისათვის ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ უფრო ხშირად დაკავდეთ მედიტაციით. იოგა შესანიშნავი გზაა საკუთარი „მე“-ს მოსასმენად, რაც დაგეხმარებათ საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთ გაგებაში.