რეკომენდაციები, როგორ შეინახოთ გოგრა ისე, რომ დარჩეს გემრიელი და არომატული

326

გოგრა იდეალურია როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიეტური კვებისთვის, ამიტომ მას თითქმის ყველა ბოსტანში ზრდიან. რა შეიძლება იყოს სახლში მოყვანილ ბოსტნეულზე უკეთესი, რომლის ხარისხშიც ასი პროცენტით დარწმუნებული ხართ? ამ ნაყოფში შემავალი ვიტამინების და მინერალების მაქსიმალური რაოდენობა რომ მიიღოთ, უნდა იცოდეთ, როგორ შეინახოთ გოგრა ზამთარში.

ასე სეზონის დასრულების შემდეგაც შეძლებთ მიირთვათ საშემოდგომო ბოსტნეული, რომელიც შეიცავს იშვიათ ვიტამინს T (კარნიტინი). ის ცხიმების წვას ხელს უწყობს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს. სასარგებლო ბოსტნეული, რომელსაც ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაქსიმალურად დიდხანს უნდა შეინახოთ. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?

როგორ შევინახოთ გოგრა: კარგი რჩევები

ბოსტნეულის მომზადება

გოგრისგან მთელი წელი სარგებელი რომ მიიღოთ, ნაყოფი გადაარჩიეთ. დაზიანებული (დაჭყლეტილი და ლპობის პირველი ნიშნებით) ნაყოფი ზამთრის ნამზადისთვის გადადეთ ან გემრიელი კერძები მოამზადეთ. თუ გოგრაზე მიწა არის მიკრული, ფრთხილად გარეცხეთ ან გაწმინდეთ. ამ მიზნით სარეცხი საშუალება არ გამოიყენოთ. სარეცხ საშუალებას შეუძლია ბოსტნეულის ქერქზე ცვილოვანი ფირის დაზიანება. შედეგად, გოგრის დამცავი ფუნქციები მოიშლება.

ადგილის შერჩევა

კაშკაშა ნარინჯისფერი ნაყოფი სარდაფში შეინახეთ. ტენიანობა 80%–ს არ უნდა აჭარბებდეს. შესანიშნავია, თუ სარდაფში ტემპერატურა +3 – +15 იქნება. სასურველია, რომ ოთახი კარგად ნიავდებოდეს.

აუცილებელი პირობები

  • არ შეინახოთ გოგრა მიწაზე. ნაყოფის შესანახად გამოგადგებათ თარო, სტელაჟი ან ქვესადგამი.
  • ბოსტნეული ყუნწებით ზემოთ დააწყვეთ და ერთმანეთისგან მცირე დაშორებით მოათავსეთ.
  • შეინახეთ გოგრა ჩალაში ან თივაში. ასე ლპობას თავიდან აიცილებთ.

დაუზიანებელი გოგრა მთელი ყუნწით და ქერქით 8 თვემდე გაძლებს. ასეთი შედეგის მიღებას მხოლოდ გოგრის შენახვის ყველა პირობის დაცვით შეძლებთ. თუ გოგრის გადარჩევისას ზოგიერთ ნაყოფზე რამდენიმე დეფექტი დაინახეთ, ისინი სასარგებლო და გემრიელი ნამზადების მოსამზადებლად გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს