როცა მტერი აკეთებს რაღაც საძაგლობას, იტყუება ან რაღაცას გართმევს, ეს ნორმალურად აღიქმება. გტკივა, რა თქმა უნდა, გწყინს, გრძნობთ გაღიზიანებას და სიძულვილს, მაგრამ ეს გრძნობები აღიქმება ორგანიზმის ნორმალურ რეაქციად ასეთ მოვლენებზე და ამ ადამიანზე. გესმით, რომ მათგან სხვა რამეს არ უნდა ელოდოთ. უარესია, როცა განაწყენებული მეგობარი შხამიან სიტყვებს ისვრის ან პატარა სისაძაგლეებს სჩადის.
პაპარაცი გიზიარებთ საიდუმლოს, როგორ შეინარჩუნოთ მეგობრობა და აღადგინოთ კარგი ურთიერთობა. მეთოდი ძალების ბალანსის და ჰარმონიის აღდგენაშიც დაგეხმარებათ. ჩვენ ხომ ხშირად ვუშვებთ სულელურ შეცდომებს ემოციურ ფონზე იმის ნაცვლად, რომ დავმშვიდდეთ, ყველაფერი კარგად მოვიფიქროთ და ავწონდავწონოთ. განაწყენებული მეგობარი ყოველთვის სამწუხაროა. მეგობრობაში ნებისმიერი უთანხმოება იწვევს კამათს ან ორმხრივ პრეტენზიებს. როგორც ამბობენ, შერიგება შეიძლება, მაგრამ ნალექი რჩება.
განაწყენებული მეგობარი
პირველ რიგში, თუ გრძნობთ მეგობრის მხრიდან რაიმე სახის მტრობას, გაარკვიეთ, რა არის მიზეზი. თუ მეგობარს არაფრის თქმა სურს, არ მოიშოროთ. მისთვის რთულია ყველაფერი გითხრას. მოთმინება და დაჟინება გამოავლინეთ, რომ გაარკვიოთ წყენის მიზეზი. ხშირად, როცა ადამიანი ყველაფერს ყვება, წყენა თავისით ქრება. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ სოციალურობის მიუხედავად, ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვან გრძნობებს დამოუკიდებლად განიცდის. მნიშვნელოვანია მის გვერდით აღმოჩნდეთ იმ მომენტში, როცა სჭირდება გულის გადაშლა.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: არ გაარკვიოთ ურთიერთობები და არ უთხრათ ერთმანეთს უფრო მეტი საწყენი სიტყვა. ემოციურ მდგომარეობაში ადამიანებს შეუძლიათ ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვის თქმა, მთელი უკმაყოფილების გამოთქმა. როცა ემოციები ჩაცხრება, სიტყვა თითოეულის მეხსიერებაში რჩება და წყენის მომენტები უფრო იზრდება. თითოეული იფიქრებს, რომ ერთმანეთს მხოლოდ ხელს უშლიან. იმის მიუხედავად, რომ ემოციურ დავაში ურთიერთპრეტენზიებს არაფერი აქვს საერთო ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანებს შორის ურთიერთობასთან.
ძალებისა და ემოციური ბალანსის აღსადგენად პატიება უნდა იცოდეთ. აპატიეთ მეგობრებს, ახლობლებს და ნათესავებს. ყველა შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე. ზოგჯერ რაღაცას ვიგონებთ და ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ. ახლობლებს შორის წყენის თავიდან ასაცილებლად ლაპარაკი უნდა ისწავლოთ. ლაპარაკი იმაზე, რა არ მოგწონთ, რა გაწუხებთ ან, პირიქით, რა გახარებთ და შთაგაგონებთ. ლაპარაკით ბევრ პრობლემას და უსიამოვნებას მოაგვარებთ. ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა მხოლოდ ერთად შეგვიძლია.
ვიშორებთ ნეგატიურ ემოციებს
მთავარი წესი: როცა მძიმე დღის, რაიმე სახის წყენის და უსიამოვნების შემდეგ გრძნობთ დაღლილობას, აუცილებლად მიიღეთ აბაზანა ან კონტრასტული შხაპი. წყალს აქვს ენერგეტიკული თვისებები, რომელიც არა მხოლოდ ჭუჭყს გვაშორებს. წყალს მთელი ნეგატიური ემოციის და გაღიზიანების ჩამორეცხვა შეუძლია. ძალების და თავდაჯერებულობის აღდგენაში დაგეხმარებათ. თბილი წყლის ქვეშ დგომისას აუცილებლად თქვით შემდეგი სიტყვები: „როგორც შევიფარე ბოროტება, ისე ვათავისუფლებ“. წყლის ნაკადი შორს წაიღებს მთელ ბოროტებას და წყენას და მსოფლიო ოკეანეებში დაშლის. თქვენ კი დაიბრუნებთ სიმსუბუქეს და მხნეობას.