დაუმატეთ ეს წყალს დეკემბერას მორწყვამდე და მთელი წელი ყვავილობით გაგახარებთ

3147

დეკემბერა დიდებული ყვავილია, რომელიც ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე ყვავილობს. მეწამული, იისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი, ვარდისფერი და ყვითელი კოკრები და მათ ფონზე თოვა. სილამაზეა! ასევე ამ მცენარეს უწოდებენ შლუმბერგერას ან საშობაო კაქტუსს, თუმცა სუკულენტს არ მიეკუთვნება. თქვენს სახლს რომ ამშვენებდეს აყვავებული დეკემბერა ზამთრის დღესასწაულებზე, მორწყვა და კვება მკაცრი წესის მიხედვით განახორციელეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლამაზ კოკრებს ვერ მიიღებთ.

საშობაო მცენარე ზამთრის ყვავილობისთვის მთელი წელი ემზადება. უპრეტენზიო მოსავლელია, მაგრამ გამოუცდელი ფლორისტის ხელში მცენარემ მთელი წელი „ძილში“ შეიძლება გაატაროს. თუ დეკემბერა არ აყვავილდა, გიამბობთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია.

დეკემბერა: მორწყვა

ყვავილს ზედმეტი მორწყვა  არ უყვარს, მაშინვე ფოთლების ცვენას იწყებს. თუ მცენარე ზედმეტად მორწყეთ, მიწა გამოუცვალეთ და დამპალი ფესვები მოაშორეთ. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედა ფენა გაშრება. აქტიური ზრდის პერიოდში, მარტიდან აგვისტომდე, 4 დღეში ერთხელ მორწყვა საკმარისია.

შუა ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე მცენარე ისვენებს და ძალას იკრებს. ამ პერიოდში უფრო იშვიათად მორწყეთ: 10-14 დღეში ერთხელ და ცოტ–ცოტა, თითქმის ჩაის კოვზით. თუ ტემპერატურა 15 გრადუსზე მაღალია, მცენარე კვირაში მაქსიმუმ ერთხელ შეგიძლიათ მორწყათ. დეკემბერა ტროპიკებიდან მოვიდა, ამიტომ მაღალი ტენიანობა მოსწონს. მცენარე რეგულარულად დანამეთ.

რით გამოვკვებოთ საშობაო მცენარე

ყვავილს კოკრების გასაზრდელად ენერგია რომ მისცეთ, გამოკვებეთ. ოქტომბერი ამისთვის იდეალური დროა. მაღაზიაში გაქცევა საჭირო არაა. ხარისხიანი საკვები შეგიძლიათ მოამზადოთ იმისგან, რაც მაცივარში ან აფთიაქში გაქვთ.

აი, რამდენიმე ეფექტური საშუალება:

1. ბანანის ქერქი. ბუნებრივი და ეკოლოგიური სასუქი ნულოვანი ნარჩენების კონცეფციაში იდეალურად ჯდება. ქერქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და წყალში 1–2 საათი გააჩერეთ. ამ დროში წყალში გასცემს ყველა სასარგებლო ვიტამინს და მინერალს, რომელიც გვჭირდება. შლუმბერგერა მორწყეთ სასმლით, რომელიც მდიდარია მაგნიუმით, კალიუმით და ფოსფორით. ისინი უხვ ყვავილობაზე პასუხისმგებელნი არიან.

2. დეკემბერას გაცოცხლებაში ასპირინის და აქტივირებული ნახშირის აბები დაგეხმარებათ. ჯერ ერთი აბი ნახშირი დაფშვენით და ქოთანში მიწას მოაყარეთ. კბილის ჩხირით მიწა გააფხვიერეთ. შემდეგ 1 ლ წყალში ერთი აბი ასპირინი გახსენით. ამ ხსნარით ყვავილი მორწყეთ და ფოთლები დანამეთ. დარჩენილი ნარევი მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. პროცედურა მინიმუმ სამჯერ გაიმეორეთ, ნიადაგის გამოშრობის მიხედვით.

როგორ დავაჩქაროთ დეკემბერას ყვავილობა?

კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც დეკემბერას არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ყვავილობას აიძულებს.

მცენარეს ზამთრის ყვავილობის დასრულების შემდეგ თავის გადაჭრა სჭირდება. გამოცდილი ფლორისტები ირწმუნებიან, რომ ამ პროცედურის შემდეგ უკვე მარტი–აპრილის პერიოდში დეკემბერა ისევ კოკრებს გამოუშვებს. ზედმეტი სეგმენტის მოშორება საჭიროა, რომ დასუსტებულმა მცენარემ ძალები სწრაფად მოიკრიბოს. ზრდასრული საშობაო ყვავილი თითოეულ ტოტზე 3-5 სეგმენტით შეგიძლიათ დაამოკლოთ. არანაირი მაკრატელი! ასე მცენარეს გაახალგაზრდავებთ და კიდევ მრავალი წელი გაგახარებთ.

დეკემბერას მზის პირდაპირი სხივები, განსაკუთრებით ზაფხულში, არ უყვარს. უმჯობესია აღმოსავლეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ, ხოლო თბილ სეზონზე ფანჯარაზე თხელი ფარდა ჩამოაფაროთ. მნიშვნელოვანია: ქოთანი მაგიდიდან ფანჯრის რაფაზე ან პირიქით შეგიძლიათ გადაიტანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქოთანი მისი ღერძის გარშემო არ ატრიალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოკრები შეიძლება დაცვივდეს.

შლუმბერგერასთვის საუკეთესო ქოთანია, რაც შეიძლება პატარა. ამ ყვავილს მოკრძალებული ფესვების სისტემა აქვს და რაც უფრო ფართოა ქოთანი, მით მეტ ძალას ხარჯავს ფესვების ზრდაზე და არა კოკრების განვითარებაზე აირჩიეთ დეკემბერას ღეროს სიგრძეზე 3-ჯერ უფრო პატარა ქოთანი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს