დღეს მზის აქტივობა ბევრ კითხვას ბადებს მეცნიერებსა და უბრალო ხალხს შორის. რა გავლენა აქვს მზეს ჩვენს პლანეტაზე და ხალხზე? პაპარაცი გიამბობთ, რას ნიშნავს მზის აფეთქებები კაცობრიობისთვის.
სადჰგურუ ბრძენი ინდოელი იოგინი და მისტიკოსია. ის ბევრს აკვირდება თავის სხეულს და ორგანიზმის რეაქციას მზის აქტივობაზე. პროგნოზირებს, რომ კაცობრიობას დიდი ცვლილებები ელის უახლოეს რამდენიმე წელიწადში. თუ კაცობრიობა ისწავლის ფიქრს, მზის ენერგიის სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებს.
მზის აქტივობა დღეს
ყველა ადამიანი, რომელმაც დაამთავრა საშუალო სკოლა და წაიკითხა ერთი წიგნი მაინც, მეცნიერებას რელიგიასავით ექცევა. ვიცით, როგორ ბრუნავს ჩვენი პლანეტა მზისა და საკუთარი ღერძის გარშემო. როგორ არის მოწყობილი ადამიანი, როგორ მუშაობს მისი ორგანოები. ეს ყველაფერი სასკოლო სახელმძღვანელოებში წავიკითხეთ. გვჯერა იმის, რაც სახელმძღვანელოებში წერია. მაგრამ მათში ცოტას ამბობენ, როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი მზის აქტივობაზე. ცოტა თუ აკვირდება თავისი ორგანიზმის ცვლილებებს გარკვეულ დღეებში. ის ცოტანიც, ვინც ამას ყურადღებას აქცევს, უკვე მეცნიერები ხდებიან. თავისი სხეულის მეცნიერები.
სამწუხაროა, ჩვენი სოციუმი ისეა მოწყობილი, რომ თუ ეჭვი გეპარება დადგენილ ჭეშმარიტებაში, გარიყული ხდები. მაგრამ ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ოფიციალური მეცნიერების ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებათ. ისინი ცდილობენ იპოვონ პასუხები ძველ სწავლებებში, მოუსმინონ თავიანთ სხეულებს და დააკვირდნენ ბუნებას. დღეს მოწმე ვართ, როგორ იცვლება კლიმატი, როგორ იცვლება ბუნება ჩვენს გარშემო. იცვლება ადამიანის ფსიქიკა და მისი ქცევა. მზე კი ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მზის აქტივობა, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, ზუსტად 17 თვის წინ დაიწყო. მზეზე მანამდეც იყო აფეთქებები, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევი. ახლა მზე გადავიდა აქტიურ ფაზაში, რომელიც მინიმუმ 4 წელი გაგრძელდება. ამ პერიოდში კაცობრიობას არა ერთი შოკის გადატანა მოუწევს. მზის აქტივობა გამოიწვევს დედამიწის ქერქში ცვლილებებს, ვულკანების და წყლის რესურსების გააქტიურებას. უკვე ვაკვირდებით, რომ სამყაროში გახშირდა სტიქიური უბედურებები. მიწისძვრები, ქარიშხლები და ცუნამი ყველაფერი არაა, რაც ბოლო დროს დედამიწაზე ხდება.
ცვლილებები ბუნებაში და ადამიანის ცნობიერებაში
ახლა ხშირად გვესმის „სამყარო შეიშალა“. ეს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას ეხება. მტრობა და ომები სულ უფრო აქტიურდება და კაცობრიობას შთანთქავს. სიძულვილი, ბოროტება და უნდობლობა ადამიანის გულს ავსებს. ჩვენი ორგანიზმი კოსმოსურ სხეულთან ურთიერთკავშირშია. ის, რაც კოსმოსში ხდება, აისახება ჩვენს სხეულსა და ტვინზე. ასეთი საშიშია მზის აქტივობა?
მზე აუცილებელი ელემენტია მცენარეების და ცოცხალი ორგანიზმების აქტიური ზრდისთვის. მზე გვათბობს, თავის ენერგიას გვაძლევს. ჩვენი ორგანიზმი აქტიურად მუშაობს ზაფხულში და დაზოგვის რეჟიმზე გადადის ზამთარში, როცა მზე ნაკლებია. მზე სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. მზის გარეშე სიცოცხლე და ზრდა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ახლა კაცობრიობას აქვს არჩევანი – ჩაიძიროს ომებისა და ნგრევის ნეგატიურ ენერგიაში ან დააგროვოს მზის აქტიური ენერგია შექმნისთვის.
მხოლოდ ხალხის კოლექტიურ ძალისხმევას შეუძლია დედამიწაზე გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლა. როცა ხალხი ერთად დაიწყებს პოზიტიურად აზროვნებას, შექმნას და არა განადგურებას. მაშინ მზის აქტივობა კარგი ზრახვების გასახორციელებლად ძალას მოგვცემს. უახლოეს დროში მზე აქტივობის უმაღლეს ფაზაში გადავა და 2024 წელი ხალხის არჩევანში გადამწყვეტი გახდება. პოზიტიური ფიქრები პოზიტიურ მოქმედებას ქმნის. ერთი ადამიანის ქმედებას შეუძლია მიიპყროს სხვისი ყურადღება შემოქმედებისთვის. თითოეული ჩვენგანი საკუთარი ბედის და ცხოვრების, ანუ დედამიწაზე სიცოცხლის მჭედელია.