1868 წელს 6 ნახევრადშიშველი ბიჭი შუა ოკეანეში გადაყარეს, ისინი ფეხშიშველი მიდიოდენ ყინულზე

435

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან დღემდე ხალხი მუდმივად ცდილობს, რომ ნებისმიერი სახის ტრანსპორტში უბილეთოდ მოხვდეს. თუმცა მაშინ უფრო საშინელი მდგომარეობა და შესაბამისად, სასჯელი იყო: მხოლოდ ჯარიმით ვერ გამოძვრებოდით.

ეს ისტორია 1868 წელს იწყება, როცა 11-დან 22 წლამდე შვიდმა ბიჭმა სახლიდან გაქცევა და უკეთესი ცხოვრების საძიებლად ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. ასე ბევრი იქცეოდა მიუხედავად იმისა, რომ ატლანტის გადაკვეთა საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით მაშინ, თუ კურდღელივით მოგზაურობდი და თვეების განმავლობაში ბნელ ციხეში იმალებოდი.

ბევრი ახალგაზრდა გემებზე იმალებოდა, რომ ძველ წესრიგსა და ღარიბულ ცხოვრებას გაქცეოდა. თუ მათ პოულობდნენ, ჩვეულებრივ უბრალოდ გემიდან აგდებდნენ. როცა „არანის“ ეკიპაჟმა უბილეთოები აღმოაჩინა, გემი უკვე შორს იყო: გემს მარშრუტი შოტლანდიიდან კვებეკისკენ ჰქონდა.

გემის კაპიტანი იყო ვინმე რობერტ უოტი, რომელიც ბიჭებს ძალიან კარგად მოექცა. მათი გამოკვება ბრძანა და მეზღვაურების დასახმარებლად გაგზავნა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ „არანი“ ატლანტის ოკეანის მშფოთვარე წყალში არ შევიდა. ბიჭებს სერიოზული ზღვის დაავადება დაეწყოთ და ერთ-ერთმა ოფიცერმა, ჯეიმს კერიმ მათთვის რაციონის მნიშვნელოვნად შემცირება ბრძანა.

მათ მხოლოდ ორცხობილებს და კარტოფილის ნათალებს აჭმევდნენ, ამიტომ ბიჭებმა მალე შიმშილი დაიწყეს. მათ გემის მარაგის მოპარვა მოუწიათ. შედეგად, დაიჭირეს, მიაჯაჭვეს და აშიმშილეს.

ერთ-ერთი მატროსი წერილში, რომელმაც კვებეკში გემის ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში მოაღწია, წერს, რომ ოკეანის სიცივის გადატანა უფროსებსაც კი უჭირდათ, ხოლო ბავშვები ძალიან იტანჯებოდნენ. ისინი სიცივისგან დამალვას ტრიუმში ცდილობდნენ, მაგრამ მათ ყოველ ჯერზე პოულობდნენ, გემბანზე გამოჰყავდათ და სცემდნენ.

ერთხელ ეკიპაჟის ჩივილის შემდეგ, რომ ერთ-ერთი ბიჭი ძალიან ბინძური იყო, ამ ბიჭს 1 საათის განმალვობაში ყინულიან წყალს ასხამდნენ და შვაბრით ხეხავდნენ. და ეს შუა ატლანტის ოკეანში ხდებოდა, სადაც ორპირი ქარი ყველა მხრიდან ქროდა!

კიდევ ერთი ბიჭი მოცხარის მოპარვაზე დაიჭირეს და ლითონის მძიმე საგნით სცემეს. ამის შემდეგ სრულად გაშიშვლებულს გემბანის დალაგება უბრძანეს. მატროსის თქმით, ყველა ბიჭს სცემდნენ, 12 წლის პიტერ კერის გარდა: მისი მამა ერთ-ერთ ოფიცერთან მეგობრობდა.

1868 წლის 9 მაისს „არანი“ ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან ყინულის მახეში აღმოჩნდა.  ბავშვები გემიდან ყინულებზე გაქცევას აპირებდნენ, მაგრამ კაპიტანმა დაასწრო: მან ყველა ბავშვი პიტერის გარდა ყინულებზე გადასვა. მატროსის მოგონებების თანახმად არავის სჯეროდა, რომ ნაცემი, ნახევრად მშიერი მოზარდები პრაქტიკულად ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეშე გადარჩენას შეძლებდნენ.

ყინულები სხვადასხვა ზომის იყო – ფეხბურთის მოედნის ან პატარა კუნძულების ზომის. ბიჭებს ერთი ყინულიდან მეორეზე გადახტომა ხშირად უწევდათ. ხმელეთამდე მთელი სივრცე ყინულით იყო დაფარული და ეს დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენდა.

პირველი 11 წლის ჰიუ მაკევანი გარდაიცვალა. მას ყინულზე ფეხი ორჯერ აუცურდა და მისი გადარჩენა ორივე შემთხვევაში შეძლეს, მაგრამ მესამეჯერ ყინულის ჯოჯოხეთმა ბიჭი არ გაუშვა და მის თავზე ტალღები სამუდამოდ დაიხურა. მისი ცხედარი ვერ იპოვეს.

ცოტა ხნის შემდეგ 12 წლის ჰიუ მაკგინესი უბრალოდ ყინულზე გაწვა და გზის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მისი ფეხები საშინლად დასიებული იყო და ტკივილისგან იტანჯებოდა. მეგობრების თხოვნის მიუხედავად კვლავ სიარულს არ აპირებდა. მისი ცხედარიც ვერ იპოვეს.

მზის ჩასვლისას ოთხმა გადარჩენილმა უკანასკნელ ყინულამდე მიაღწია. ისინი უკვე მეორე მხარეს სახლს ხედავდნენ, მაგრამ მათ შორის კიდევ რამდენიმე კმ წყალი იყო. და აქ ბედმა გაუღიმათ: მათი ყვირილი ერთმა ქალმა გაიგონა, რომელმაც ქმარს დაუძახა და ბიჭები გადაარჩინა.

ბიჭებს მხედველობის პრობლემები ჰქონდათ იმის გამო, რომ მზე ყინულზე ირეკლებოდა და მათ აბრმავებდა. ჯონ პოლი რამდენიმე თვის შემდეგ გამოკეთდა, მაგრამ ამ მოგზაურობის გამო ხელის და ფეხის რამდენიმე თითი დაკარგა: ბიჭებს ფეხსაცმელი საერთოდ არ ჰქონდათ.

„არანის“ ეკიპაჟის კვებეკში ჩასვლის შემდეგ ერთ-ერთმა მატროსმა სახლში წერილი გააგზავნა, სადაც ბიჭების ბედი აღწერა. სიახლე შოტლანდიაში სწრაფად გავრცელდა. ბიჭების ბედის საკითხზე ოფიციალური ტელეგრაფიც კი გაიგზავნა. სამმა მათგანმა გემის ეკიპაჟის სასამართლომდე სახლში დაბრუნება მოასწრეს, ხოლო მეოთხე – 22 წლის ბერნარდ რეილი ბოლომდე წავიდა და ახალი შოტლანდიისკენ გაემგზავრა.

1868 წლის 25 ნოემბერს „არანის“ ოფიცერს ჯეიმს კერსს ძალადობისთვის 4 თვე მიუსაჯეს, ხოლო კაპიტანს წინასწარ განუსაზღვრელი მკვლელობისთვის 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვადის გასვლის შემდეგ ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდნენ, რითაც სიკვდილის ბოლომდე იყვნენ დაკავებულნი.

1993 წელს დონ მაკინისთან, იმ ქალის შთამომავალთან, რომელმაც ბიჭების ხმა გაიგონა, მივიდა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი თავი დევიდ ბრენდის შთამომავლად წარუდგინა. დევიდი სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ ავსტრალიაში გადავიდა, სადაც წარმატებული ბიზნესი ააწყო. მამაკაცებმა ერთად ბრინჯაოს მემორიალური დაფა გააკეთეს, რომელიც მაკინისის დიდებული ბებიის საფლავზე დადგეს.

ჯონ პოლის შთამომავლობასაც წინაპრები არ დავიწყებია. მის გზას საუთემპტონამდე გაჰყვნენ და საფლავის პოვნა მხოლოდ 21-ე საუკუნეში შეძლეს. გაურკვეველი მიზეზების გამო უსახელო სასაფლაოზე იყო დამარხული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ახლო ნათესავების თანხმობის გარეშე მემორიალური ნიშნის დადგმას ვერ შეძლებენ, მათი კვალი კი ვერ იპოვეს.

იმ დროს ნამდვილად მკაცრი დრო იყო, მაგრამ ცივილიზებული საზოგადოება მაშინ მხოლოდ იბადებოდა. სწორედ ამიტომ, ასეთი ბევრი ისტორია არსებობს. წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ასეთი „კურდღელი“ მოისროლეს ატლანტის ოკეანეში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს