დროა გავაქარწყლოთ მითი, რომ ჩვენს კლიმატში ფსტას გაზრდა შეუძლებელია. თუ დიდი ხანია გინდოდათ ამ ოთახის მცენარის დარგვა, მაგრამ ღელავდით, რომ ვერ გაიხარებდა, დროა მაღაზიაში საჭირო მასალის (1 შეფუთვა ნედლი კაკალი) შესაძენად გაიქცეთ. პაპარაცი გასწავლით, როგორ გააღვივოთ და სწორად გადარგოთ ფსტა. ასე ფსტას მოყვანა გახდება მარტივი ამოცანა.
ხემ ნაყოფი რომ მოისხას, მცენარის ჯიში სწორად შეარჩიეთ. ყინვაგამძლე (ყირგიზული) ფსტა საუკეთესო ვარიანტია. მასზე შეჩერდით და უკვე რამდენიმე წელიწადში რეგულარულად მიიღებთ კაკლის შესანიშნავ მოსავალს.
ფსტას გაზრდა საკუთარი ხელით: ყველა რეკომენდაცია
კაკლის გაღვივება
აიღეთ 1 შეფუთვა ნედლი ფსტა. კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი მოამზადეთ, რომ მცენარე სოკოს დაავადებების და სხვადასხვა სახის ლპობის წინააღმდეგ დაამუშაოთ. თბილი ნარევი ნედლ კაკალს დაასხით. 1 დღე მასში გააჩერეთ. ყოველ სამ საათში ერთხელ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი ახლით შეცვალეთ.
შემდეგ კაკალი ნარევიდან ამოიღეთ. პირსახოცზე მოათავსეთ. ბირთვი ნაჭუჭისგან და გარსისგან ფრთხილად ამოიღეთ. თეფშზე ქაღალდის პირსახოცი დააფინეთ და მასზე გასუფთავებული ბირთვები დააწყვეთ. ცოტა წყლით დანამეთ. ბირთვები ქაღალდის პირსახოცში შეახვიეთ. 5–7 დღე ფანჯრის რაფაზე დატოვეთ. პირველი ყლორტების გამოჩენას დაელოდეთ. მნიშვნელოვანია! ქაღალდის პირსახოცის მდგომარეობა აკონტროლეთ: ყოველთვის ზომიერად სველი უნდა იყოს. შეარჩიეთ ფსტა ფესვებით. კაკალი, რომელმაც აღმოცენება ვერ მოასწრო, გასაღვივებლად დატოვეთ.
ქოთანში გადარგვა
ნიადაგი მოამზადეთ. ცოტა ქვიშა, ნეიტრალური ტორფი და შავი მიწა აურიეთ. მაღალი ქოთანი აიღეთ, მინიმუმ 13 სმ სიმაღლის უნდა იყოს. ფხვიერი მიწით გაავსეთ. ცოტა ჩატუმბეთ. ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ, რომ ფსტა მოათავსოთ. ჩაღრმავებაში ფსტა ჩადეთ, ყლორტს მიწა არ მოაყაროთ. თესლი ზედაპირზე დატოვეთ. თითოეული ფესვი საკუთარ ქოთანში ჩარგეთ.
ფრთხილად მორწყეთ. ნიადაგი ზედმეტად არ უნდა მორწყათ. ლპობის და მჟავიანობის თავიდან ასაცილებლად ფსტა მცირე რაოდენობის წყლით მორწყეთ. დაახლოებით 5 წლის შემდეგ, თუ მცენარეზე სათანადოდ იზრუნებთ, პირველი კაკალის მიღებას შეძლებთ. უდავოდ, დიდი დროა, თუმცა კაკლის მოსავალი ამად ღირს.