სანთელი ერთ–ერთი პოპულარული უძველესი საგანია, რომელიც ხშირად გამოიყენება ჯადოსნურ რიტუალებში. პროცესში აუცილებლად ცეცხლს უკიდებენ მის პატრუქს, რომ ძლევამოსილი ელემენტის შეუცნობელი ძალა გაცოცხლდეს. სანთლის მაგია სუფთა და ნათელია, ეხმარება კეთილ ხალხს, რომელთაც კარგი განზრახვები აქვთ. მის ცეცხლს შეუძლია ბოროტებისგან დაცვა, სახლის გაწმენდა ნეგატიური ენერგიისგან, ოჯახში სიყვარულის, ჰარმონიის და ბედნიერების მოზიდვა. თუ ეცდებით, მისი დახმარებით ადამიანს ზიანი მიაყენოთ, თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს.
სანთლის მაგია სახლს ნეგატივისგან გაწმენდს
როცა გრძნობთ, რომ სახლში ბევრი ნეგატივი დაგროვდა, გაწმენდის რიტუალი შეასრულეთ. საცხოვრებელი უარყოფითი ენერგიისგან თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაათავისუფლოთ. ოჯახის წევრებმა რიტუალის შესრულებაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, რამდენიმე წუთით გასვლა სთხოვეთ.
რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ ცვილის სანთელი. სანთელი აანთეთ. შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ და ყველა ოთახი სამჯერ შემოიარეთ. საათის ისრის მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, არაფერი არ უნდა გამოტოვოთ. წაიკითხეთ შელოცვა: „ვწვავ ნეგატივს, ადგილს ვათავისუფლებ ბედნიერებისთვის! წარმატება ცეცხლზე მოვა და ჩემს სახლში შემოვა!“ გაწმენდის რიტუალს შესაძლოა ახლდეს ლოცვა, რომელიც ზეპირად იცით. სანთლის ეფექტს გააძლიერებს.
ჯადოსნური სანთლის ალი დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში
მარტივი რიტუალი სახლში კეთილდღეობის და დოვლათის მოზიდვას ხელს შეუწყობს. სანთელი მწვანე უნდა იყოს. როგორც ვარიანტი: ჩვეულებრივ ცვილის სანთელს მწვანე ლენტი შემოახვიეთ. მწვანე ხომ ფულის ფერია.
სანთელი მაგიდაზე დადეთ და ცეცხლი წაუკიდეთ. შემდეგ მის გარშემო მონეტები დააწყვეთ და წაიკითხეთ შელოცვა: „სანთელი სიმდიდრისკენ გზას მინათებს, თითოეულ მონეტას ორზე ამრავლებს!“ შელოცვის ბოლოს ერთ–ერთ მონეტაზე ცვილი დააწვეთეთ და მოფარებულ ადგილას დამალეთ.
ანთებული სანთელი სახლში ბედნიერებას მოიზიდავს
ერთად ვახშმობა და სადილობა ხალხს დაახლოებაში ეხმარება. სანთლის ჯადოსნური ძალა, რომელიც სამზარეულოში შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოჯახს აერთიანებს და ცოლქმრულ ურთიერთობას „ცეცხლს“ მატებს. რიტუალი შესაფერისია როგორც გათხოვილი ქალებისთვის, ასევე შეყვარებული გოგოებისთვის.
ამ მიზნით საყვარელი კერძის მომზადებისას აანთეთ სანთელი და სამჯერ გაიმეორეთ: „სანთლის ცოცხალი ალი მათბობს, სახლში სიყვარულს და ბედნიერებას იზიდავს!“ მნიშვნელოვანია: საჭმელი კარგი განწყობით მოამზადეთ! როცა მაგიდას გაშლით, ანთებული სანთელი ცენტრში მოათავსეთ და შელოცვა ისევ წაიკითხეთ. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს სუფრაზე მოუხმე.
სანთლის მაგია დაგიცავთ შურისა და უსიამოვნებისგან
თუ ოჯახში სკანდალები გახშირდა და სამსახურში უსიამოვნებები დაიწყო, მარტივი რიტუალი ჩაატარეთ. ითვლება, რომ ბოროტი სულები კუთხეებში იმალება, ამიტომ მათ მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ.
რიტუალის შესასრულებლად ანთებული სანთლით მთელი სახლი შემოიარეთ, ყველა კუთხეში შეიხედეთ. ადგილებში, სადაც სანთელი ტკაცუნობს და იკვამლება, სამჯერ ჯვრის ფორმის მოძრაობა შეასრულეთ. თქვენს მოქმედებას უნდა ახლდეს სიტყვები: „ვწვავ ბოროტებას, ვაგდებ სახლიდან! ოჯახში ვაბრუნებ მშვიდობას და ჰარმონიას, სახლში ვპატიჟებ ბედნიერებას და დოვლათს!“ შემდეგ ფანჯარა გააღეთ და ოთახი გაანიავეთ. დარჩენილი სანთელი შემოსასვლელთან დამალეთ: თილისმის როლს შეასრულებს.
ურთიერთობაში ურთიერთგაგების შესანარჩუნებლად და დადებითი ენერგიის მოსაზიდად ფერადი სანთლები რეგულარულად გამოიყენეთ. მიზეზით ან განწყობის მიხედვით აანთეთ, რომ ჯადოსნურმა ალმა სახლში დადებითი ატმოსფერო შეინარჩუნოს. ასევე შეგიძლიათ აანთოთ არომატული სანთლები: ოთახს სითბოთი და სასიამოვნო არომატით გაავსებს.