სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე კატის ადგილი აღარ დარჩა. მთელ სივრცეს გაშლილი ია იკავებს. ფუმფულა კატა ამით უკმაყოფილოა, მაგრამ მე, როგორც დიასახლისი ამ მოწყობით კმაყოფილი ვარ. ყვავილები თვალს მიხარებს და განწყობას მიმაღლებს. ერთი პრობლემა არის. იმის გამო, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომია, ვფიქრობ, ზედმეტად ხშირად ვრწყავ. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე, როგორ უნდა მოვრწყა ია სწორად.
ია პირველი მცენარეა, რომელიც ჩემს ბინაში გამოჩნდა. რეკლამა გაუწიეს, რომ ერთ–ერთი ყველაზე უპრეტენზიო ყვავილია, ამიტომ იისფერი იის ერთი ნიმუში დაუფიქრებლად ავიღე. თანდათან „მეზობლები“ და სხვა ყვავილებიც გაუჩნდა. ფანჯრის რაფაზე კლუმბის ქონა დიდი სიამოვნებაა.
როგორ გავარკვიოთ, რომ იას მორწყვა სჭირდება
არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვით გამოცდილი ფლორისტები განსაზღვრავენ მცენარის მორწყვის საჭიროებას. ოთახის იას მხოლოდ სამი კრიტერიუმი აქვს. თითოეულზე გიამბობთ.
წყალი სადგამში
უმარტივესი მეთოდი იმის გასარკვევად, სჭირდება თუ არა იას მორწყვა, – ქოთნის სადგამს დააკვირდით. თუ მასში წყალი არის, მცენარეს მორწყვა არ სჭირდება. თუ ამ წესს ყურადღებას არ მიაქცევთ და იას დაატენიანებთ სადგამზე არსებული წყლის მიუხედავად, მიწის ზედმეტად დატენიანების რისკს გაზრდით.
ზედმეტად ტენიან მიწაში დიდხანს ყოფნისას იის ფესვები ლპობას იწყებს. ეს კი ყვავილის კვდომას გამოიწვევს. ასევე მიწის ზედმეტი მორწყვა სოკოვანი ინფექციების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს. ესეც ოთახის მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს.
უსიამოვნო შედეგებს თავი რომ აარიდოთ, მიწას სითხე დაუმატეთ მხოლოდ მაშინ, როცა ქოთნის სადგამი მთლიანად გაშრება.
ნიადაგის ფერი და კონსისტენცია
ქოთანში მიწის გარეგანი მახასიათებლები შეაფასეთ. თუ მუქია ან თითქმის შავი, მიწა საკმარისად ტენიანია. მორწყვა ჯერ არ სჭირდება. როცა მიწაში წყალი თითქმის არაა, ნაცრისფერ ელფერს იძენს და ტექსტურა ფხვიერდება.
ტესტი ნიადაგის ტენიანობის გასარკვევად
ქოთანში 5 სმ სიღრმის ორმო ამოთხარეთ. ცოტა მიწა ხელში აიღეთ და დააგუნდავეთ. თუ დაიფშვნა, ყვავილს მორწყვა ნამდვილად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურა დროებით გადადეთ.
თუ ქოთანი ძალიან პატარაა ამ ექსპერიმენტისთვის, თითი მიწაში ჩადეთ მინიმუმ ერთი ფალანგით. შეამოწმეთ, დარჩა თუ არა სველი მიწის ნარჩენები მასზე. თუ კვალი არაა, მიწა მთლიანად გამშრალია. ყვავილი უნდა მორწყათ.
ასეთი ტესტი უნდა ჩატარდეს, თუ ქოთანი კარგად გამთბარ ოთახში ან გათბობის მოწყობილობასთან ახლოს მდებარეობს. ამ ფაქტორების გამო მიწის ზედაპირი სწრაფად შეიძლება გაშრეს.
მცენარის მდგომარეობა
და ბოლოს, სადგამის და მიწის შემოწმების გარდა თავად იის გარეგნობას ყურადღება მიაქციეთ. როცა მცენარეს ტენიანობა აკლია, მისი ფოთლები და ყვავილები ჭკნება. რა თქმა უნდა, ეს ასევე შეიძლება იყოს ავადმყოფობის ან საკვები ნივთიერებების დეფიციტის ნიშანი. ასევე ია შეიძლება დაიტანჯოს ოთახში მაღალი ტემპერატურის გამო.
გამოცდილი მებაღეები მცენარის რწყავენ მხოლოდ მისი ზოგადი მდგომარეობის და ნიადაგის შემოწმების შემდეგ. თუ დაავადების ან პარაზიტების ნიშნები შენიშნეთ, იის მკურნალობა არ გადადოთ. დროულად იმოქმედეთ.
იის მორწყვის შესახებ ზუსტი რეკომენდაციები არ არსებობს, რადგან ყვავილის მოთხოვნილებები ბევრ გარე ფაქტორზე დამოკიდებულია. მაგალითად, ოთახში ტემპერატურა და ტენიანობა, განათება ფანჯრის რაფაზე და ა.შ. სწორედ ამიტომ, მცენარის მდგომარეობა აკონტროლეთ და დროულად დააკმაყოფილეთ მისი მოთხოვნილებები წყლის ახალი ულუფით!