რაც არ უნდა ვთქვათ, ჩინური ასტროლოგია განსაკუთრებულია, რადგან მთლიანად აღმოსავლურ კალენდარს ეფუძნება. თავის მხრივ, ის ეყრდნობა მთვარის ციკლს და სიცოცხლის 12 ტოტს, რომელსაც სხვადასხვა ცხოველი განასახიერებს. სხვადასხვა კომბინაციების შედეგად მიიღება 60 ციკლი და 2024 წელს ხის მწვანე დრაკონის ციკლის მომსწრე ვართ. რთული ჩანს? ეს მანამ, სანამ გაეცნობით ახალ წელს ჩინური კალენდრით აღმოსავლელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის ინტერპრეტაციით.
მისი ნამუშევრების გაცნობამდე მომავალი ბუნდოვანი ჩანს, რადგან აღმოსავლური ვარსკვლავური პროგნოზები იდუმალებით და წესებით სავსეა. სწორედ ამიტომ, მარტივ და გასაგებ ნიშნებში ჩაღრმავების ცდუნება გვაქვს. კევინ ფუნგი, როგორც ფენშუის და ასტროლოგიის დიდი მხარდამჭერი, წლებია ზუსტად ადგენს ადამიანების ბედს მისი არა ზოდიაქოს ნიშნის, არამედ დაბადების წლის მიხედვით. მისი პროგნოზები არა მხოლოდ მომავლის კარს აღებს, არამედ არსს წვდება და ყველასთვის ღირებულ მორალს შეიცავს.
ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით – 2024 წელი
რა არის განსაკუთრებული ამ წელს? უდავოდ, ის ხსნის ახალ ეპოქას, როგორც მთავარი ყველა ნიშანს შორის. თუ ზედმეტ დრამას მოვიშორებთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცვლილებების წელია. სხვადასხვა ცვლილებები არსებობს: ზოგს გაუმართლებს, ზოგს არა. დრაკონი ბრძენი და ყოვლისშემძლეა. მისი მმართველობის პერიოდში წარმატება ელის მათ, ვინც მის რჩევებს გაითვალისწინებს. დრაკონს ყოველთვის სურს 3 მარტივი რამ: სიმდიდრე, პატივისცემა და კეთილშობილება. ვნახოთ, როგორ ხედავს კევინ ფუნგი მათი მიღწევის გზებს ჩინური ჰოროსკოპის თითოეული ცხოველისთვის.
ვირთხის წელი
აღმოსავლელი ასტროლოგი მოუწოდებს ვირთხის წელში დაბადებულებს, რომ 2024 წელს სიფრთხილე გამოიჩინონ. ვირთხა ტაისუისთან (იუპიტერისა და დროის ღმერთი) ოპოზიციაშია, ამიტომ 2024 მისთვის დამღლელი წელი შეიძლება აღმოჩნდეს. კარგი ამბავი: დიდი პრობლემები მოსალოდნელი არაა, მაგრამ ბევრი მცირე უსიამოვნებები იქნება. მაგალითად, სამსახურში: ვარსკვლავები პროგნოზირებენ, რომ ვირთხას გამოუჩნდება მოშურნე კოლეგა, რომელიც უსიამოვნო ჭორებს გაავრცელებს.
სასიყვარულო სფეროშიც საქმე მარტივად არაა. სავარაუდოდ, თუ 2023 წელს მარტო იყავით, 2024 წლის ბოლომდე საიმედო პარტნიორის გარეშე დარჩებით. კევინ ფუნგი ვირთხის წელში დაბადებულებს რჩევას აძლევს:
„ახლობლებს გული გადაუშალეთ. მხოლოდ კომუნიკაცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ არსებული ურთიერთობები და საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ შეხვედრებს“.
ხარის წელი
დრაკონს მოსწონს შრომისმოყვარე ხარი, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც სამეწარმეო სული აქვთ. 2024 წელი მოგიტანთ ბევრ სასიამოვნო შესაძლებლობას და დიდ წარმატებას არა მხოლოდ საქმეში, არამედ სიყვარულში. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გმართებთ, რადგან ქირურგიული ჩარევის მაღალი რისკია. ფუნგის რჩევა:
„მოუსმინეთ თქვენს სხეულს და უპასუხეთ მის ყველა მოთხოვნას, რათა მცირე პრობლემები დიდში არ გადაიზარდოს“.
ვეფხვის წელი
ერთის მხრივ, დრაკონი ხელს უწყობს ვეფხვის ამბიციას და უშიშრობას. ამით რაღაცით ჰგვანან. ვეფხვის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების პრობლემაა შეურიგებელი სიამაყე და ეს 2024 წლის მფარველისთვის სერიოზული გამოწვევაა. დრაკონი ვეფხვს მისცემს ბევრ სასიამოვნო შესაძლებლობას, ეცდება მათში თავმდაბლობის დანერგვას და ვნების მოთოკვას. მაგალითად, პოტენციური შემოსავალი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ მაინც მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე გასულ წელს, ან დაიკავებთ ახალ თანამდებობას, მაგრამ მეგობრების და ნაცნობების დახმარების გარეშე. მთლიანობაში, ვეფხვისთვის ზოლიანი წელი იქნება.
„ისწავლეთ საკუთარი შეცდომების მშვიდად მიღება, ხოლო მიღწევებს და გამარჯვებებს ცივი გონებით და წრფელი გულით შეხვდით“.
კურდღლის წელი
ფრთხილი კურდღელი 2024 წელს უფრო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან დრაკონი მას სიამოვნებით მიირთმევს. ჩინური ჰოროსკოპის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. მაგალითად, სახლის ყიდვა, დაქორწინება ან მსხვილი შესყიდვა მომავალი წლისთვის გადადეთ, 2024 წელი თბილ ოჯახურ წრეში მშვიდად გაატარეთ. ასტროლოგი ფუნგი ახსენებს კურდღლებს, რომ გაამხნევოს:
„ყველა წვიმა მთავრდება, ყოველი წვიმის შემდეგ მზე გამოდის“.
დრაკონის წელი
უძველესი ლეგენდის მიხედვით, სწორედ დაბადების დღეზე დრაკონმა შეურაცხყოფა მიაყენა ტაისუის, სიბერის ღმერთს ჩინურ მითოლოგიაში. ისიც დრაკონს უგზავნის ბევრ განსაცდელს, მაგრამ დრაკონს აქვს საკმარისი ძალა მათთან გასამკლავებად. ვინაიდან 2024 წელი ცვლილებების და დიდი წარმატების წელია, დრაკონმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მიზნების მიღწევაზე და ასე ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, თითოეული მათგანი გაათმაგებულ კარგ შესაძლებლობად გადაიქცევა.
„ახალი შესაძლებლობების ძიებაში დასვენება არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მწვერვალის მიღწევას“.
გველის წელი
როგორც დრაკონის შორეული ნათესავი, გველი 2024 წელს ძალების მოზღვავებას იგრძნობს. ბევრ საქმეში იღბალი მის მხარეს იქნება: სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება, სასიამოვნო შეთავაზებები, ლატარეაში მოგების შანსიც გაიზრდება. მარტოხელა გველს ღირსეულ პარტნიორთან ძლიერი ურთიერთობის შექმნის დიდი შანსი აქვს. აი, გველის სახლში ყველაფერი ასე მარტივად არ იქნება. დაქორწინებულებს და მათ, ვინც დიდხანს ერთად ცხოვრობენ, მეორე ნახევართან სხვადასხვა თემაზე ბევრი ჩხუბი მოუწევთ. კევინ ფუნგის რჩევა:
„ნუ ეცდებით მართალი იყოთ ყველგან და ერთდროულად, სცადეთ გადაჭრათ პრობლემები კონსტრუქციული დიალოგისა და ტაქტის მეშვეობით“.
ცხენის წელი
დრაკონი ცხენს მწვანე შუქს უნთებს, ამიტომ შეუძლია გადაეშვას ახალ თავგადასავლებში, ურთიერთობებში და შთაბეჭდილებებში. შეგიძლიათ სამსახური შეიცვალოთ, სახლი ააშენოთ ან ახალი ჰობი იპოვოთ. 2024 წელი ცხენისთვის გარღვევის წელი იქნება, ვინაიდან დრაკონი ცხენის კეთილშობილებას და შეუპოვრობას აფასებს.
ამ კარგ ნიშნებში დაბრკოლებები არსებობს. პირველ რიგში, ფინანსური რისკები. საეჭვო და დიდ პროექტებში ინვესტიცია არ ჩადოთ, საკუთარი ბიზნესის დაწყება დროებით გადადეთ.
„სცადეთ სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისგან ზედმეტი ხარჯვის გარეშე და ასე 2025 წელს ფულადი ჯილდოს სახით დაგიბრუნდებათ“.
ცხვრის წელი
სამწუხაროდ, ცხვარს ეს წელი მისი არაპროგნოზირებადობის გამო შეიძლება არ მოეწონოს. ბობოქარი ცვლილებები, დაბნეულობა და ბევრი გადაუჭრელი საკითხი მუდმივი სტრესის და ქრონიკული უძილობის მიზეზი შეიძლება გახდეს. წელს ცხვრის ჯანმრთელობაც რკინის არაა, როგორც მოთმინება. რაც ყველაზე სამწუხაროა, სასიყვარულო ფრონტზეც ყველაფერი რიგზე არაა. სავარაუდოდ, ძველი ურთიერთობები, რომლებიც არაფერს მოიტანს, ნელ–ნელა ბოლო ვადას ამოწურავს.
არ იდარდოთ. დრაკონის წელი თქვენი განახლების წელი გახდება, დაგეხმარებათ ყველაფერი ძველის და უსარგებლოს მოშორებაში. ასტროლოგი გირჩევთ:
„სცადეთ, რომ ყველაფერს პრაგმატულად შეხედოთ და დანაკარგი გულთან ახლოს არ მიიტანოთ“.
მაიმუნის წელი
მაიმუნი მოლოდინის პოზიციაშია. იმის მიუხედავად, რომ დრაკონთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ცვლილებების რიტმი, რომელიც დრაკონს ასე ძალიან მოსწონს, ბრძენ მაიმუნს არ ხიბლავს. მოსალოდნელია სამსახურში სტაგნაციის პერიოდი, იქნება ეს ოფისში მუშაობა თუ საკუთარი ბიზნესი. ამ თემაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან სტაგნაცია აუცილებლად დასრულდება.
სამაგიეროდ, მაიმუნის ჯანმრთელობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ყველა სხვა ნიშნის. ისინიც კი, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, 2024 წელს შვებას იგრძნობენ.
„ეძებეთ სიმშვიდე დეტალებში და წვრილმანებში, კონცენტრირდით ცხოვრების მცირე სიხარულებზე და წელი შეუმჩნევლად გაფრინდება“.
მამლის წელი
მამლისთვის რთული წელი იქნება, ალბათ, იმიტომ, რომ დრაკონს ფრინველი დიდად არ უყვარს – დიდი ეჭვიანია და უნდა ერთადერთი ფრთიანი იყოს. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მამალი არ დაფრინავს.მამალს ელის ბევრი უსიამოვნება სამსახურში და კარიერულ კიბეზე დაღმასვლა.
ასტროლოგი გირჩევთ წელს თქვენს რეზიუმეს სერიოზულად მოეკიდოთ. შეამოწმეთ ინფორმაცია, თქვენი მიღწევები, ყურადღება მიაქციეთ სარეკომენდაციო წერილებს, სანამ შესაძლებლობა გაქვთ. ნაკლები დახარჯეთ, რადგან 2024 წლის წარუმატებლობამ თქვენს საფულეს ძლიერ შეიძლება დაარტყას.
„ერთი ნაბიჯით წინ იფიქრეთ და ორი ნაბიჯით შორს დაიჭირეთ თავი პოტენციური პრობლემებისგან“.
ძაღლის წელი
ძაღლს 2023–ში რთული წელი ჰქონდა, ამიტომ მთელი მომავალი წელი დაეთმობა ცხოვრების იმ სფეროების აღდგენას, რომლებიც დაზარალდა. არ ღირს დაძაბვა და ცვლილებების ზოგად ეიფორიაში ჩარევა, რომელშიც დრაკონი თქვენს ჩართვას ეცდება. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, შეაფასეთ გასული წელი და წინ იარეთ პირდაპირ 2025 წლისკენ. რომანტიკული ურთიერთობებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ. 2024 წელი მეგობრებში იმედს არ გაგიცრუებთ.
„სულიერ სიმშვიდეს და კომფორტს ყურადღება დაუთმეთ. თქვენს გონებას ძალების მოკრება სჭირდება“.
ღორის წელი
წელს ღორს ფულში გაუმართლებს, რადგან თავად არის სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლო. დრაკონის წელი ამ სარგებლით ტკბობის ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ. ელოდეთ პროგრესს სამსახურში, პრემიას და დაწინაურებას. პირადში ყველაფერი რიგზეა: ვინც დაქორწინებულია, ურთიერთობას გააძლიერებს, ვინც პარტნიორს ეძებს, ბევრ ღირსეულ კანდიდატს აუცილებლად შეხვდება. ფუნგის რჩევა:
„გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ის ცხოვრების ყველა სიამოვნებისთვის საკმარისი შეიძლება არ იყოს!“
უდავოდ, ყველას ძალიან საინტერესო წელი გველოდება. ზოგი შემსრულებელი გახდება, ზოგი დამკვირვებელი. ვიმედოვნებთ, გახსოვთ, რომ ჩინური წელი ოდნავ განსხვავებულ კურსს მიჰყვება და აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ის იწყება 2024 წლის 10 თებერვალს და მთავრდება 2025 წლის 28 იანვარს. გისურვებთ წარმატებას და მოთმინებას ამ რთულ, მაგრამ ნამდვილად ეპოქალურ პერიოდში!