ჩვენს დროში ცხოვრება სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება. მსოფლიოში კატაკლიზმები, ომები და ტერაქტები მძვინვარებს. ასობით და ათასობით ადამიანი ძალადობრივი სიკვდილით იღუპება, შემთხვევით გიჟი ფანატიკოსების ან ბუნებრივი სტიქიის მსხვერპლნი ხდებიან.
ბევრს იმაზე ფიქრიც კი აშინებს, რომ უბედურება შეიძლება მათაც შეეხოს. ჩვეულებრივ ადამიანები პანიკაში ვარდებიან და ძალის წინაშე თავს ხრიან, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილი მამაცები გხვდება, რომლებიც მზად არიან სხვების გადასარჩენად საკუთარი თავი გაწირონ. ისინი ნამდვილი გმირები არიან, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ.
აიტზაზ ჰასან ბანგაში
პაკისტანელმა 14 წლის სკოლის მოსწავლემ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ თავისი თავისი სკოლის 2 ათასი მოსწავლის სიცოცხლე იხსნა. 2014 წელს ტერორისტი-თვითმკვლელი სასწავლო დაწესებულების შენობაში თავის ასაფეთქებლად შევიდა. აიტზაზმა საეჭვო პიროვნება დროულად შეამჩნია და მისი შეჩერება სცადა. თვითმკვლელმა ბიჭთან ერთად თავი აიფეთქა.
მეორე დღეს აიტზაზის მამამ განაცხადა: „ჩემმა ბიჭმა დედამისს ტირილი აიძულა, მაგრამ მისი წყალობით ახლა ასობით სხვა დედა თავის ბავშვს არ დასტირის“.
პიტერ ვანგი
კადეტი მხოლოდ 15 წლის იყო, როცა ფლორიდაში სამხედრო სკოლაზე თავდასხმის დროს მოკლეს. პიტერი კარს აკავებდა და ტერორისტებს შესვლაში ხელს უშლიდა, ამით კი თანაკლასელებს გაქცევის დრო მისცა. გმირობისთვის ვანგი ყველა სამხედრო წარჩინებით დაკრძალეს.
უილიამ კაილ კარპეტნერი
ამერიკელი მეზღვაური აშშ-ს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელი გახდა – ღირსების მედალი ავღანეთში სამხედრო ოპერაციის „უძლეველი თავისუფლება“ დროს განხორციელებული გმირობისთვის. თალიბებთან ბრძოლის დროს უილიამი მტრის ყუმბარას მთელი სხეულით გადაეფარა და ამით თანამებრძოლების სიცოცხლე იხსნა.
კარპენტნერს 2,5 წლის განმავლობაში 40-ზე მეტი ოპერაციის გადატანა მოუწია, რომ კვლავ სრულყოფილად ეცხოვრა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ნადჯიჰ შაკერ ალ-ბალდვაი
მამაკაცმა ერაყის ქალაქ ბალადის მეჩეთის შესასვლელში ასაფეთქებლებით სავსე ჯიჰადისტი შეაჩერა. ტერორისტი საერთო ლოცვის დროს წმინდა ადგილას თავის აფეთქებას აპირებდა. ნადჯიჰი თავს დაესხა და ადგილზე თავის აფეთქება აიძულა. ასე ალ-ბალდვაიმ 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
ენტონი პერესი
12 წლის ბიჭი ცივ წყალში ჩახტა, რომ ყინულში ჩავარდნილი მეგობარი გადაერჩინა. ბავშვები მდინარის ნაპირზე თამაშობდნენ, როცა ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. ენტონმა დიეგოს გადარჩენა შეძლო, მაგრამ თავად ხაფანგში აღმოჩნდა. ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს.
მარკ ბინგემი
მარკი რეისი United Airlines Flight 93-ის ერთ-ერთი მგზავრი იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მუსულმანელმა ტერორისტებმა დაიპყრეს. მამაკაცმა თავის მეგობრებთან, ტომ ბერნეტთან და ჯერემი გლიკამთან ერთად მათ განეიტრალებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. შედეგად თვითმკვლელებს თეთრი სახლისკენ თვითმფრინავის მიბრუნებაში ხელი შეუშალეს.
ნიკოლას უინტონი
ნიკოლას ჯორჯ უინტონი ცნობილია, როგორც „ბრიტანელი შინდლერი“. მან ებრაული წარმოშობის 669 ბავშვი ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან გამოიყვანა და ამით საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრისგან იხსნა. ქველმოქმედი თავის გმირულ საქციელს 49 წლის განმავლობაში მალავდა.
შეილა ფრედერიკი
ბორტგამცილებელმა შეამჩნია, რომ პატარა გოგონა ძალიან შეშინებული იყო და არა ბუნებრივად იქცეოდა. მან რაღაც იეჭვა და ტუალეტში გოგონასთვის წერილი დატოვა, რომ თუ საფრთხე ემუქრებოდა, წერილი დაეტოვებინა. გოგონამ დაწერა, რომ ყველაფერი კარგად არ იყო.
ფრედერიკი პოლიციას დაუკავშირდა, რომელიც მგზავრს ამ უცნაურ გოგონასთან ერთად აეროპორტში დახვდა. როგორც აღმოჩნდა, მის მონად გაყიდვას აპირებდნენ.
მიუელმარი მეგალანესი
18 წლის ფილიპინელმა 2009 წელს თავის მშობლიურ სოფელში 30-ზე მეტი ადამიანი ტროპიკული ქარიშხლის დროს გადაარჩინა. ბიჭმა თოკით თავი დაიმაგრა, რომ წყლის ნაკადს არ წაეღო და ხალხს ჩაძირული სახლებიდან გამოსვლაში დაეხმარა. ბოლოს, მცირე სამაშველო ოპერაციის ჩატარების დროს მიუელმარი თავად დაიხრჩო.
მეტ მაკქუინი
2012 წელს ამერიკის ქალაქ ორორას კინოთეატრზე „ავრორა“ თავდასხმის დროს 27 წლის ბიჭი შეყვარებულის დახმარება სცადა. გოგონა გადარჩა, მაგრამ მეტს არ გაუმართლა. იმ დღეს კრისტოფერ ნოლანის ფილმის „ბნელი რაინდი“ აღზევება“ პრემიერა იმართებოდა, რომელზეც მსროლელი მოვიდა.
თითოეული ეს ადამიანი ახლობლების მოგონებაში გმირებად დარჩებიან. წარმოიდგინეთ, რამდენი სიმამაცეა საჭირო, რომ სხვების დასახმარებლად საკუთარი სიცოცხლე უყოყმანოდ გასწირო.
უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, სანამ ამ პლანეტის თითოეული მაცხოვრებელი არ გაიგებს, რომ პრობლემის იარაღით მოგვარება შეუძლებელია. ძალადობა ძალადობას ბადებს და ჩაკეტილი წრე ხდება, საიდანაც გამოსვლა რთულია.