ლოგიკური აზროვნების განვითარება ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. ამისთვის მოსაწყენი ამოცანების ამოხსნა არ გჭირდებათ. უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ სწრაფი ტესტები ლოგიკის და ყურადღებიანობის შესამოწმებლად. პროცესში ჩართავთ გამჭრიახობას და დაკვირვებას, რაც ტვინის გავარჯიშებას ხელს შეუწყობს.
თუ გსურთ, სწორი პასუხი კონკრეტულ ვადაში გასცეთ და არ შერცხვეთ, კონცენტრირდით. სასურველია, ამ დროს ოთახში მარტო იყოთ. ასე სწორი პასუხის პოვნაში გარე ფაქტორები ხელს ვერ შეგიშლით.
საინტერესო ტესტი ლოგიკაზე და ყურადღებიანობაზე
რა უნდა გააკეთოთ?
მთავარ ფოტოზე გამოსახულია სამი მჯდომარე მამაკაცი. თითოეული თავისი საქმით დაკავებულია. პირველი ტელეფონზე ლაპარაკობს, მეორე ნოუთბუქზე რაღაცას ბეჭდავს, მესამე წიგნს კითხულობს. 7 წამში გაარკვიეთ, ვინ მოვიდა ძაღლთან ერთად, რომელიც პატრონს კართან ელოდება. წარმატებას გისურვებთ!
ვინ არის ძაღლის პატრონი?
სწორი პასუხი. ყველაზე ყურადღებიანი მკითხველიც შეიძლება დაიბნეს წიგნის გამო, რომელიც მესამე მამაკაცს ხელში უჭირავს. ის ხომ ძაღლის გაწვრთნაზე კითხულობს. თუმცა ის ძაღლის პატრონი არაა. ძაღლთან ერთად მოვიდა მეორე მამაკაცი (ის, რომელიც ნოუთბუქთან ზის). ამაზე მიუთითებს მწვანე საბელი, რომელიც მის სკამზე ჩანს.
როგორ განვავითაროთ ლოგიკური აზროვნება
თუ ვერ გამოიცანით, ვინ არის ძაღლის პატრონი, და 7 წამში ვერ ჩაეტიეთ, არ იდარდოთ. ეს ნიშნავს, რომ ცოტა მეტი პრაქტიკა გჭირდებათ. გამჭრიახობის განვითარების რამდენიმე მეთოდი არსებობს.
- ჭადრაკი, შაში და ნარდი. ეს თამაშები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ლოგიკა საკმაოდ მოკლე დროში. ყველაფერი კომბინაციების გაანგარიშების წყალობით.
- გადაწყვეტილების 5 მეთოდი. მეორე მეთოდი საკმაოდ საინტერესო ვარჯიშია. ყოველდღე რამდენიმე წუთი დაუთმეთ იმას, რომ აიღოთ 1 საგანი და მისი გამოყენების 5 ვარიანტი დაასახელოთ.
- თავსატეხები. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ბავშვებისთვისაა. არსებობს ბევრი გამოცანა, რომელიც ზრდასრულებს ჩიხში აგდებს.
ტესტების რეგულარული შესრულება ლოგიკური აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ. ამ საქმეს დღეში 30 წუთი დაუთმეთ და უკვე 1 კვირიანი რეგულარული ვარჯიშით თქვენს ზრდას დაინახავთ.