გაზაფხულის დადგომას მოჰყვება არა მხოლოდ ბუნებას გამოღვიძება. ბევრი მოვლენა, რომელიც ადრე გააჟღერეს ასტროლოგებმა, უკვე ხდება. ცოცხალი მოწმეები ვართ, თუ როგორ იცვლება მსოფლიო და მთელი გლობალური საზოგადოება. პაპარაცი გთავაზობთ ასტროლოგების პროგნოზს 2024 წლისთვის. გაზაფხული დატვირთული იქნება მოვლენებით და ზოგიერთი მათგანი უახლეს მომავალში განვითარებას დაიწყებს.
დღეს ვაკვირდებით პერიოდს, როცა დედამიწა თავისი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ამას მოწმობს ასტროლოგების და ნათელმხილველების პროგნოზები. ეს მოვლენები ჩვენი პლანეტის რიგითი მაცხოვრებლებისთვისაც უკვე ნათელია. ბევრი კატაკლიზმი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედამიწა გაწმენდის აქტიურ ფაზაში გადავიდა. კაცობრიობამ იმდენი უბედურება მოუტანა თავის პლანეტას, რომ ამის ატანა აღარ შეუძლია.
ასტროლოგების პროგნოზი 2024 წლისთვის
ხალხი აღარ კითხულობს, რატომ ცხოვრობენ და რა აზრი აქვს მათ არსებობას. უფრო და უფრო ხშირად უმიზნო ცხოვრებას ეწევიან, უბრალოდ არსებობენ და აღარ ქმნიან რაიმე დადებითს. უსასრულო საომარი კონფლიქტები და ტერიტორიების დაყოფა პლანეტის ეკოლოგიურ ციკლს არღვევს. ეს პლანეტის ყველა მკვიდრს ეხება. 2024 წლის გაზაფხული მოიტანს ბევრ მოვლენას, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედამიწა სრული განახლებისთვის ემზადება. წლის ბოლოს ხალხი გონებას მოუხმობს და მიხვდება, თუ რას აკეთებს ამ პლანეტაზე.
ბევრი ქვეყანა, რომელიც ახლა ეკონომიკური აღმასვლის ეტაპზეა, 2024 წელს განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. დღეს ბევრი ქვეყანა რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. 2024 წელი გადამწყვეტი გახდება. ტირანი მმართველებისგან ან უფრო ძლიერი მფარველებისგან გათავისუფლება დაიწყება. მსოფლიოში გამოჩნდება მეტი თავისუფალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი არსებობით განვითარებაზე იზრუნებენ.
მსოფლიოს უახლესი მომავალი
დიდი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, მიჩვეული არიან ტერიტორიების მიტაცებას და სხვა ხალხის ჩაგვრას. რუსეთის ზოგიერთ რეგიონში აჯანყებები გახშირდება. ბევრი ხალხი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის მმართველობის ქვეშ, თავისუფალი გახდება. დაიბრუნებენ ისტორიულ მიწებს და განვითარების და აყვავების გზას დაადგებიან. სხვადასხვა ეროვნება გაიხსენებს ისტორიულ ფესვებს, კულტურას, ენას და თავისებურებას. დიდი რუსეთისგან დარჩება მხოლოდ პატარა მიწის ნაკვეთი მოსკოვის რეგიონში.
2030 წლისთვის ბევრი ქვეყანა მიაღწევს დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმაღლეებს. გაუმჯობესდება ვაჭრობა და ურთიერთობები მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს შორის. საომარი კონფლიქტები შემცირდება, უთანხმოება მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. კომპრომისული გადაწყვეტილებები მოიძებნება და შეთანხმება იქნება მიღწეული. მსოფლიოში ისევ გულწრფელობა და სიმართლე დაისადგურებს. ტყუილი ხომ აგრესიას და შიშს ბადებს. დღეს სამყარო გაწმენდის ეტაპს გადის, რომ მოიშოროს ყველაფერი ყალბი და არასწორი. ხალხი ისევ ისწავლის უსაფრთხო სამყაროში ცხოვრებას. ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დავაკვირდეთ, როგორ იცვლება ჩვენი სამყარო. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სანამ სამყარო გაწმენდის ეტაპს გადის.