გსურთ გაიგოთ, რა შეტყობინება აქვს აპრილს თქვენთვის? ყველაზე ძლიერი ქვები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ზუსტად რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. აირჩიეთ ამ ქვებიდან ერთ–ერთი და წაიკითხეთ, რა სიურპრიზი გელით ამ გაზაფხულზე. 10 წამზე დიდხანს არ დაფიქრდეთ. პირველი ქვა, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო, თქვენს შინაგან კითხვებზე პასუხია.
თუ არჩევანი გააკეთეთ, მოძებნეთ პროგნოზი ქვემოთ. დაე, ქვამ გზა გიჩვენოთ!
ყველაზე ძლიერი ქვები
პირველი ქვა ვეზუვიანი ან კალიფორნიტი. პირველი სახელი მიიღო იტალიაში, ვეზუვის ვულკანზე წარმოშობის ადგილიდან. ძველად ამ ვულკანის გამაგრებულ ლავას ძალების და ენერგიის აღსადგენად იყენებდნენ.
ვეზუვიანს აქვს პრევენციული თვისებები იმუნიტეტის აღსადგენად, სტრესს აქრობს. კარგ განწყობას და სულიერ სიმშვიდეს აღადგენს. მფლობელს ეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღდგენაში და შთაგონების პოვნაში. იზიდავს ფინანსურ ნაკადებს და აძლევს ენერგიას ახალი პროექტების და იდეების განსახორციელებლად.
თუ მეორე ქვა აირჩიეთ, მალე თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. ნეფრიტი ოჯახური კეთილდღეობის ქვაა. სახლში, სადაც ნეფრიტის სტატუეტები და სამკაულებია, ჰარმონია და სიყვარული სუფევს. ნეფრიტი ავი თვალის, ჯადოს და წარუმატებლობის წინააღმდეგ ძლიერი ამულეტია. ხშირად ნეფრიტს „თირკმლის ქვას“ უწოდებენ. თირკმლების კოლიკის და სპაზმის მოხსნას ხელს უწყობს. ქალები ხშირად იყენებენ ნეფრიტს სახის და სხეულის კანის გასაახალგაზრდავებლად. კიდევ როდის, თუ არა გაზაფხულზე, უნდა იფიქროთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ახალგაზრდობაზე.
თუ ირჩევთ მესამე ქვას, დროა სწავლაზე დაფიქრდეთ. ტყუილად არ არის ნათქვამი: „მეცნიერების გრანიტის ღრღნა“. ამ გაზაფხულზე ყურადღება გაამახვილეთ რაიმე ახლის სწავლაზე ან თქვენი უნარების გაუმჯობესებაზე. მომავალში მოგიტანთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან კარიერულ კიბეზე დაწინაურებას. გრანიტი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე გამძლე ქვად, საიდანაც შენდება სახლები და შენობები. ანალოგიურად, ადამიანი, ვინც ამ ქვას ირჩევს, მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში და მისწრაფებებში. სახლი რომ დაიცვათ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან, ქურდობისგან და სხვა უსიამოვნებისგან, გრანიტის ქვის ნატეხი შემოსასვლელში შეგიძლიათ მოათავსოთ
ქვების ძალა ადამიანის უნარების განვითარებაში
მე–4 ქვა არის იასპი. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ქვისგან გაკეთდა იესო ქრისტეს პირველი მოწაფის, პეტრეს სამკერდული. თუ აირჩიეთ ეს ქვა, შინაგანი ინტუიციის განვითარებაზე დაფიქრდით. ეს ქვა იცავს ადამიანს ცუდი ფიქრებისგან და დაუფიქრებელი შესყიდვებისგან. ადამიანს, რომელიც ამ ქვის სამკაულს ატარებს, ვერ მოატყუებთ ან გაქურდავთ. იასპი ადამიანს ეხმარება მეორე ნახევრის პოვნაში და ნამდვილი სიყვარულის შეხვედრაში. იასპს აქვს ძლიერი პრევენციული თვისება თვალის და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სმენას აუმჯობესებს და მეხსიერების განვითარებას ხელს უწყობს.
ხალხს უძველესი დროიდან სჯეროდა ქვების და მიმდებარე სამყაროს ჯადოსნური ძალის. მეცნიერება ქვებს უსულო საგნებს უწოდებს, მაგრამ მაინც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ქვები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში, მშენებლობაში და ინტერიერში. ადამიანი ინტუიციურად ირჩევს ქვას, რომელიც აძლევს ძალას და მომავლის რწმენას.