ბევრი ბაღისა და ბოსტნის კულტურისთვის სასუქი მხოლოდ მოსავლიანობის გაზრდის საშუალებაა. თავისთავად, ასეთი კულტურები სასუქის გარეშეც ნაყოფს გამოიღებს. ვარდს კი არ შეუძლია დიდხანს ყვავილობა კვების გარეშე. ეს მცენარე რეკორდულად სწრაფად ფიტავს ნიადაგს. კვების გარეშე ვარდი სწრაფად დაიწყებს შიმშილობას და დაავადებების და მავნებლების ნადავლი მარტივად გახდება. პაპარაცი გიამბობთ, რომელი სასუქი არის მებაღის შეუცვლელი დამხმარე ვარდების გასაზრდელად.
ვარდის გამოკვება: იდეალური ვარიანტები
საგაზაფხულო ულუფა
ვარდის პირველი გამოკვება ხდება გაზაფხულის დასაწყისში, თოვლის გადნობის და სავალდებულო გასხვლის შემდეგ. ამ დროს სასუქი მიეწოდება ბუჩქების ქვეშ. საგაზაფხულო კვების მთავარი კომპონენტი აზოტია, რომელიც ყვავილის ზრდისთვის აუცილებელია. სასუქს უმატებენ დაბარულ მიწას, რომ ნივთიერება პირდაპირ მცენარის ფესვებთან მოხვდეს.
ზრდასრული ვარდისთვის იდეალური საგაზაფხულო კვება შედგება 5 კგ ნეშომპალისგან, 40 გ სუპერფოსფატის სასუქისგან, 15 გ ამონიუმის ნიტრატისგან და 15 გ კალიუმის მარილისგან. მთელი ეს მასა სველ მიწაზე თანაბრად უნდა გადაანაწილოთ, შემდეგ მიწით დაფაროთ. ამის შემდეგ ისევ მორწყათ.
საზაფხულო დოზები
ყვავილობის დასაწყისში ვარდს სჭირდება მკვებავი ნარევი, რომელიც შედგება 30 გ სუპერფოსფატისგან, 15 გ ამონიუმის ნიტრატისგან და 12 გ კალიუმის მარილისგან. ამას ემატება ნაკელის ხსნარი. ამის წყალობით მცენარე უფრო დიდებულად და დიდხანს იყვავილებს.
ყვავილობის პირველი პერიოდის დასრულების შემდეგ ვარდს გამოკვება ისევ დასჭირდება. 60 გ სუპერფოსფატი, 30 გ ამონიუმის ნიტრატი და 12 გ კალიუმის მარილი აურიეთ. ეს ნარევი ფოსფორის დიდ დოზას შეიცავს და მცენარეს ძალების აღდგენის შესაძლებლობას აძლევს მომდევნო ყვავილობამდე.
საშემოდგომო ულუფა
შემოდგომაზე ვარდს აწვდიან სასუქს სითხის სახით ფესვებთან. ქათმის სკინტლის ხსნარს უმატებენ 17 გ ამონიუმის მონოფოსფატს და 15 გ სუპერფოსფატს. არ დაგავიწყდეთ მიწის მულჩით დაფარვა კომპოსტის და ტორფის გამოყენებით. მართალია, ეს პროცესი ვარდს ყინვების დაწყებამდე დასჭირდება.
თქვენი კლუმბი მთელი ზაფხული უხვად რომ ყვავილობდეს გამოცდილი მებაღეები გირჩევენ აბუსალათინის ზეთზე დაფუძნებული სასუქის გამოყენებას. ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი 1 ლიტრ წყალში გახსენით. ასეთი სასუქის შესხურებამდე რამდენიმე საათით ადრე ვარდი კარგად მორწყეთ. რეკომენდებულია, აბუსალათინის ზეთზე დაფუძნებული სასუქი ვარდს მიაწოდოთ პირველი ყვავილების გამოჩენამდე.