ეს მარცვლეული შეინახეთ ბალიშის ქვეშ და მთელი წელი ავადმყოფობა არ გაგეკარებათ

3248

ბებიაჩემი ამბობდა: „ავადმყოფობის სული ჩვენს ცნობიერებას უტევს. მისი მოშორებით გააძლიერებ ორგანიზმს და იმუნიტეტს“. ბრძენ ბებიას ყოველთვის გულდასმით ვუსმენდი. დღემდე ვიყენებ მის რჩევებს და სიბრძნეს. როცა ბავშვობაში ავად ვიყავი, საწოლში მაწვენდა და მილოცავდა: „რბილი ბალიში თავქვეშ, მშვიდი აზრები თავში“.

ზოგჯერ ჩვენი ბებია–ბაბუების სიბრძნე გასაოცარია. არამარტო იცოდნენ, რომელი ავადმყოფობისთვის რა ეთქვათ, არამედ მათ სიტყვებს სამკურნალო ძალა ჰქონდათ და ნამდვილად გვეხმარებოდა. არ ვიცი, ძველმა შამანებმა გადასცეს ბებიას ამის ნიჭი, თუ თავად მივიდა აქამდე. სიამოვნებით ვუსმენდი მის თხრობას ბუნებაზე და მცენარეებზე, მიწის, წყლის და ჰაერის სამკურნალო თვისებების შესახებ, როგორ უნდა ითხოვო დახმარება და მხარდაჭერა ბუნებრივი წყაროებიდან სწორად. როცა ავად ვხდებოდი, ბებია ყოველთვის იმეორებდა: „დაავადების ფიზიკურად განსადევნად, მისი სული უნდა დაამარცხო და განდევნო. ადამიანის სული გაძლიერდება, თუ კარგი აზრებით და ქცევით გამოკვებავს“.

ბალიში თავქვეშ

ბავშვობაში ძალიან მეშინოდა, რა მოხდება, თუ არასწორად ვიფიქრებ და ჩემი სული დასუსტდება. ჩემს განცდებს ბებიას ვუზიარებდი, ის კი იცინოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი სული ძალიან ძლიერია და ყველა განსაცდელს გაუძლებს. მთავარია, ვისწავლოთ პატიება და სიბრაზის და წყენის ტვირთისგან გათავისუფლება. ახლაც, როცა გავიზარდე, ვცდილობ ავადმყოფობის დროს კარგი განწყობა არ დავკარგო. ჩემმა ოჯახმა იცის ბებიის ეს საიდუმლო და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ავადმყოფობის დროს და მის შემდეგ.

ასევე ბებიამ გამიმხილა ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური რიტუალი დაავადებების და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. რიტუალი დაგეხმარებათ ავადმყოფობის ნეგატიური ენერგია მოიშოროთ და უკან ბუნებაში დააბრუნოთ. დედამიწამ იცის, როგორ გაწმინდოს ეს ენერგია ცოცხალ არსებებზე ზიანის მიუყენებლად. რიტუალი შეგიძლიათ შეასრულოთ თვის ნებისმიერ დღეს, მთვარის ფაზის და სხვა ფაქტორის მიუხედავად. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, მუჭა ნებისმიერი მარცვლეულია. ეს შეიძლება იყოს გაუპრიალებელი მარცვალი ან ჩვეულებრივი ხორბალი.

ერთი მუჭა მარცვალი ძველ სუფთა ცხვირსახოცში ან თეთრ ნაჭერში გაახვიეთ. ეს შეკვრა ბალიშის ქვეშ დადეთ. დაძინებისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენგან გამოდის დაავადებები, უსიამოვნება და მთელ ამ ნეგატივს შთანთქავს მარცვლეული. იგრძენით, როგორ გტოვებთ ავადმყოფობა და შეიწოვება ამ მარცვლეულში. ასეთი ფიქრებით დაწექით და დილამდე დაიძინეთ. სამკურნალო ბალიში თავქვეშ!

დაავადებებისგან განკურნება

დილით რომ გაიღვიძებთ, მოწესრიგდით და სასეირნოდ წადით. ეს მარცვლეულის შეკვრა აიღეთ და პარკში ან ტყეში გაისეირნეთ. იქ, სადაც მიწა არის. აირჩიეთ ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებთ, შეკვრა გახსენით. სანამ მარცვლეულს მიწაზე დაყრით, ეს სიტყვები თქვით მთელი გაცნობიერებით და გაგებით: „დედა დედამიწა, მიიღე თესლი, მე (შენი სახელი) გამათავისუფლე. ავადმყოფობა მომაშორე“. მარცვლეული მიწაზე ან თოვლზე დაყარეთ და მაშინვე სახლში დაბრუნდით. სახლში დაბრუნებისას ტანსაცმელი გაიხადეთ და გადარეცხეთ. შხაპი მიიღეთ და შემდეგ ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდით.

ჩვენ, ადამიანებს დაგვავიწყდა, რა არის ჩვენი ერთადერთი სახლის, დედამიწის პატივისცემა. მასზე ვაფურთხებთ, ნაგავს ვყრით და მისგან რესურსებს ვეზიდებით. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე და მოგებაზე. ბუნებასთან და შინაგან სამყაროსთან კავშირი დავკარგეთ. სიყვარული, ბუნებისა და სამყაროს დაფასება თავიდან უნდა ვისწავლოთ. ასე ნაკლები იქნება ავადმყოფობა და ჩვენს გარშემო ნეგატივი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს