ექიმი პასუხობს, ზრდის თუ არა ყავა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს

616

ზრდის ყავა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს? ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ექიმი ალექსანდრე მიასნიკოვი.

ექიმი მიასნიკოვი ამბობს, რომ ყავა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს არ ზრდის და ამის დაჯერება არ ღირს.

„არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ყავა ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ყავა, პირიქით, ანტისიმსივნურ საშუალებებს მიეკუთვნება“ – ამბობს ექიმი მიასნიკოვი.

ამატებს, რომ ყავის „გამოყენების წერტილი“ არის ღვიძლი – დღეში 2 ფინჯანი ყავის რეგულარული მოხმარება თითქმის ორჯერ ამცირებს ციროზის განვითარების რისკს.

„თითქოს, ღვიძლიდან კუჭქვეშა ჯირკვლამდე შორს არ არის, მაგრამ ყავა ოფიციალურად არის კლასიფიცირებული, როგორც კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტი“ – განმარტავს ცნობილი ექიმი.

ნატურალური ყავა შაქრის გარეშე ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რომელიც ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში ანთებას. ყავის ეს ანტიოქსიდანტური ეფექტი ანიჭებს სასმელს ანტისიმსივნური საშუალების რეპუტაციას. მისი მიღება ამცირებს ისეთი კიბოს განვითარების ალბათობას, როგორიცაა ღვიძლის, კანის, ძუძუს, პროსტატის და ნაწლავის კიბო.

„დალიეთ ყავა გონივრულ ფარგლებში, დღეში მაქსიმუმ სამი ფინჯანი. ყავა შეიცავს პოლიფენოლებს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას“ – გვირჩევს ექიმი.

მიასნიკოვი ამატებს, რომ პროდუქტების სასარგებლოდ და მავნედ დაყოფა არ ღირს. კვებაში მთავარია ხარისხი და მიღებული პროდუქტების რაოდენობა, ასევე კვების დრო.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტაცია უკუჩვენებების და გვერდითი მოვლენების შესახებ და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებზე მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს