მაკიაჟის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შეგიძლიათ მიიღოთ ფოტოშოპის ეფექტი, ვიზუალურად გაახალგაზრდავდეთ და სახის ღირსებებს ხაზი გაუსვათ.
ვიზაჟისტები გვიზიარებენ საკმაოდ ბევრ კარგ რჩევას, რომელიც მარტივად შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააკეთოთ და მიიღოთ სასურველი ეფექტი უფრო ახალგაზრდა გარეგნობის, გახსნილი მზერის, სახის ნაკვთების შეცვლის სახით.
დღეს გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ, თუ როგორ მიიღწევა გამაახალგაზრდავებელი ეფექტი პროფესიონალურ საქმიანობაში. ეს მარტივი ნაბიჯები ნებისმიერი ტიპის გარეგნობაზე ადვილად გამოიყენება.
პირველი ხრიკი: კანის ტონის გასწორება და ჯანსაღი ელფერის მიცემა
90% შემთხვევაში გლუვი, სწორი კანი უფრო ახალგაზრდულად და ჯანსაღად აღიქმება, რადგან ეს ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის ნიშანია. ამიტომაც, ლიფტინგის მაკიაჟის მთავარი პირობა კანის ტონთან მუშაობაა.
მაგალითი, რა იყო და რა გახდა:
მხოლოდ ტონალური კრემით კანის ფერის გათანაბრება საკმარისი არაა. „ბრტყელი“ სახე გარკვეული ასაკის შემდეგ ქალს უფრო აბერებს, რადგან მისი ნაკვთები იშლება. სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ რუმიანა, კორექტორი და კონსილერი. ყვრიმალების, ყბის მიდამოს და ცხვირის გამოკვეთით შეგიძლიათ დამალოთ ნაკლოვანებები და ხაზი გაუსვათ უპირატესობებს.
მეორე ხრიკი
შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ზონა არის წარბები. სახის საერთო იერში მისი როლის დაუფასებლობა არ შეიძლება. ზოგჯერ წარბის ფორმის ოდნავ შეცვლით სახე გაცილებით ჰარმონიული ხდება.
მესამე ხრიკი:
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის მაკიაჟის შექმნა, რომელიც გახდის მზერას უფრო გახსნილს, თვალებს ნათელს და ჩამოწეულ ქუთუთოებს ნაკლებად შესამჩნევს.
ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკა, მაგრამ ძირითადი ინსტრუმენტები არის:
- კლასიკური ლაინერის ნაცვლად წამწამებს შორის ლაინერის გამოყენება;
- ძირითადი ჩრდილის გამოყენება, რომელიც ოდნავ ღიაა კანის ძირითად ტონზე;
- ხელოვნური წამწამების გამოყენება ან თუ წამწამების სიგრძე საშუალებას იძლევა, ბუნებრივი წამწამების მაქსიმალურად აპრეხვა და დაგრძელება.
ამ ტექნიკის გამოყენებით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ და ბუნებრივ სილამაზეს ხაზს გაუსვამთ.