ენდოკრინოლოგი მოგვიწოდებს, ვჭამოთ კაკალი და დავლიოთ ჩაი ტვინის კარგი ფუნქციონირებისთვის

213

ენდოკრინოლოგი ჩურაკინის თქმით, ტვინის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად აუცილებელია რაციონში ჩავრთოთ პროდუქტები, რომლებიც მის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფენ. ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, ქაშაყი, სარდინი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შესანიშნავი წყაროა. ომეგა 3 მხარს უჭერს ნეიროპლასტიურობას და ტვინის უნარს შეეგუოს ახალ ინფორმაციას.

თევზის გარდა ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაკალი, როგორიცაა ნიგოზი და ნუში. ნიგოზი მდიდარია მაგნიუმით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით და E ვიტამინით, რომელიც იცავს ტვინის უჯრედებს და ხელს უწყობს კოგნიტურ ფუნქციებს, როგორიცაა ინფორმაციის დამახსოვრება.

ნუში E ვიტამინის და მაგნიუმის, ასევე უჯრედების მშენებლობისთვის აუცილებელი მცენარეული ცილების ღირებული წყაროა.

შავი შოკოლადი, რომელიც მინიმუმ 55% კაკაოს შეიცავს, მდიდარია ფლავონოიდებით, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ხელს უწყობს ტვინის ეფექტურ მუშაობას. რაციონში ასევე უნდა ჩართოთ კვერცხი, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით და ქოლინით, რომელიც აუცილებელია ნეირომედიატორის აცეტილქოლინის სინთეზისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეხსიერებაში და კუნთების შეკუმშვაში.

მწვანე ჩაიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ამას ხელს უწყობს მასში შემავალი ამინომჟავა L-თეანინი, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერების მუშაობას და ყურადღებიანობას სხვადასხვა ასაკის ადამიანში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არა მხოლოდ სწორი კვება, არამედ მრავალფეროვანი მენიუ, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ძილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, აჯამებს ექიმი.

„ზოგიერთი პროდუქტი ტვინის ჯანმრთელობაზე და კოგნიტურ ფუნქციაზე ნეგატიურად მოქმედებს. მაგალითად, ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები. ბევრი ნაჯერი ცხიმი, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის, იწვევს ტვინის სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვებას, რაც ათეროსკლეროზის განვითარების და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკს ზრდის“ – ამბობს ექიმი იგორ სტროკოვი.

მარტივი ნახშირწყლების (ტკბილეული, ტკბილი სასმელი, სწრაფი ნახშირწყლები) დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სისხლში გლუკოზის დონის დისბალანსს და შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური შესაძლებლობების შემცირება.

ტრანსცხიმებმა, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება შემწვარ და ცხიმიან საკვებში, შეიძლება ხელი შეუწყოს ანთებას და ტვინში ჟანგვით სტრესს, რაც კოგნიტური დაქვეითების განვითარების რისკს ზრდის.

ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით ან ხშირად დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების გადაგვარება, ნეიროტრანსმიტერების და მეხსიერების დარღვევა, ასევე ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკის ზრდა.

მონონატრიუმის გლუტამატი (E621) და ხელოვნური დანამატები

„ზოგიერთი ხელოვნური დანამატი და კონსერვანტი, როგორიცაა მონონატრიუმის გლუტამატი (E621) იწვევს თავის ტკივილს, ძილის დარღვევას და კოგნიტურ დაქვეითებას ზოგიერთ ადამიანში“ – ამბობს სტროკოვი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე მიმართეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებზე მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს