თაფლი + მარილი: მასაჟის ტექნიკა კანის განახლებისა და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად

218

მოშვებულ კანს, ნაოჭებს, პიგმენტაციას და სხვა ასაკობრივ ცვლილებებს ხელებზე დეკორატიული კოსმეტიკით ვერ დამალავთ. სწორედ ამიტომ, ხელები ითვლება სხეულის ერთ–ერთ ნაწილად, რომელიც ქალის ასაკს ააშკარავებს.

პიგმენტაციას შეგიძლიათ ებრძოლოთ როგორც პროფესიონალური, ასევე სახლის საშუალებებით. თაფლით მასაჟი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის ელასტიკურობის და ახალგაზრდობის აღსადგენად. სხეულის ნებისმიერი ნაწილის განახლებასა და დაჭიმვაზე დიდებულ შედეგს იძლევა. კანის ტონუსი სწრაფად იზრდება. აქვს პილინგის ეფექტიც, რაც კანის განახლებას და გათანაბრებას ხელს უწყობს.

მარტივად რომ ვთქვათ, ამ პროცედურის მექანიზმი ასე გამოიყურება: „დროთა განმავლობაში კოლაგენის და ელასტიკური ბოჭკოები მკვრივდება, სქელდება და ერთმანეთს ეწებება. კანს ნაკლებ მხარდაჭერას უწევს, რაც იწვევს ნაოჭების წარმოქმნას და კანის მოშვებას. მექანიკური (მასაჟი) ზემოქმედება ხელს უწყობს ბოჭკოების დაშლას და ელასტიკურობის აღდგენას, ფაქტობრივად კანს აცოცხლებს, მოქნილ, ახალგაზრდულ იერს აძლევს.

რომელი თაფლი ავირჩიოთ?

ითვლება, რომ თაფლის მასაჟისთვის ნებისმიერი თაფლი გამოსადეგია, თუნდაც საშუალო ხარისხის. თაფლი დამხმარე როლს ასრულებს, აქტიური კომპონენტი არ არის, ამიტომ მის მიმართ ნაკლები მოთხოვნაა. მთავარია, სქელი იყოს.

თუ გსურთ, პროცედურას დაუმატოთ კანის კვებაც, ხარისხიანი თაფლი აიღეთ. თუ პროდუქტის ხარისხში დარწმუნებული არ ხართ, აირჩიეთ თაფლი ფიჭით. ასეთი თაფლი ითვლება „ნედლად“, სასარგებლო ნუტრიენტების მაღალი კონცენტრაციით.

თაფლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელსაც კანი ადვილად ითვისებს: მაგნიუმი, კალიუმი, С და B6 ვიტამინები, რიბოფლავინი და ფოლიუმის მჟავა. თაფლი დამატენიანებელია, წყალს იზიდავს და მის შეკავებას ხელს უწყობს. ამრიგად, კარგი პროდუქტია არა მხოლოდ საკვებად, არამედ კანის დასატენიანებლად.

თუმცა, თუ ხელის მასაჟისთვის დაბალი ხარისხის თაფლს აიღებთ, ეფექტი არ შემცირდება.

როგორ ჩავატაროთ პროცედურა?

მასაჟის დაწყებამდე ხელების კანი კარგად გაისუფთავეთ. ამისთვის გამოიყენეთ საშუალო ზომის მარილის და საპნის ნარევი ან მზა სკრაბი. ხელისგულებში აურიეთ ცოტა თხევადი საპონი და მარილი ფაფის მასის წარმოქმნამდე და ამ ნარევით ხელების ზედაპირი დაიმასაჟეთ.

კანის გახეხვა არ ღირს. ასეთი ღრმა წმენდა ხელს შეუწყობს თაფლის უკეთეს ზემოქმედებას.

თაფლი წაისვით სუფთა, მშრალ ხელებზე. საშუალოდ თითო ჩაის კოვზი თითო ხელზე. თაფლი წაისვით ზედაპირზე, რომელსაც მასაჟი სჭირდება (ხელისგულის გარე მხარე, თითები საჭიროების შემთხვევაში).

თაფლის წასმის შემდეგ მასაჟი დაიწყეთ. თავისუფალი ხელის თითებით მსუბუქი ტყაპუნა მოძრაობები შეასრულეთ. ხელი უნდა მოძრაობდეს ნელა ისე, რომ მთელი ტერიტორია დაფაროს.

თანდათან თითები ძლიერ მიეწებება კანს და მასაჟის ეფექტი გაძლიერდება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებთ, მით უფრო ძლიერი გავლენა ექნება. თუ ხელის კანზე ბევრი მკვდარი კანია, თაფლი აიგორგლება. მუქი მარცვლები თაფლის პილინგის შედეგია. რეგულარული გამოყენებისას ხელების კანი განახლდება და მასაჟის დროს არაფერი აიგორგლება.

ეს პროცედურის ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტია. საქმე იმაშია, რომ ამ მკვდარი უჯრედების მოშორების გარეშე ახლისთვის ადგილი არ რჩება. კანის განახლება უზრუნველყოფს ახალი უჯრედების წარმოებისთვის ძლიერ სტიმულაციას ძველის მოშორებით.

მასაჟის დრო 5–10 წუთია ერთ ხელზე, სასურველი შედეგიდან გამომდინარე.

მასაჟის შემდეგ ხელები დაიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

მყისიერ შედეგს არ უნდა ელოდოთ. პირველი პროცედურის შემდეგ კანი გლუვი და ნაზი გახდება, ფერი გაუმჯობესდება. ასეთი მასაჟი კვირაში 2–ჯერ ჩაიტარეთ კანის გასამკვრივებლად. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ 10 დღეში ერთხელ პროცედურის გამეორება საკმარისია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს