ივნისის ჰოროსკოპი მოგამზადებთ ზაფხულის პირველი თვის საჩუქრებისთვის – ანჯელა პერლი

738

რა საჩუქრები და გაფრთხილებები მოგვიმზადეს ვარსკვლავებმა ზაფხულის პირველ თვეში? ოპტიმიზმით სავსე ასტროლოგი ანჯელა პერლი ამბობს, რომ 2024 წლის ივნისის ჰოროსკოპი გახდება ნამდვილი მეგზური მომდევნო 30 დღის განმავლობაში. ვინ მიიღებს ტკბილ რომანტიკულ გამოცდილებას, ვინ დაიპყრობს ოქროს მთას გაწეული სამუშაოსთვის, ამას დღევანდელ სტატიაში ნახავთ.

ანჯელა პერლი: 2024 წლის ივნისის ჰოროსკოპი

ვერძი

4 ივნისს შეხვდებით მერკურს თქვენი ნიშნის მე–3 სახლში, საკომუნიკაციო სექტორში. თვის პირველ ნახევარში ის თქვენზე ძლიერ გავლენას მოახდენს. გელით ხანმოკლე მოგზაურობები და ნათესავებთან შეხვედრები. მანქანის შესაძენად 6 ივნისის ახალი მთვარე საუკეთესო დროა.

თვის დასაწყისი იდეალურია თვითგანვითარებისთვის და თავის წარმოსაჩენად. 10 ივნისიდან მარსი ფულის სექტორში შედის. ის გააძლიერებს ახალ სამუშაოს, მეტ კლიენტს და ფულს. 18 ივნისს ვენერას და მერკურის ენერგიები ვერძს მიიყვანს მშობლიურ ნაპირებთან, სახლში. სახლის ყიდვა, სტუმრების მიღება, გადაადგილება ან დედასთან სტუმრობა. 21 ივნისს ნათესავები ყურადღებით აგავსებენ მნიშვნელოვანი ამბების გამო.

22 ივნისს სავსე მთვარე სამსახურებრივ მომენტებს გაარკვევს, ბოლო წერტილს დაუსვამს. აქ მოსალოდნელია სერიოზული საუბარი უფროსთან, დაწინაურება ან დათხოვნა. შრომის პირველი ნაყოფი მიზნისკენ სვლის პროცესშია. ან მიმართულების სრული შეცვლა შეიძლება მოხდეს.

კურო

მერკური ფულის სექტორში გპირდებათ კარგ ამბებს 4 ივნისის შემდეგ, რაც დაკავშირებულია მოგებასთან, კარიერულ ზრდასთან და ახალ კონტრაქტებთან. 6 ივნისის ახალი მთვარე საუბრობს შემოსავლის ახალ წყაროზე, სამუშაოზე, თანამშრომლობაზე, სახლის ყიდვაზე ან ცხოვრებაში ახალი პერსპექტივების გამოჩენაზე.

10 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი მოძრაობაში გაივლის, ეს შეიძლება იყოს აქტიური სპორტი ან მოგზაურობა. 18 ივნისიდან ურთიერთობის სურვილით აივსებით. ბევრი ზარი, შეხვედრა, მოგზაურობა და კონტაქტები. ბევრი კურო ჩაერთვება ნათესავების ცხოვრებაში – მათ თქვენი დახმარება დასჭირდებათ.

22 ივნისს სავსე მთავარეზე ვარსკვლავები გპირდებიან, რომ შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის. მიიღებთ საზღვარგარეთის პასპორტს, ვიზას ან საზღვარგარეთ გაემგზავრებით. სავსე მთვარე გაურკვეველ სიტუაციას სიცხადეს შემატებს, თქვენს ნამდვილ ღირებულებებს და მოტივაციას ხაზს გაუსვამს.

ტყუპები

4 ივნისი ახალი ნაცნობების, მეგობრული შეხვედრების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დღეა. კარგი დროა ტექნიკის შესაძენად. დაიბადეთ 6 ივნისს? ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შემოვა ნათელი ადამიანი ან რაღაც ახალი გამოჩნდება უახლეს პერიოდში: პარტნიორი, შვილი, ახალი სამსახური ან საცხოვრებელი ადგილი.

6 ივნისიდან 10 ივნისამდე ძლიერი პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად. გარისკეთ, იაქტიურეთ და თამამად იმოქმედეთ, გზაზე წადით. 18 ივნისიდან მოგებას მიიღებთ. გამოჩნდებიან ახალი კლიენტები, ფულის შოვნის იდეები ან სამუშაო შეთავაზებები.

21 ივნისს ახალი ფინანსური შესაძლებლობები გელით. მიხვდებით, სად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ნიჭი, უნარები, ქარიზმა. სავსე მთვარეზე ფულს მიიღებთ სხვა წყაროდან: შემწეობა, დაზღვევა, მემკვიდრეობა ან ნათესავის დახმარება.

კირჩხიბი

თვის დასაწყისში საკუთარ თავს დრო დაუთმეთ. დაგეგმეთ მოგზაურობა აგარაკზე, ბუნებაში ან კურორტზე. 6 ივნისს ახალი მთვარე ახალ საქმეს ბიძგს მისცემს. თქვენს ცხოვრებაში ძველი ურთიერთობები დაბრუნდება. მოსალოდნელია საცხოვრებლის ყიდვა შორეულ ქვეყნებში – იმ ადგილებში, სადაც გაიზარდეთ, ან საზღვარგარეთ. მიიღებთ საჩუქარს ან ახალ ამბავს შორიდან.

10 ივნისს მარსი სოციალური კავშირების სახლში შედის. ასევე პასუხისმგებელია მედიაზე და სოციალური ქსელებზე. ინტერნეტში მუშაობას მეტი ყურადღება და ძალისხმევა დასჭირდება. შესაძლოა, დიდი ღონისძიება მოაწყოთ ან მონაწილეობა მიიღოთ. 18 ივნისი გალამაზების დროა. კარგი დროა ანტიასაკობრივი პროცედურებისთვის, ლამაზი ნივთების შესაძენად, სტილის შესაცვლელად.

21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით დაბადებული კირჩხიბები სავსე მთვარის ძალას განსაკუთრებით 22–ში იგრძნობენ. მომწიფდებით გარიგებისთვის, საქმიანი პარტნიორობისთვის, დაოჯახებისთვის ან ურთიერთობის დასასრულისთვის.

ლომი

თვის პირველ დღეებში მიიღებთ შესრულებული სამუშაოს შედეგებს: ფულს, აღიარებას, ჯილდოს თუ კარიერულ ზრდას. ეს შეიძლება იყოს ნანატრი შეხვედრა, საბუთების მომზადება ან გარიგების დასრულება. 10 ივნისს იგრძნობთ ძალას მუშაობისთვის. შესაძლოა ბიზნეს იდეა დაგებადოთ ან უფროსებს შესთავაზებთ ახალი პროექტის განხილვას. არ გადააჭარბოთ: კოლეგებთან, მშობლებთან ან უფროსებთან ჩხუბის ალბათობა დიდია.

18 ივნისს განმარტოვდით. ელოდეთ ამანათს, საჩუქარს ან ფულის გადმორიცხვას საზღვარგარეთიდან. 22 ივნისს სავსე მთვარეზე სამუშაო საკითხებს მოაგვარებთ. შესაძლოა გასაუბრებაზე მოგიწვიონ.

ამ დღეს საკუთარ თავს მოუსმინეთ: ყველაფერი რიგზეა თუ დატვირთვის შემცირება გჭირდებათ. მედიკამენტების მიღებას შეწყვეტთ ან, პირიქით, მკურნალობას დაიწყებთ.

ქალწული

3 ივნისს ბევრ ქალწულს შესაძლებლობების ზრდა ელის. თითქოს სხვა რეალობაში გადავა. დააკვირდით და შეაფასეთ სიტუაცია: ახალმა ნაცნობებმა ან შეთავაზებამ შეიძლება უპრეცედენტო სიმაღლეები გამოიწვიოს. 4 ივნისს ელოდეთ სასიამოვნო სამუშაო სიახლეებს. ეს შეიძლება იყოს პერსპექტიული პროექტი, ახალი კლიენტი, ახალი ამბავი.

6 ივნისს ახალი მთვარე გპირდებათ ახალ თანამდებობაზე, სამსახურზე ან მიზანზე გადასვლას. ახალი საქმე თამამად დაიწყეთ. მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა: ორსულობა, პენსიაზე გასვლა ან სტუდენტობა. 10 ივნისიდან მარსი გიბიძგებთ სამოგზაუროდ წასვლას. პლანეტა დაგეხმარებათ ვიზის, პასპორტის, მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებლის მიღებაში.

თვის მეორე ნახევარი სავსე იქნება კომუნიკაციებით. სავსე მთვარეზე სამყარო მიგანიშნებთ, როგორ აიხდინოთ სანუკვარი ოცნება. შესაძლოა ვოკალის ან ცეკვის კურსებზე სიარული დაიწყოთ ან ჰობი სამუშაოდ აქციოთ. ასევე შეგიძლიათ წახვიდეთ დასასვენებლად, თეატრში ან რომანტიკულ სადილზე რესტორანში.

სასწორი

4 ივნისს მერკური მოგზაურობის და ჰორიზონტის გაფართოების სექტორში გადავა. ახალი ადგილების შესასწავლად სამოგზაუროდ წასვლას შეძლებთ ან სასწავლებლად წახვალთ. 6 ივნისს დაადგებით სულიერი ზრდის გზას და შეხვდებით თქვენს მასწავლებელს. თვის პირველი კვირა სურვილების ასრულებით არის დამუხტული.

10 ივნისს მარსი სხვისი ფულის სფეროს გააძლიერებს. გააფორმებთ მემკვიდრეობას, დაზღვევას ან სესხს. პლანეტის აგრესიულობამ ქონების გაყოფა შეიძლება გამოიწვიოს. ფულთან სიფრთხილე გმართებთ. ყურადღებით შეამოწმეთ საინვესტიციო პროექტები და შეეცადეთ ხარჯი აკონტროლოთ.

18 ივნისს მიიღებთ სარგებელს ფულის, ჯილდოს ან შექების სახით. სამუშაო გარემოში სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ეს შეიძლება იყოს ახალი უფროსი ან კოლეგა. სავსე მთვარე დედასთან დაკავშირებულ საკითხებს წინ წამოწევს. შეიძლება დედა ჩამოვიდეს მოსანახულებლად ან თქვენს სტუმრობას ელოდოს. დედის უძრავი ქონების გაყიდვით ან გარემონტებით შეიძლება დაკავდეთ.

მორიელი

4 ივნისს მორიელის ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოვა რომანტიკული წინადადებით. 6 ივნისს ახალ მთვარეზე მზე და მთვარე ფულის სექტორში გაერთიანდებიან. ეს გპირდებათ ახალ ფინანსურ პერსპექტივებს. მიიღებთ ახალ ამბავს მეუღლის სამსახურის, ახალი კლიენტის ან თანამშრომლობის შეთავაზების შესახებ. ფინანსები 6 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით მოვა. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობა, დაზღვევა, სასწავლო გრანტი ან სახელმწიფო დახმარება.

10 ივნისიდან 21 ივლისის ჩათვლით მორიელი აქტიურად გამოიჩენს თავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოგზაურობა, კომუნიკაცია და კლიენტების დიდი ნაკადი: საქმიანობისგან სიამოვნებას მიიღებთ. მარსი აგრესიულ ვიბრაციებს გამოგიგზავნით. იყავით უფრო მშვიდი კამათში.

18 ივნისს ვენერას და მერკურის ტანდემი მოგიტანთ საჩუქრებს, მოგზაურობას, დასვენებას და სიყვარულს. რაღაც თქვენს სრულ ყურადღებას მიიპყრობს და თქვენს ჰორიზონტს გააფართოებს. 22 ივნისს გელით ხანმოკლე მოგზაურობა. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ხალხი ან თქვენს გარემოზე ბევრს შეიტყობთ.

მშვილდოსანი

თუ თქვენს გულს სიყვარული სწყურია ან თავი სავსეა ახალი საქმიანი კონტაქტებით, 4 ივნისს თქვენი ოცნება ახდება. თქვენს ცხოვრებაში „ის“ ადამიანი შემოვა. ან გელით ახალი ბიზნეს თანამშრომლობა, ყიდვა–გაყიდვის შეთანხმება.

10 ივნისს მოქმედების სურვილი დაგიპყრობთ. ახალ შეკვეთებთან და კლიენტებთან მუშაობა, საქმიანი მივლინება ან სახლის გარემონტება გელით. ინტუიციას მოუსმინეთ, იპოვეთ ბალანსი სამსახურსა და დასვენებას შორის. ამ დღეს დაგეგმილი ოპერაციის ან ანთების რისკი არსებობს.

18 ივნისის შემდეგ ფულად ჯილდოს მიიღებთ. 22–ში სავსე მთვარე გაჩვენებთ, როგორ ღირს სიტუაციის დასრულება. საძულველი სამსახური შეგიძლიათ დატოვოთ, რადგან ახალი იპოვეთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება. ნახავთ, რამდენად აფასებთ საკუთარ თავს და როგორ გაფასებენ სხვები.

თხის რქა

4 ივნისს სამუშაო სიახლეებს ელოდეთ: ახალი საქმიანი შეთავაზება, ინტერვიუ ან უფროსის შეცვლა. ახალ მთვარეს გამოჩნდებიან ახალი კლიენტები, თანამშრომლები ან იდეები. თუ გსურთ მავნე ჩვევის მიტოვება, უარის თქმა ყავაზე ან შაქარზე, უმჯობესია დაიწყოთ 6 ივნისიდან.

10 ივნისი მოძრაობის დღეა! დროა წახვიდეთ მოგზაურობაში, შვებულებაში, რესტორანში ან თეატრში. მარსი მოგიწოდებთ აქტიური შემოქმედებითობისკენ. მაგალითად, ცეკვა ისწავლეთ. ის ასევე სიყვარულს იზიდავს, მაგრამ სასიყვარულო სამკუთხედის რისკით!

18 ივნისი იდეალური დროა პაემნებისა და სიყვარულისთვის. თქვენს გარემოში თანამოაზრეები გამოჩნდებიან. 22–ში სავსე მთვარეზე ყურადღების ცენტრში იქნებით და გაბრწყინებას შეძლებთ. 22–24 დეკემბერს დაბადებულნი ყველაზე მეტად იგრძნობენ სავსე მთვარის ძალას.

მერწყული

4 ივნისი ახალი ამბებია, ხოლო 6 ივნისის ახალი მთვარე – ახალი შემოქმედებითი პროექტის დასაწყისი. შვილებზე, პარტნიორებზე ან საყვარელი ადამიანის საიდუმლო კავშირებზე ინფორმაციას მიიღებთ. 10 ივნისს მარსის გავლენით მოგზაურობის სურვილს იგრძნობთ. დაგეგმეთ მაქსიმალური კომფორტით. ეს შეიძლება იყოს კომფორტული ძვირადღირებული ბილეთები ან კარგი სასტუმროს ჯავშანი.

18 ივნისიდან ელოდეთ ახალი კლიენტების ან თანამშრომლების შემოდინებას. დაგეგმილი გასაუბრება წარმატებულად ჩაივლის. 21 ივნისს მზის გავლენით ყურადღების ცენტრში იბრწყინებთ და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.

სავსე მთვარის მეორე დღე კარგია დასასვენებლად, შაქარზე და ყავაზე უარის სათქმელად. 29 ივნისიდან 15 ნოემბრამდე მოგიწევთ გადახედოთ შემოსავლის წყაროებს, გააკეთოთ რევიზია და გადახედოთ ღირებულებებს.

თევზები

4 ივნისს ოჯახთან და სახლთან დაკავშირებით ახალ ამბებს მიიღებთ. სტუმარი მოგივათ ან თავად წახვალ სტუმრად. 6 ივნისი გპირდებათ განახლებას საცხოვრებლის და ოჯახის სფეროში. შესაძლოა, სხვა ბინა იქირავოთ, ოჯახის წევრებისთვის სუფრა მოაწყოთ ან მეზობლები გაიცნოთ.

10–ში კარგია მოგზაურობა, სატრანსპორტო საშუალების შეძენა ან თვითრეკლამა. შუა ივლისამდე ბევრი ურთიერთობა მოგიწევთ. თუმცა მარსის გავლენით ნათესავებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. 18 ივნისიდან კრეატიულობისადმი ვნება გაღვივდება. შეიძლება იყოს ახალი ამბავი ორსულობის ან ბავშვების წარმატების შესახებ.

21 ივნისიდან თქვენი ბიზნესი განვითარდება, 22 ივნისს მკაფიოდ ნახავთ, თუ მიდიხართ სწორი მიმართულებით თქვენი ოცნებისკენ. ამ დროს ადრე გაწეული სამუშაოსთვის მოსავლის აღებას შეძლებთ. გადაადგილების გამო ახლობლებს შეიძლება დაშორდეთ. 29 ივნისიდან 15 ნოემბრამდე რეტროგრადული სატურნის გავლენით პირადი და საქმიანი ურთიერთობების გადახედვა მოგიწევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს