მთელი ბოროტება და ჯადო მტერს დაუბრუნდება, თუ ამ მცენარეს შავ ძაფს შემოახვევთ

485

მნიშვნელობა არ აქვს, რა უსიამოვნებას გიმზადებს მტერი. უფრო მნიშვნელოვანია, რა რეაქცია გექნებათ მასზე. ჩვენი ემოციები ძლიერი ენერგეტიკული იმპულსია. ნეგატიურმა ემოციებმა თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიძლება ძალიან დააზიანოს. თუ უსიამოვნო ადამიანთან საუბრის შემდეგ ძალიან განიცდით, სისუსტეს და უგონობას გრძნობთ, შავი მაგია უსიამოვნო შეგრძნებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. პაპარაცი გიამბობთ, რა გააკეთოთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ რეაგირებთ ნეგატივზე. თუ ადამიანმა უსიამოვნო სიტყვა გითხრათ ან ცუდი გისურვათ. რა რეაქცია გექნებათ? უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი ძალიან განიცდის და ნერვიულობს. ეს კი აძლიერებს ნეგატიურ გზავნილს. თქვენი ნეგატიური ემოციები თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს. თვითშეფასება იკლებს, საქმე წინ ვერ მიდის. განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოდის. ყველაფერი დაგეგმეთ და მოიფიქრეთ, მაგრამ რაღაც არასწორად ვითარდება.

შავი ძაფი ნეგატივის და ბოროტების საწინააღმდეგოდ

მთავარია, ისწავლოთ ნებისმიერი ნეგატივი მიიღოთ ცივი გულით და გონებით. თვითშეფასება არ უნდა შემცირდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ მოწონხართ. თქვენი წარმატებები თქვენი დამსახურებაა, თქვენი შრომა. ხშირად ხალხს შურს სხვისი წარმატების და არ უფიქრდება, რა ენერგია, ძალა და დრო არის ამაში ჩადებული. ხალხი ხედავს საბოლოო შედეგს და ამაზე ბრაზობს. მზად არის, ამ ადამიანზე საზიზღრობა თქვას, ჯადო და უსიამოვნება გაუგზავნოს. ხალხის შურს და ბრაზს საშინელი რამ შეუძლია გააკეთოს. მთავარია, ამ ბოროტების თავიდან მოშორება და გულთან ახლოს არ მიტანა ისწავლოთ.

იმისთვის, რომ საბოლოოდ დამშვიდდეთ და ნეგატივი არ მიიზიდოთ, მარტივი მეთოდი გამოიყენეთ. რიტუალი ძველი შამანებისგან მოდის. მას ხშირად იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში და ხალხს ეხმარებოდნენ. ბუნება რჩეულ ხალხს ძალას და ცოდნას ანიჭებს. ისინი, თავის მხრივ, სხვებს უზიარებენ მიღებულ ცოდნას. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი ბალანსი არ უნდა დაირღვეს. ამ რიტუალის გამოსაყენებლად ბუნების მკვიდრთა გამოსაკვებად წინასწარ იზრუნეთ. ეს შეიძლება იყოს პური ან ხილი, ყველის ნაჭერი ან ორცხობილა.

რიტუალი ჯადოსა და ცუდი სიტყვების წინააღმდეგ

რიტუალი შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერ დღეს, მთვარის ფაზის მიუხედავად. სასურველია, დღისით ან დილით ჩაატაროთ. როცა გრძნობთ, რომ ვიღაცამ არც თუ ისე კარგი გისურვათ. შავი ძაფი აიღეთ. ხარისხს და სისქეს მნიშვნელობა არ აქვს. 10-15 სმ გადაჭერით და უახლოეს პარკში ან ტყეში გაისეირნეთ. იქ, სადაც იზრდება ხეები და ხალხმრავლობა არ არის. აირჩიეთ შესაფერისი ხე და მიუახლოვდით. ძაფი აიღეთ და კიდიდან ნებისმიერ ტოტს მიამაგრეთ. თან თქვით შემდეგი სიტყვები: „ტოტი გადავტეხე, ჩემგან (შენი სახელი) ბოროტება მოვიშორე. ტოტები გახმება, ბოროტება შინ დაბრუნდება“.

დაახლოებით 5 სმ-ზე გადატეხეთ ტოტი, რომელზეც ძაფია მიბმული, და ხის ქვეშ ბალახში გადააგდეთ. მომზადებული საკვები ხის ქვეშ მოათავსეთ და სახლში დაბრუნდით. მაშინვე ცივი წყლით დაიბანეთ. მალე შეამჩნევთ, რომ მტერმა უკან მიიღო თავისი ნეგატიური ემოციები და სურვილები. თქვენ კი დაგიბრუნდებათ ნორმალური განწყობა, წარმატება და კეთილდღეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს