რა იწვევს თმის ცვენას ქალში? რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. თუ ინტენსივობა ანომალიური არ არის, პრობლემას დამოუკიდებლად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ერთი სამკურნალო ელექსირის და ჯადოსნური სიტყვის დახმარებით. ყველა ქალში ხომ ბრძენი ჯადოქარი ცხოვრობს. დიდი ბებიების უძველეს ცოდნას თქვენს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვის საშუალება მიეცით. პაპარაცი გიზიარებთ მარტივ რეცეპტს ლამაზი და მოცულობითი თმის მისაღებად.
თავზე თმის ცვენა ქალში
როგორ ყრით თმას, რომელსაც სავარცხელს აშორებთ? ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ადამიანს შეუძლია თითქმის ნებისმიერი ნივთი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მთავარია, განსაკუთრებული სიტყვით დამუხტოთ. ასე წარმატებას და იღბალს უხვად მოიზიდავთ.
პაპარაცი გიზიარებთ ერთ მარტივ ენერგეტიკულ პრაქტიკას თმით. მისი დახმარებით ჯანმრთელობას მოიზიდავთ და უსიამოვნებებს თავს დააღწევთ. მათ შორის მტვრევად და უსიცოცხლო თმას.
თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა. საშუალოდ, ადამიანი დღეში ას ღერამდე თმას კარგავს. სავარცხლიდან თმის უბრალოდ მოშორება არ ღირს. თუ იპოვეთ თმა ნიჟარაში, საწოლში ან აბაზანაში, შეაგროვეთ და სპეციალური გზით გადაყარეთ.
თმა ქაღალდში ან სალფეთქში შეახვიეთ. თუ შესაძლებელია, დაწვით. თუ არა, ამ სალფეთქში შეხვეული გადააგდეთ. თან თქვით შელოცვის სიტყვები: „ძველი თმა მიდის, უსიამოვნებები და დაავადებები მიაქვს. ამინ!“ შელოცვაზე კონცენტრირება გააკეთეთ, თითოეულ სიტყვას აზრი მიეცით.
პატარა რიტუალი რეგულარულად ჩაატარეთ, ხოლო ძლიერი სიტყვები გააზრებულად წარმოთქვით. ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ სუსტდება უსიამოვნებები. ავად იშვიათად გახდებით, ენერგიით აივსებით. თქვენი თმა სისქით და სიჯანსაღით გაგახარებთ.
ხალხური ელექსირი მდიდრული თმისთვის
თმაზე ჯადოქრობა დაბანის დროსაც შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს, თმა შუახნის თუ ახალგაზრდა ქალს სცვივა: ბებიებმა ეს ელექსირი ყველასთვის შექმნეს.
აბაზანის მიღებისას თან წაიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი თხელი თაფლი. თუ ტკბილეული მაგარია, წყლის აბანოზე ოდნავ შეათბეთ. თაფლი აურიეთ შამპუნის იმდენ რაოდენობას, რამდენიც ერთ დაბანაზე გჭირდებათ.
სანამ ნარევს თმაზე წაისვამთ, ენერგიით დამუხტეთ. არ დაიზაროთ და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ჩემი თმის ჯანმრთელობისთვის, მისი სილამაზისთვის და ზრდისთვის. ამინ!“ პროცედურას თამამად შეუდექით.
თმა გაისაპნეთ და ერთი წუთით გაჩერდით. გულში ჯადოსნური სიტყვები გაიმეორეთ და დაბანა გააგრძელეთ. სასიამოვნო და სასარგებლო რიტუალი რუტინად აქციეთ. მალე შეამჩნევთ, თმა უფრო მოვლილი, ფაფუკი და სქელი გახდა.
თმის ცვენას თაფლი უშველის!
საქმე მხოლოდ სიტყვების განსაკუთრებულ ძალაში არ არის. თაფლი თმის მოვლაში დიდი ხანია ტრენდულ საშუალებად ითვლება.
რატომ უყვარდათ თაფლი მოვლილ ლამაზმანებს მთელი ისტორიის მანძილზე? დიდწილად მისი დამატენიანებელი და გამაძლიერებელი თვისებების გამო. თაფლი თმაში ტენიანობას ინარჩუნებს. თმა გლუვი, რბილი და დამყოლი ხდება. ანტიოქსიდანტების წყალობით აღადგენს თმის სტრუქტურას ბოლქვიდან წვერამდე და იცავს მტვრევადობისგან.
რა მოხდენილად ბრწყინავს და ანათებს კულულები თაფლის ნიღბების და კონდიციონერების შემდეგ! კიდევ ერთი ბონუსია სუფთა სკალპი ქერტლის გარეშე და სებორეის მსუბუქი მიმდინარეობა.
თამამად გამოიყენეთ ბუნებრივი საჩუქარი თქვენი თმის მოვლის რუტინაში. გააოცეთ მეგობრები მდიდრული თმით, რომლის მოვლაზეც თეთრები დახარჯეთ. გახსოვდეთ: პროფილაქტიკა ვერ ჩაანაცვლებს მკურნალობას, თუ ჯანმრთელობა სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.