მიიღეთ ეს ნახარში და თქვენი მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, აღარც ფეხების დაბუჟება შეგაწუხებთ.

508

უკვე 20 წელია, მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ბოლო დროს საგრძნობლად გამიუარესდა მხედველობა, რაც ძალიან მაღელვებს, რადგან მკურნალობის შესაძლებლობა არა მაქვს. ნაცნობმა მირჩია, ყოველდღიურად მეჭამა მოცვის ნაყოფი და მესვა მისი ნახარში.

ნახარშის მომზადების და გამოყენების წესი:
4 ს/კ ნაყოფს უნდა დაასხათ 2,5 ჩ/ჭ წყალი და ადუღოთ 10 წთ, მიიღოთ 1/2 ჭიქა 3 – ჯერ დღეში. ჩემდა გასაკვირად, ერთი თვის თავზე საგრძნობი ეფექტი მივიღე: მხედველობა გამიუმჯობესდა, ამასთანავე, ვიგრძენი უკეთსობა კუჭისა და ნაწლავების მუშაობაში ( პერიოდულად მტკიოდა კუჭი და ხშირად მქონდა ფაღარათი ), გამიუმჯობესდა ვენების მდგომარეობა, აღარც ფეხები მიბუჟდება – ერთი სიტყვით, მთელ ორგანიზმზე დადებითად იმოქმედა. ახლა ზამთრისათვისაც მაქვს გამხმარი მოცვი და ვაპირებ, კდიევ ერთი კურსი ჩავიტარო.

ექიმის კომენტარი:
მოცვი მრავალფეროვანი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მის ექსტრაქტს აქვს ანგიოპროტექტორული თვისებები: ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ზრდის სისხლძაღვთა კედლების რეზისტენტობას, აუმჯობესებს უჯრედთა მემბრანის გამავლობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მაკრო და მიკროცირკულაციას თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში, განსაკუთრებით კი – თვალის ბადურა გარსის სისხლმომარაგებას. მოცვის ექსტრაქტი აძლიერებს მხედველობის პიგმენტის რეგენერაციას ბადურის ფიტორეცეპტორებში, რაც აუმჯობესებს თვალის სიმახვილესაც. მოცვის ნაყოფში შემავალი ფლავონოიდები ანთებსაწინააღმდეგოა – ისინი იცავენ კუჭის ლორწოვანას მარილმჟავას მოქმედებისაგან მომატებული სიმჟავის შემთხვევაში. მოცვი ეფექტიანია დიარეის (კუჭის აშლის ) დროსაც. ამიტომ, მოცვის ნაყოფი გამოიყენება ფიტოთერაპიაში მიოპიის, ბადურა გარსის ანთებითი და დეგენერაციული დაავადების დროს ( მათ შორის, დიაბეტური რეტიონოპათიისას ), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს