30 წლის და მარტოხელა ვიყავი, მაგრამ კარგი კარიერით. ქალი ჰყვება უსახლკაროსთან სიყვარულის ისტორიას. 

6544

ვინ არ ოცნებობს თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ქორწინებაზე? თუმცა დღეს PAPARAZZI-ის რედაქციას სურს გიამბობთ ისტორია, თუ როგორ გათხოვდე მამაკაცზე, რომელიც ბუჩქის ქვეშ ცხოვრობს.

2006 წელს შვედი მწერალი, ემი აბრაჰამსონი ამსტერდამში მეგობარს ესტუმრა. და სანამ გრძელსკამზე დამჯდარი მას ელოდებოდა, მასთან ვიკ კოჩულა მივიდა. 

აბრაჰამსონი მაშინვე გამოელაპარაკა უცნობს, თუმცა გარეგნობით მიხვდა რომ ის ღამე ქუჩაში ათენებდა. “მაშინვე მივხვდი, რომ უსახლკარო იყო. ის იყო დახეულ ტანსაცმელში, მისი თმები და წვერი ძალიან გრძელი და ბინძური იყო.”

“მაგრამ როცა საუბარი დავიწყეთ, შევნიშნე რომ მას ძალიან ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, როგორიც არასდროს მენახა. ამასთან თავიდანვე ჩემი გაცინება მოახერხა” – ჰყვება ქალი. 

ცოლ-ქმარი აღიარებს რომ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა მაშინვე იგრძნეს და 5 დღის შემდეგ ამ გრძელსკამთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

კოჩულა წარმოშობით ამერიკიდან არის, ხოლო უსახლკარო ევროპაში ავტოსტოპით წარუმატებელი მოგზაურობის გამო გახდა. 

“ფული იმაზე უფრო ადრე დამიმთავრდა, ვიდრე ველოდი. მაგრამ გადავწყვიტე არ დავბრუნებულიყავი სახლში, სანამ ყველაფერს არ ვნახავდი. მოგზაურობის გაგრძელება ფულის გარეშე მომიწია” – აღიარებს ვიკი. 

ახალგაზრდები ერთმანეთს იმ გრძელსკამთან შეხვდნენ და მთელი დღე ერთად გაატარეს. შემდეგ აბრაჰამსონი ვენაში დაბრუნდა, სადაც იმ დროისთვის ცხოვრობდა, ახალ მეგობარს კი ტელეფონის ნომერი დაუტოვა. და მან დაურეკა. 

“დარწმუნებული არ ვიყავი რომ მას კიდევ შევხვდებოდი, მაგრამ ვიმედოვნებდი და მუდამ მასზე ვფიქრობდი. 3 კვირის შემდეგ მან დარეკა და მითხრა: “გამარჯობა, მე ახლა ვენაში ვარ”. ის მოვიდა და მას შემდეგ ერთად ვართ – გვიზიარებს ემი. 

ვიკი, რომელმაც ვენის ბილეთის ფული ძლივს შეაგროვა, ახლა ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობს. ცოლმა დაიჟინა რომ მას განათლება მიეღო. 

წყვილმა ქორწილი სასახლეში გადაიხადა და ახლა 6 წლის ტყუპებს დესტა და ტილს ზრდიან. ემიმ თავისი საოცარი სიყვარულის ისტორია აღწერა წიგნში სათაურით “როგორც შევიყვაროთ ადამიანი, რომელიც ბუჩქის ქვეშ ცხოვრობს”. 

ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ შეიძლება ოცნებობდა ერთზე, მაგრამ სინამდვილეში მიიღო სულ სხვა რამ და ამით აბსოლუტურად ბედნიერი იყო. მთავარია დაინახო შენი ბედნიერება და თამამად გადადგა ნაბიჯი უჩვეულო გზისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს