კაცობრიობის ისტორიაში არათანაბარი ქორწინება საკმაოდ ნორმალური მოვლენაა. ბევრად პატარა ასაკის გოგოს ცოლად მოყვანა ნორმალურად ითვლებოდა, მაშინაც კი თუ ის ბავშვი იყო. რასაკვირველია, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეცოდებოდათ გოგოები, ვისაც ასაკოვან მამაკაცთან ლოგინში დაწოლა უწევდათ. მაგრამ არავინ ერთიანდებოდა, ქუჩაში არ გამოდიოდნენ და ხმას არ იღებდნენ.
ახლა, მართალია ადამიანები უფრო გაბედულები არიან. უკვე საკუთარი აზრის გამოთქმის არავის ეშინია.
ერთ-ერთი ბლოგერი კობი პერსენი ამ საკითხით დაინტერესდა და გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც აჩვენებდა თუ თანამედროვე საზოგადოება ამ საკითხის მიმართ როგორ რეაგირებს.
მისი დამხმარეები გახდნენ 65 წლის მამაკაცი და 12 წლის გოგონა. კობიმ ორივე საქორწილო კოსტიუმებში გამოაწყო და თაიმს სქვერზე გაიყვანა სადაც მათი ქორწინება უნდა შემდგარიყო.
აშშ-ში, ასაკი, როცა შეგიძლია დაქორწინდე – 12 წელია! ანუ, მათი ქორწინება კანონიერი იყო!
მიუხედავად ამისა, ხალხმა ყველაფერი მაქსიმალურად ნეგატიურად აღიქვა! ზოგიერთის რეაქცია გასაოცარი იყო…მამაკაცს უყვიროდნენ რომ ის იყო გარყვნილი და არა მარტო. ერთმა გოგომ კი საქმროდან პატარძლის წაყვანაც სცადა!
მაშინაც კი, როცა მამაკაცი ყველას პასუხობდა რომ მშობლებისგან ნებართვა ჰქონდა, გარშემომყოფების დამოკიდებულება “ქორწილის” მიმართ არ შეცვლილა!
კობის სურდა გაეგო, თუ ამერიკელებს ასეთზე როგორი დამოკიდებულება აქვთ და გამოუვიდა კიდეც! ახლა, მან სავარაუდოდ იცის, რომ თუ 65 წლის მამაკაცი ახალგაზრდა გოგოზე დაქორწინებას მოინდომებს, მისი მიმდევრები აღშფოთდებიან.