სოციალურ ქსელში საკმაოდ სახალისო შეგონებები გამოქვეყნდა, რომელიც ბავშვობაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს მოუსმენია
1. დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება: ” თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ – გადით გარეთ! ახლახან მოვწმინდე იატაკი!”
2. დედამ მასწავლა ღვთის რწმენა: ” ილოცე, რომ ეს ლაქა მოშორდეს!”
3. დედამ მასწავლა ლოგიკურად აზროვნება: “რადგან მე ასე ვამბობ – ე.ი. ასეა!”
4. დედამ ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: “თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს – მოგხვდება!”
5. დედამ მასწავლა შეუძლებელის გაკეთება: “დამუწე პირი და ჭამე წვნიანი!”
6. დედამ მასწავლა, არ მეწუწუნა: “მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე, რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში!”
7. დედამ მასწავლა მომავალთან პირისპირ შეხვედრა: “დამაცადე, მოვიდე სახლში!”
8. დედამ მასწავლა ექსტრასენსობა: “თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!”
9. დედამ მასწავლა გენეტიკის საფუძვლები: “ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!”
10. დედამ მასწავლა უმაღლესი სამართლიანობა: “აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!”