არსებობს მდიდარი ადამიანების სამი კატეგორია: ერთი მათგანი მთელი თავისი ცხოვრება შრომობდა, მუშაობდა და ყველაფერს თავისით მიაღწია, მეორე კატეგორიას უბრალოდ დაებადა რაღაც გიჟური იდეა, რომლითაც იშოვა მილიონები, ხოლო მესამე კატეგორიას მიეკუთვნება ხალხი, რომელთაც მემკვიდრეობით ერგოთ ძალიან დიდი ქონება და ცხოვრებაში ზედმეტად ხელი არ გაუნძრევიათ.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მესამე კატეგორიაზე, ანუ ხალხზე, რომლებმაც ძალიან უცნაურად ფორმით მიიღეს დიდი ქონება.
1. უბრალო ოფიციანტს კლიანტმა მემკვიდრეობით უბოძა 500 000 ამერიკული დოლარი.
17 წლის ოფიციანტი სარა ვუდსი მუშაობთა ბარში, მის მშობლიურ ქალაქში. 1992 წელს იგი დაუმეგობრდა ბილ კრაკსტონს, რომელიც იყო იმ ბარის ხშირი სტუმარი, სადაც გოგონა მუშაობდა. სარამ მამა დაკარგა 10 წლის ასაკში. ამ ფაქრტმა ეს ორი პიროვნება დაახლოვა. გოგონა ხშირად ეხმარებოდა მოხუცებულს სახლის დალაგებაში და წვრილმანი საქმეების გაკეთებაში. 82 წლის ასაკში ბილი გარდაიცვალა გულის შეტევით. საავადმყოფოში, გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთით ადრე, მან გოგონა დაასახელა, როგორც მისი ერთადერთი ახლობელი და მთელი ქონება მას დაუტოვა.
2. 17 შემთხვევით ამორჩეულ ადამიანს ერგო პორტუგალიელი არისტოკრატის ქონება.
პორტუგალიელი არისტოკრადი ლუის კარლოსი გახლდათ ძალიან მდიდარი არისტოკრატი. ის გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. ლუისს არც შვილი და არც ახლობელი ყავდა, ამიტომ მანდ მთელი თავისი ქონება დაუტოვა 13 წლის წინ სატელეფონო წიგნაკიდან ამორჩეულ 17 ადამიანს.
3. უსახლკარო ძმებმა მემკვიდრეობით მიიღეს 6,6 მილიონი ამერიკული დოლარი ბებიასაგან, რომელსაც არც კი იცნობდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ თუკი ის საერთოდ არსებობდა.
4. სერგეი სუდიევს მემკვიდრეობით ერგო 950 მილიონი ევრო ბიძიასაგან, რომელსაც წესივრად არც კი იცნობდა.
სერგეი ბიძამისს, რომელიც ცხოვრობდა გერმანიაში, ცხოვრების მანძიილზე მხოლოდ ერთხელ შეხვედროდა. როდესაც ცნობილი გახდა, რომ იგი გახდა თითქმის მილიარდი ევროს მფლობელი, მისმა რეაქციამ ყველა გაარკვია. მან უბრალოდ წარმოთქვა: “კიდევ ერთი თავის ტკივილი”. ეს ადამიანი სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და მუშაობს დიჯეიდ ადგილობრივ რადიოში. მისი ყოველთვიური შემოსავალია 150 ევრო.
5. მორტ ზაჩერს მემკვიდრეობით ერგო 6 მილიონი დოლარი ბიძიასაგან, რომელზეც ეგონა, რომ სინამდვილეში ის ღარიბი იყო.
6. ტონი ჩანმა მემკვიდრეობით მიიღო 4,2 მილიარდი დოლარი, ქალის მოტყუებით.
აზიაში ყველაზე მდიდარი ქალბატონი დაავადებული იყო კიბოთი. ფენშუის ოსტატი ტონი ჩანი შეპირდა მას, რომ ასწავლიდა საიდუმლოებებს, რომლებიც მას უკვდავს გახდიდა, მხოლოდ ამ ქალბატონს იგი უნდა მოეხსენიებინა ანდერძში. ჩანი დააპატიმრეს თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების გამო.
7. ევა პაოლოს მემკვიდრებით ერგო 40 მილიონი დოლარი დაკარგული მამისაგან.
8. მოზარდს მემკვიდრეობით ერგო კუნძული ბიძისაგან, სადაც დამარხული იყო დიდი განძი.
ჯონს ნანახი ჰყავდა ბაბუა სამუელი მხოლოდ რამდენჯერმე. ბაბუა არ აღიარებთა საკუთარ ქალიშვილს რელიგიური საკითხის გამო, მაგრამ მან შვილიშვილს ძალიან დიდი სიურპრიზი გაუკეთა და მთელი ქონება მას დაუტოვა.
9. უსახლკარო გაექცა პოლიციას, რომლებსაც სურდათ შეეტყობინათ მისთვის სასიამოვნო ამბავი 6 მილიონი დოლარის მემკვიდრეობით მიღების შესახებ.
67 წლის ტომას მარტინესი ცხოვრობდა სანტა კრუსის ქუჩებში, ბოლივიაში. ერთ მშვენიერ დღეს პოლიციელები მივიდნენ მასთან, როდესაც ეძინა სკამზე, რათა ეთქვათ, რომ მისმა გარდაცვლილმა ცოლმა, რომელსაც იგი გაშორდა რამდენიმე წლით ადრე, ლოთობის გამო, მთელი ქონება მას დაუტოვა.
10. ჩარლზ ვინს მილლარმა დაუტოვა საკუთარი ქონება ქალბატონს, რომელსაც ჰყავდა ყველაზე ბევრი შვილი.
ის გახლდათ წარმატებული კანადელი ადვოკატი. როდესაც მისი სიკვდილი მოახლოვდა, მას აღარ ჰყავდა არავინ ახლობელი, არც შვილები, არც ნათესავები და მან ანდერძში დაწერა, რომ მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მთელი ქონება გადაეცათ ქალბატონისათვის, რომელსაც ეყოლებოდა ყველაზე ბევრი შვილი. ქონების გაყოფა მოხდა 4 ქალბატონს შორის, რომელთაც ჰყავდათ 9 – 9 შვილი და თითოეულს ერგო 750 000 ამერიკული დოლარი.