10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩვენი პლანეტის შესახებ

146

თუკი თვლით, რომ თქვენ არ გაქვთ არანაირი კავშირი გარემოს შეცვლასთან, ძალიან ცდებით. ადამიანი თავისი ყოველდღიური საქმიანობით აბინძურებს გარემოს, ცვლის რელიეფს და სხვ.

ფაქტი N1: 1970 წლიდან მოყოლებული ცხოველთა სახეობების გადაშენების რიცხვმა 50%_ით მოიმატა. 40 წლის მანძილზე ხერხემლიანთა ოჯახის წარმომადგენლების: ძუძუმწოვრების, ჩიტების, თევზების, ქვეწარმავლების რაოდენობამ მოიკლო 48 პროცენტით. ამაში ჩვენ, ადამიანები ვართ დამნაშავენი.

ფატი N2: ცხოველების საცხოვრებელი გარემო მკვეთრად მცირდება წლების მანძილზე. ტყეების გაჩეხვა, ურბანიზაცია, ანუ ახალი ქალაქების დაარსება, მეურნეობა, მრეწველობა. ეს გახლავთ მცირედი ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რამაც გამოიწვია ცხოველების საცხოვრებელი გარემოს ჯერადად შემცირება.

ფაქტი N3: მტკნარი წყლების რაოდენობა შემცირდა 76 პროცენტით. მიზეზი? – ადამიანი. კაშხლების აშენებას მიუძღვის ყველაზე დიდი წილი ამ პრობლემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ფაქტი N4: ზღვის გარეული ცხოველების რაოდენობა შემცირდა 39 პროცენტით. კუების რიცხვი 1970 წლიდან მოყოლებული შემცირდა 80 პროცენტით, რაც გამოიწვია ადამიანმა ნადირობით და მათი საცხოვრებელი ადგილების განადგურებით.

ფაქტი N5: გარეული ცხოველების რიცხვი სამხრეთ აფრიკაში შემცირდა 83 პროცენტით. მათი რაოდენობის ასეთი დიდი პროცენტული მაჩვენებელით შემცირება გამოიწვია ტროპიკული ტყეების დიდი რაოდენობით გაჩეხვამ.

ფაქტი N6: გარეული ცხოველების რიცხვი ღარიბ ქვეყნებში და პროვინციებში მცირდება, ხოლო მდიდარ ქალაქებში იზრდება. რატომ? მდიდარი ხალხისთვის ეგზოტიკა, რომელიც ასოცირდება ტროპიკულ ტყეებთან და ცხოველებთან, ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ახდენენ “ბუნების იმპორტს”.

ფაქტი N7: ადამიანი რესურსებს მოიხმარს 1,5 ჯერ დიდი რაოდენობით, ვიდრე დასაშვებია. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენი არსებობისათვის საჭიროა არა ერთი დედამიწა, არამედ ერთნახევარი. თუკი ეს ტენდენცია, სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, მალე დაიწყება შიმშილობის ეპოქა, რადგან ყველასთვის კარგად ცნობილია, დედამიწაზე ყველა სახის რესურსი ამოწურვადი რაოდენობითაა.

ფაქტი N8: ატმოსფეროში იფანტება დიდი რაოდენობით ნახშირბადის გაზები, რაც ეკოლოგიური კატასტროფების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სამწუხაროდ, დედამიწაზე არსებული ტყეებისა და მწვანე მცენარეები უკვე სრულად ვერ გადაამუშავებენ სრულად ნახშიროჟანგს, რომლის რაოდენობაც, ყოველწლიურად მასშტაბურად იზრდება.

ფაქტი N9: ქვეყნები, რომლებიც ყველლაზე დიდი საფთხის წინაშე დგანან ეკოლოგიური თვალსაზრისით არიან: იაპონია, აშშ, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი.

ფაქტი N10: იმედი ჯერ კიდევ არსებობს. 1970 წლიდან ვეფხვების რიცხვმა ნეპალში მოიმატა 63 პროცენტით. მსოფლიოს მასშტაბით მიღებულია ზომები, რომლებიც კრძალავენ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლების და სხვ. დახოცვას. ადამიანებო, მოდით გონს და იზრუნეთ მომავალზე!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს