12 სასაცილო განსხვავება ქალსა და კაცს შორის

140

ზედმეტსახელები – თუ ლიკა, ქეთი და სოფო სადილზე შეიკრიბებიან ისინი ერთმანეთს ეძახიან ლიკას, ქეთის და სოფოს. თუ მიშა, დავითი და ჯონი შეიკრიბებიან სადილზე ისინი ერთმანეთს ეძახიან გასიებულს, დიდთავას და სხვა მსგავს მეტსახელებს.

ბარში წასვლა – როდესაც 3 ბიჭი მიდის ერთად ბარში ისინი დებენ 20-20 ლარს, მაშინ როდესაც მათ მიერ დახარჯული საერთო თანხა 32 ლარია. გოგონები თუ მიდიან ერთად ბარში ისინი აუცილებლად რთავენ კალკულატორს.

ფული – კაცს შეუძლია გადაიხადოს 2 ლარი ნივთში რომელიც 1 ლარი ღირს, იმ შემთხვევაში თუ ეს ნივთი სჭირდება. ქალს შეუძლია გადაიხადოს 1 ლარი ნივთში რომელიც 2 ლარი ღირს, მაშინაც კი თუ ეს ნივთი არ სჭირდება, მაგრამ მაღაზიაში ფასდაკლება იყო.

აბაზანა – მამაკაცის აბაზანაში არის კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, პირსაპარსი, შამპუნი, საპონი და პირსახოცი. ქალის აბაზანაში 337 სხვადასხვა ნივთი დევს, აქედან 20-ის იდენტიფიცირება მამაკაცს არ შეუძლია.

კამათი – კამათის დროს ბოლო სიტყვა ყოველთვის ქალს ეკუთვნის, მამაკაცის მიერ ამ სიტყვის შემდეგ ნათქვამი ყოველი სიტყვა ახალი კამათის დასაწყისია.

მომავალი – ქალი ნერვიულობს მომავალზე მანამ სანამ გათხოვება, კაცი იწყებს მომავალზე დარდს ცოლის მოყვანის შემდეგ.

წარმატება – წარმატებული მამაკაცია ის ვინც გამოიმუშავებს იმაზე მეტ ფულს ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს. წარმატებული ქალია ის ვინც ასეთ მამაკაცს იპოვის.

ქორწინება – ქალი თხოვდება იმედით რომ მისი ქმარი ქორწინების შემდეგ შეიცვლება და იმედი უცრუვდება. მამაკაცი ქორწინდება იმ იმედით რომ ქორწინება ქალს არ შეცვლის და მასაც იმედი უცრუვდება.

გამოპრანჭვა – ქალი იპრანჭება როცა მიდის საყიდლებზე, ყვავილების მოსარწყავად, ნაგვის გადასაყრელად ან უბრალოდ ტელეფონის ყურმილის ასაღებად. მამაკაცი იპრანჭება როდესაც მიდის ქორწილში ან დაკრძალვაზე

ბუნებრივობა – მამაკაცი დღის განმავლობაში არის ისეთივე სიმპათიური როგორიც ახალგაღვიძებული, ქალს კი ღამით თითქოს რაღაც ემართება.

შთამომავლობა – ქალმა იცის ყველაფერი საკუთარი შვილების შესახებ, იცის მათი სტომატოლოგიდან შეყვარებულამდე ყველაფერი, აქვს ინფორმაცია მათი მეგობრების, საყვარელი საკვების, ფარული შიშების, იმედებისა და ოცნებების შესახებ. მამაკაცს ბუნდოვნად ახსოვს, რომ მის სახლში ვიღაც პატარა ადამიანები ცხოვრობენ.

და ბოლოს: დაქორწინებულმა მამაკაცმა უნდა დაივიწყოს თავისი შეცდომები, აბა რა საჭიროა ორი ადამიანი, რომლებსაც ერთი და იგივე რამ ახსოვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს