25 გასაოცარი, წარმოუდგენელი საქორწინო ტრადიცია

471

1. პატარძლის გაშავება.
შოტლანდიელების დიდი ნაწილი ყოველთვის ატარებს ამ არც თუ ისე საინტერესო რიტუალს. წყვილის მეგოვრები ან ნათესავები იტაცებენ მომავალ პატარძალს და ასხამენ სითხეს, რომელიც შეღებავს მას სრულიად შავად. ამის შემდეგ, იგი მიჰყავთ ქალაქში, რათა დაანახონ ყველას, ან აბამენ ხეზე. შოტლანდიელების აზრით, ეს რიტუალი ამზადებს პატარძალს ახალი ოჯახური ცხოვრებისათვის.

2. ცრემლიანი სიმღერა.
როგორც წესი ქორწინება სიხარულთან და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული და ხშირად თან მას ახლავს სიხარულის ცრემლები, თუმცა ოაპონიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვთ შემდეგი ტრადიცია: ქორწილიდან ერთი თვით ადრე, პატარძალი ვალდებულია იტიროს ყოველდღე ერთი საათით. 10 დღის შემდეგ, მას ტირილში უერთდება დედა, ხოლო კიდევ 10 დღის გასვლის შემდეგ – ბებია. თვის ბოლოს კი მთელი ოჯახი ტირის პატარძალთან ერთად. ისმის კითხვა, თუ რატომ? როგორც ამ ტრადიციის მიმდევრები ხსნიან, ამ გზით ისინი გამოხატავენ სიხარულსა და ბედნიერებას. ყველა ქალბატონი ტირის სხვადასხვა ტონალობაში და შესაბამისად იქმნება რაღაც მელოდიის, სიმღერის მსგავსი.

3. წიწილის ღვიძლის გასინჯვა.
ცენტრალურ მონღოლეთში ცხოვრობენ დაურები. იმისათვის, რომ წყვილმა დათქვას ქორწილის თარიღი, აუცილებელია მათ მოკლან წიწილა ერთი დანით, რომელიც ორივეს ერთდროულად უნა ეჭიროთ ხელში. შემდეგ მათ უნდა შეუმოწმონ ღვიძლი წიწილას და თუ იგი ვარგა, მაშინ წყვილს შეუძლია დათქვას ქორწინების თარიღი, ხოლო თუ წიწილას ღვიძლი არ უვარგა, მაშინ ეს პროცესი მათ უნდა გაიმეორონ რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ არ მიაგნებენ კარგი ღვიძლის მქონე წიწილას.

4. ქორწინება ხესთან.
ინდოეთის გარკვეულ ნაწილებში, თუკი ადამიანი იბადება დღეს, როდესაც მარსი და სატურნი უერთდებიან ერთმანეთს (სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ მოიხსენიებენ ამ დღეს ინდოელები), ის დაწყევლილია და ყველასათვის მოაქვს უბედურება. იმისათვის, რომ ეს ადამიანი განთავისუფლდეს წყევლისაგან, აუცილებელია თავდაპირველად დაქორწინდეს ხეზე. ამის შემდეგ, ხეს მოჭრია და ითვლება, რომ ამ გზით ყველანაირი წყევლა ისპობა და ნადგურდება.

5. სამი დღით სახლში გამოკეტვა.
ახლადდაქორწინებულები, რომლებიც ცხოვრობენ ინდონეზიაში, ბორნეოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამი დღით იკეტებიან ერთად სახლში და მათ საპირფარეშოში გასვლის უფლებაც კი არ ეძლევათ. ამ სამი დღის მანძილზე წყვილს სტუმრობენ რამდენიმე წუთით, იმისათვის, რომ მიაწოდოონ წყლისა და საჭმლის მინიმალური რაოდენობა. ითვლება, რომ ეს ტრადიცია საფუძველს უდებს წყვილის ბედნიერებას.

6. ჭამა გასკდომამდე.
ძველად საფრანგეთში, როდესაც საქორწინო ცერემონია უახლოვდებოდა დასასრულს, სტუმრები აგროვებდნენ მონარჩენ საკვებს სუფრიდან და ურევდნენ მათ ღამის ქოთანში. შემდეგ, ისინი უარდებიან წყვილს საძინებელში და ძალდატანებით აჭმევენ შიგთავსს, რომელიც მოთავსებულია ქოთანში. საბედნიეროდ, დღეს-დღეობით საჭმლის მონარჩენების მაგივრად წყვილს აჭმევენ შოკოლადებს და ასმევენ შამპანიურს.

7. ორი შვილი.
აღმოსავლეთ სუდანში არსებობს ტრადიცია, რომ ცოლი ვალდებულია ქმარს გაუჩინოს ორი შვილი. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ქორწინება შემდგრად არ ითვლება და მამაკაცს ნებისმიერ წამს შეუძლია მიატოვოს მანდილოსანი.

8. მიმიფურთხებია თქვენთვის!
ყენიაში მასაის ტომის წარმომადგენლებს აქვთ შემდეგი ტრადიცია: სანამ გოგონა დატოვებს სოფელს თავის მეუღლესთან ერთად, მამა მას აფურთხებს სახეში და მკერდზე. ამ გზით იგი ლოცავს საკუთარ ქალიშვილს.

9. კოცნის წვეულება.
შვეიცარიაში ყოველთვის, როდესაც პატარძალი ან საქმრო ტოვებს საზეიმო სუფრას, რათა გავიდეს საპირფარეშოში, იწყება კოცნის წვეულება. თუკი სუფრას ტოვებს ქმარი, დარბაზში მყოფ ყველა კაცს შეუძლია აკოცოს პატარძალს და პირიქით.

10. საპირისპირო სქესად გადაქცევა.
სპარტულ კულტურაში პატარძალი ვალდებული იყო გადაეპარსა თავი და გამოწყობილიყო როგორც კაცი, ხოლო ქმარს პირიქით, ჩაეცვა ქალის კაბა. როგორც ხედავთ, ზოგი თანამედროვე წყვილი არ ივიწყებს ძველ ტრადიციებს.

11. ფეხის გულების დაბეჟვა.
კორეაში საქორწინო ტრადიციის მიხედვით, პირველ საქორწინო ღამემდე საქმროს ურტყამენ ფეხის გულებზე ჯოხით ან თევზით.

12. ცეკვა.
ირლანდიაში, როდესაც ახლადდაქორწინებულები ცეკვავენ, პატარძლის ფეხები არ უნდა ასცდეს მიწას. ირლანდიელებს სჯერათ, რომ თუ პატარძალი არ იდგება მყარად მიწაზე, მას ბოროტი სულები გაიტაცებენ.

13. თვინიერი ჩეჩენი პატარძალი.
ჩეჩნური ტრადიციის მიხედვით, პატარძალი უნდა იყოს თვინიერი და მომთმენი. ქორწილის დროს, ის უნდა იდგეს კუთხეში ყველა სტუმისაგან მოშორებით. ტრადიციის მიხედვით, ის მთელი დღე უნდა იდგეს ფეხზე და არ აქვს უფლება გამოესაუბროს ვინმეს, სანამ თვითონ არ დაელაპარაკებიან მას. პატარძლის თავშეკავებას შეკრებილი სტუმრები ცდიან და თხოვენ მას ჭიქა წყლის მოტანას.

14. ცოლი, როგორც სამიზნე.
უიგურებს ( ჩინეთის ეთნიკურ მაცხოვრებლებს) აქვთ შემდეგი ტრადიცია: საქმრო ესვრის მშვილდ ისარს სამჯერ თავის საცოლეს. ნუ თავისთავად ისრები ნამდვილი არაა, თუმცა ეს იგივეა, გესროლონ რეზინის ტყვია. ცერემონიის შემდეგ წყვილი აგროვებს ისრებს და ერთიანად ტეხავენ მათ. ამ ტრადიციის შესრულების შემდეგ, ითვლება, რომ წყვილს ერთმანეთთად დააკავშირებთ სამუდამო სიყვარული.

15. ხალიჩა.
მარუესას კუნძულებზე არსებული ტრადიციის მიხედვით, საქორწინო ცერემონიის შემდეგ წყვილის ნათესავები ვალდებულნი არიან დაწვნენ ერთმანეთის მიყოლებით ძირს სახით და ახლად დაქორწინებულებმა გადაიარონ მათზე.

16. ფეხსაცმლის მოპარვა.
ინდოეთის გარკვეულ ნაწილებში პატარძალი ვალდებულია გაიხადოს ფეხზე, სანამ მიუახლოვდება საკურთხეველს და დააწყოს ისინი სადმე თვალსაჩინოდ. პატარძლის ნათესავები ცდილობენ მოიპარონ ფეხსაცმელები, ხოლო საქმროს ნათესავები იცავენ მას. თუკი პატარძლის ნათესავებმა შეძლეს და მოიპარეს ფეხსაცმელი, მაშინ არ დააბრუნებენ მას გამოსყიდვამდე.

17. თეფშის დამსხვრევა.
სხვადასხვა ქვეყნეში არსებობს ასეთი ტრადიცია, რომ ახლად დაქორწინებულებს ჩუქნიან თეფშეს და შემდეგ ისინი ამსხვრევენ მათ. ითვლება, რომ ეს ცერემონია განდევნის ბოროტ სულებს. სხვათაშორის ეს ტრადიცია საქართველოშიც შემორჩენილია და ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ქორწილში აუცილებლად გახდებით ამ სანახაობის მომსწრე.

18. ქორწინება ცხოველებთან.
ინდოეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ პატარძლები შემპყრობილები არიან ბოროტი სულით და აუცილებელია განიდევნოს ისინი ქორწინებამდე. ამისათვის თავდაპირველად პატარძალს აქრწინებენ ძაღლზე, ან თხაზე, ხოლო გარქკვეული პერიოდის შემდეგ, მას უკვე შეუძლია დაქორწინდეს კაცზე.

19. ექსპერტის დახმარება.
აფრიქკის რამოდენიმე სოფელში არსებობს ტრადიცია, რომ ახალ დაქორწინებულს მათ პირველ ღამეს ესწრება უხუცესი ქალბატონი ან დედა, რომელიც გამოცდილია ამ საკითხში და წყვილს აძლევს მითითებას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ.

20. არანაირი ღიმილი.
კონგოში ქორწინება მიიჩევა იმდენად სერიოზულ ცერემონიად, რომ წყვილს არ ეძლევა გაღიმების უფლება მთელი დღის მანძილზე.

21. პატარძლის მოტაცება.
ტრადიცია შემორჩენლია აფრიკისა და აზიის გარკვეულ ნაწილებში. თუკი საქმროს შეძლებს საცოლის მოტაცებას და გააჩერებს მას თავისთან სახლში 2-3 დღე, იგი მის ოფიციალურ ცოლად ითვლება.

22. აურზაური.
საფრანგეთში ტრადიციის მიხედვით, ახლად დაქორწინებულების სახლის წინ, მათ პირველ ღამეს იკრიბება ხალხი ჯამ-ჭურჭელით და ტეხავენ აურზაურს, აყალ-მაყალს. გარდა იმისა, რომ წყვილს ჰარმონია და სიმყუდროვე ერღვევათ, ისინი ვალდებულები არიან, შეიპატიჟონ და გაუმასპინძლდნენ იქ შეკრებილ საზოგადოებას

23. მორის გახერხვა.
გერმანიაში ტრადიციის მიხედვით წყვილი ვალდებულია გახერხოს ხის ნაჭერი, რაც მათი ერთობისა და სიძლიერის სიმბოლიზაციას წარმოადგენს.

24. ფეხის დაბიჯება.
ბალტიკაში ტრადიცის მიხედვით, ახლად დაქორწინებულების ცეკვის დროს, პატარძალმა მთელი ძალით უნდა დააბიჯოს მეუღლეს და მიაყენოს ტკივილი მაქსიმალურად, ხოლო საქმრომ უნდა შესძლოს და გაუძლოს ამ ტკივილს.

25. წონის მომატება.
მავრიტანიაში არსებობს საქორწინო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც პატარძალს ქორწილამდე აჭმევენ უზომოდ გასასუქებლად, რადგან გოგონას ჭარბი წონა მეტყველებს იმაზე, რომ მას მშობლები კარგად უვლიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს