დაივიწყე დაკაწრული ეკრანი: ეს 6 ხერხი მომენტალურად გააქრობს ნაკაწრებს!

741

საყვარელ ელექტრონულ მოწყობილებებზე ნაკაწრები – გარდაუვალი რეალობაა. ახლახანს ნაყიდი ტექნიკური საოცრების ეკრანი ბრწყინავს და ანათებს, ხოლო ერთ კვირაში ნაკაწრებითაა დაფარული, რაც ძალიან აღონებს ტეკქნიკისა თუ აკურატულობის მოყვარულებს. კარგია, რომ არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც ეკრანიდან ნაკაწრებს გააქრობს. აი, ეს ჯადოსნური მეთოდები:

1. კბილის პასტა.
ნაკაწრების გასაქრობად პირველ საშუალებას საკუთარ აბაზანაში იპოვი. მიაქციე ყურადღება, რომ ეს იყოს ნორმალური კბილის პასტა და არა გელზე დაფუძნებული. აი, რა უნდა გააკეთო:
• მცირე ოდენობის კბილის პასტა დაიტანე ბამბის ტამპონზე ან სუფთა რბილ ნაჭერზე;
• ფრთხილად, წრიული მოძრაობებით, წაუსვი პასტა იმ ადგილას, სადაც ნაკაწრია;
• ამის შემდეგ გაწმინდე ეკრანი დასველებული ნაჭრით, პასტის ნარჩენების მოსაშორებლად.

2. ნაკაწრების მოსაშორებელი საშუალება ავტომობილისათვის.
მანქანის ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებელი საშუალებები, როგორიცაა Turtle Wax, 3M Scratch Swirl ან Remover, მინიმუმამდე დაიყვანს ან საერთოდ გააქრობს კანაწრებს. ამისათვის დაიტანე მცირე ოდენობის ეს საშუალება სუფთა, რბილ ნაჭერზე და გაწმინდე ეკრანი, წრიული მოძრაობებით.

3. ზუმფარას ქაღალდი ან საპრიალებელი დაზგა.
მოულოდნელად ჟღერს, მაგრამ ზუმფარას ქაღალდი მართლა მაგრად უმკლავდება ჩვენს პრობლემას. საიდუმლო იმაშია, რომ უნდა გამოიყენო ყველაზე წვრილი ქაღალდი. ეს მეთოდი ცოტა სარისკოა, ამიტომ, სანამ მობილური ტელეფონის დამუშავებას დაიწყებ, ცოტა გაივარჯიშე მსგავს ზედაპირზე.

4. საკვები სოდა
საკვები სოდა ხელმისაწვდომი საშუალებაა ნაკაწრების მოსაცილებლად.
• სოდა და წყალი, შეფარდებით 2:1 მცირე ზომის ჭურჭელში მოათავსე;
• აურიე სქელი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
• მიღებული მასა დაიტანე სუფთა რბილ ნაჭერზე და ფრთხილად გაწმინდე წრიული მოძრაობებით ეკრანის ნაკაწრები;
• გაწმინდე ეკრანი კარგად გაწურული ნაჭრით, სოდის ნარჩენების მოსაცილებლად.

5. საბავშვო ფხვნილი.
საბავშვო ფხვნილში წყლის დამატებით მიიღებ მასას, რომლის გამოყენებაც შეგიძლია ნაკაწრების მოსაცილებლად. გამოიყენეთ ისევე, როგორც მე-5 პუნქტში, სოდის შემთხვევშია აღწერილი.

6. მცენარეული ზეთი.
ძალიან პატარა, ფარული ნაკაწრების მოსაშორებლად კარგი დროებითი გამოსავალია მცენარეული ზეთი. ერთ წვეთი ზეთი წაუსვი ეკრანს, ეს რაღაც პერიოდით დაუბრუნებს მას წინანდელ ბრწყინვალებას.

ამ რჩევებით თქვენი ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ახალივით იბრწყინებს და შენც მოგაშორებს დისკომფორტის გრძნობას. გაუზიარე ეს სასარგებლო ინფრომაცია მეგობრებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს