ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა, ხოლო საწოლი – მთავარი ბასტიონიაო, – ასეთ რამესაც გაიგებთ და ასეც არის. თუმცა „ციხესიმაგრეში“ მილიონობით მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ პროვოცირება გაუწიონ სხვადასხვა სერიოზულ დაავადებას. ასე რომ, სანამ ეცდებით დაემალოთ სხვადასხვა პრობლემას საბნის ქვეშ, დარწმუნდით, რომ იქ რაიმე საზიზღარი არსება არ გელოდებათ.
ბაქტერიები თეთრეულში
გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რა ზიანს აყენებს ძილს უსუფთაო თეთრეული და ბალიშისპირი? ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: აიღეს ანალიზისთვის 50 სტუდენტის ბალიში 25 კოლეჯიდან. ყოველ მათგანში აღმოაჩინეს 350 000(!) ბაქტერიის კოლონა და 91 000 სოკოს უჯრედი. ყველაზე დიდი რაოდენობით იყო დიზენტერიის გამომწვევი ბაქტერიები, ცხვირ-ხახის ბაქტერიები Moraxella catarrhalis, რომელიც იწვევს ბრონქიტს და პნევმონიას. ასევე Cladosporium molds-ის სპორები, რომლებიც პროვოცირებას უწევენ ალერგიას. ამ ალერგენებთან ბრძოლა შეიძლება მდუღარე წყლით და ხანგრძლივი დაუთოვებით. ეს ყველაფერი მეტად საყურადღებოა მათთვის, ვისაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. რეკომენდებულია ბავშვებს და მოხუცებს თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოვუცვალოთ და აუცილებლად დავაუთოვოთ.
ეს პარაზიტი მატრასში, ბალიშსა და პლედებში ცხოვრობს, თბილი და ნოტიო გარემო ხომ მისთვის ნამდვილი სამოთხეა. სტატისტიკურად, ყველა საწოლში ბინადრობს 2 მილიონი ბაქტერია. ისინი თვალით უხილავი არიან, მათ მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ დაინახავთ. ამიტომ ნუ ეცდებით გადმოქექოთ თქვენი საწოლები. ისინი სისხლს არ სვამენ, არც იკბინებიან. სამაგიეროდ იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ალერგია, კონიუქტივიტი, ხველა, სურდო, ასევე კანის დაავადებებს, რომელიც მიმდინარეობს გამონაყარითა და ქავილით.
როგორ ვებრძოლოთ მტვრის ტკიპებს? ეცადეთ ოთახში ტენიანობა შეინარჩუნოთ 30-50%, რეგულარულად დაასუფთავოთ საძინებელი და საწოლის მატრასი სველი წესით. გამოიყენეთ 20%-იანი მარილხსნარი ან ქლორის შემცველი სარეცხი საშუალებები. ზამთარში ეზოში ან აივანზე პლედები და ბალიშები ხშირად გაიტანეთ რამდენიმე საათით. სიცივეში ტკიპები კვდებიან. ტანსაცმელი, რომელსაც სეზონურად არ იყენებთ, მოათავსეთ ცელოფნის პაკეტებში და ისე შეინახეთ.
შავი ობი კედელზე
საწოლი მჭიდროდ გაქვთ მიდგმული კედელთან? შეამოწმეთ, ხომ არ არის კედელზე შავი ლაქები? ეს კედელში დაბუდებული მიკროორგანიზმებია Aspergillus niger, რომელიც იწვევს ალერგიას, ასთმას და აზიანებს სასუნთქ სისტემას. სასურველია ასეთ შემთხვევაში კაპიტალური რემონტის გაკეთება, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, პულივიზატორით მიასხით ჩაის ხის ზეთი – გაზავებული 1 ჭიქა წყალში. ამის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი, სოდა, წყალბადის ზეჟანგი. დასუფთავების დროს გამოიყენეთ არა მარტო ხელთათმანები, არამედ რესპირატორიც.
სოკო სახლის ჩუსტებში
გაიღვიძეთ და ჩადგით ფეხები თქვენს საყვარელ ფუმფულა ჩუსტებში? სწორედ იქ გელოდებიან სოკოები, გაიცანით, მათი სახელებია: Trichophyton mentagrophytes, Trichophyton rubrum, Epidermophyton floccosum. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ სოკოვანი დაავადებით პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანია დაავადებული. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფეხისა და ხელის მიკოზი. სოკოთი დასნებოვნება ძალიან ადვილია. ეს არის აუზი და საუნა. არ ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი. სოკოს სპორები პრაქტიკულად ყველა თქვენს ფეხსაცმელსა თუ სახლის ჩუსტშია. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაავადდით, – ეს თქვენი კარგი იმუნიტეტის დამსახურებაა. მაგრამ როგორც კი იმუნიტეტი დაეცემა, მაშინვე გაჩნდება ნახეთქები, გაღიზიანება და სოკოც იჩენს თავს. სოკოვან ინფექციას უყვარს თბილი, ნოტიო გარემო, მაგრამ არც სიცივის ეშინია. ასე რომ, ფეხსაცმლის აივანზე გატანა არ გვიშველის. მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა, ან უკეთესია – გამოხარშვა. იდეალური ვარიანტია სახლში წინდებით სიარული, მისი გამოხარშვაც იოლია. ოთახის ჩუსტები სასურველია თვეში ერთხელ გამოვცვალოთ ან ამ სიხშირით გავრეცხოთ. ფეხსაცმელებისა და ჩექმებისათვის შეიძინეთ სადეზინფექციო სპრეი.
მაშ ასე, ძველი სახლის ჩუსტები გადაყარეთ, ახლები ჯერ არ შეგიძენიათ და თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა? ბრიტანელმა მკვლევრებმა ჩაატარეს საწოლთან დაფენილი პატარა ნოხების კვლევა და გამოაქვეყნეს ლაბორატორიული კვლევის ანალიზი: აღმოჩნდა, რომ როცა ფეხი ეხება ფუმფულა ნოხს, იქ ჩნდება სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი და მრავალი სხვა ბაქტერია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ: პნევმონია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. იდეალურია, თუ ნოხები დამზადებული იქნება პლასტიკისაგან. მაგალითად, როგორიცაა სპორტულ დარბაზებში. მათი მოვლა გაცილებით ადვილია ანტიბაქტერიული შამპუნით.
ამ ინფორმაციის შემდეგ ნუ ჩავარდებით პანიკაში, ერთიანად ნუ დამდუღრავთ ყველაფერს. უბრალოდ, დაიცავით სისუფთავის ელემენტარული ნორმები და ბაქტერიები ვერ მოგერევიან.