1. თუ ლეიკოპლასტირი კანზე დაგეკროთ, დაიწვეთეთ არაყი, იგი წებოს გაათხელებს და პლასტირს უმტკივნეულოდ აიძრობთ.
2. სააბაზანოსა და სამზარეულოში რთულად გასაწმენდ ღრიჭოებში ობი რომ არ გაჩნდეს პულივიზატორიან ბოთლში ჩაასხით არაყი, შეასხურეთ პრობლემურ ადგილებში (არაყი კლავს მიკრობებსა და სოკოს), გააჩერეთ 5-10 წუთი და წყლით ჩამორეცხეთ.
3. სათვალეს კარგად გაწმინდავთ და ბაქტერიებსაც მოაშორებთ, თუ სათვალის საწმენდ ნაჭერს ცოტა არაყს შეასხურებთ.
4. საპარს სამართებლებს სიცოცხლებს გაუხანგრძლივებთ, თუ გამოყენების შემდეგ არყიან ჭიქაში მოათავსებთ. არაყი დეზინფექციას უტარებს სამართებელს და დაჟანგვის საშუალებას არ მისცემს.
5. ქსოვილზე თუ საკვების ლაქის მოცილება გსურთ, დასხურეთ არაყი, შემდეგ კი ჯაგრისით დაამუშავეთ.
6. თუ სახის გამწმენდი სითხე დაგიმთავრდათ, შეანაცვლეთ იგი არყით. იგი კანსაც კარგად გაგისუფთავებთ და ფორებსაც შეგიკუმშავთ.
7. გააზავეთ ჩვეულებრივი შამპუნი არყით (1:1) იგი თმას ტოქსინებს მოაშორებს და ხელს შეუწყობს თმის სიგრძეში ზრდას.
8. გააზავეთ არაყი წყლით (1:1) და გაყინეთ. იგი პიკნიკისთვის გამზადებულ საკვებს გაფუჭების საშუალებას არ მისცემს. აგრეთვე გამოგადგებათ ჩალურჯებებისა და ტკივილის მოსახსენლად.
9. თუ სამზარეულოში ჭიანჭველები ან ქინქლები გაჩნდნენ, გადაურიეთ ერთმანეთში 30 მლ არაყი, 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი ჟელე და 400 მლ წყალი. დაამუშავეთ ის ადგილები, სადაც გგონიათ, რომ მწერები ბუდობენ და ისინი თავად დატოვებენ თქვენს სახლს.
10. ლავანდის ყვავილებით აავსეთ საშუალო ზომის ქილა, დაასხით არაყი, ისე, რომ დაფაროს და 3 დღე გააჩერეთ მზეზე. გადაწურეთ და მიღებული ნაყენი კუნთებისა და ძვლების ტკივილის დროს მტკივან ადგილებზე წაისვით.
11. პირის ღრუს სავლებ ანტისეპტიკურ საშუალებასაც არყით მოამზადებთ. 1 სადილის კოვზ დაფქვილ დარიჩინს დაასხით იმდენი არაყი, რომ დაფაროს, გააჩერეთ 2-3 დღე, გადაწურეთ. მიღებულ ნარევს უშუალოდ გამოყენების წინ (1:1) დაუმატეთ თბილი წყალი. არ ჩაგეყლაპოთ.
12. დამწვარ ადგილებს აცივებს და დეზინფექციას უტარებს არაყი, დაისხურეთ მტკივან ადგილას. თანაც წყლულებიც აღარ გაგიჩნდებათ.
13. თუ წყლული გაგისკდათ, დეზინფექციისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტისთვის დაასხურეთ მასზე არაყი.
14. თუ ქერტლის მოშორება გსურთ, ერთ ჭიქა არაყში დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი როზმარინი, გააჩერეთ 2 დღე, გადაწურეთ და მიღებული ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ. დააცადეთ გაშრობა. პროცედურა გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და გაიმეორეთ სურვილისამებრ.
15. თუ ყურის ტკივილმა შეგაწუხათ, ყურში რამდენიმე წვეთი არაყი ჩაისხით. გააჩერეთ რამდენიმე წუთი და ფრთხილად ამოიწმინდეთ. არაყი გაანადგურებს ყურში არსებულ ანთებისა და ტკივილის გამომწვევ ბაქტერიებს.
16. არაყი სიცხისდამწევ საშუალებად შეგიძლიათ იხმაროთ, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გაცივების ან მაღალი სიცხის დროს ავადმყოფს არყით დაუზილეთ მკერდი და ზურგი. თბილად ჩააცვით და საწოლში ჩააწვინეთ.
17. არაყი ფეხებიდან უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ. იგი გაანადგურებს ფეხებზე არსებულ ბაქტერიებს. ამისათვის დილა-საღამოს არყიანი პირსახოცით დაიმუშავეთ ფეხისგულები, თითები და თითებშუა ადგილები. არ შეიმშრალოთ და არც ჩამოიბანოთ.
18. თუ ჰერპესმა შეგაწუხათ ბამბიანი ჩხირი არყით დაასველეთ და რამდენჯერმე მიიდეთ ჰერპესსზე, რათა იგი გაშრეს.
19. არაყი შეგიძლიათ მწერების ნაკბენებზე შეისხუროთ. ამით მიკრობებსაც გაანადგურებთ და გამაგრილებელ ეფექტსაც მიიღებთ.
20. თუ საყვარელი ფეხსაცმელი გიჭერთ, ჩაასხით მასში 50 მლ არაყი და გააჩერეთ 10-15 წუთი. ტკივილი გაგივლით.