მოკლედ მოყოლილი დიდი სიყვარულის ისტორიები, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

1018

1. “დღეს ჩემი ქალიშვილის ჯვრისწერაა. 10 წლის წინ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ძლივს გამოვიყვანე 14 წლის ბიჭი და დედამისი. ბიჭის გასინჯვის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ იგი ვეღარასდროს გაივლიდა”. ჩემს ქალიშვილთან ერთად რამდენჯერმე ვინახულე დედა-შვილი საავადმყოფოში. ბავშვები დამეგობრდნენ. დღეს კი ჯვრისწერა აქვთ და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ როცა ჩემს გოგონას თითზე ბეჭედს წამოაცმევს, სიძე თავის ფეხებზე მყარად იდგება.

2. “მე ფლორისტი ვარ. დღეს, სანამ მაღაზიას გავაღებდი, კართან სამხედრო მელოდებოდა. მითხრა, რომ ტრადიცია აქვს, ყოველ პარასკევს ცოლს თითო ვარდს ჩუქნის. ახლა კი როცა 1 წლით ავღანეთში მიდის, არ სურს ტრადიცია დაარღვიოს. 52 ცალ ვარდზე გავაფორმეთ შეკვეთა, რომელსაც მისი ცოლი ტრადიციულად პარასკეობით მიიღებს. სამხედროს 50-პროცენტიანი ფასდაკლება გავუკეთე. ასეთი სიყვარული დაფასებას საჭიროებს”.

3. “როცა ჩემი 18 წლის შვილიშვილი სკოლის გამოსამშვიდობებელი ბანკეტისთვის ემზადებოდა, გულდაწყვეტილმა ვუთხარი, რომ მე არ წავსულვარ, რადგან არც ერთმა კლასელმა ბიჭმა არ ისურვა ჩემი პარტნიორობა. საღამოს ჩემი შვილიშვილი შინ მეწვია გამოპრანჭული და თავის ბანკეტზე წამიყვანა. არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ”.

4. “როცა 11-წლიანი კომიდან გამოვიდა, გამიღიმა, მაკოცა და მადლობა გადამიხადა იმ ისტორიებისთვის, რომლებსაც ვუყვებოდი და მითხრა, რომ თანახმაა გახდეს ჩემი ცოლი”.

5. “შესვენებაზე სკვერში გამოვედი დასასვენებლად და სენდვიჩის საჭმელად. ჩემ წინ მანქანა გაჩერდა, სასიამოვნო ჯაზის ჰანგები ისმოდა ჩაწეული ფანჯრიდან. მანქანიდან მოხუცი მამაკაცი გადმოვიდა და თავის ქალბატონს გადმოსვლაში დაეხმარა. მომდევნო ნახევარი საათი მუხის ქვეშ მშვენიერი ჰანგების ფონზე ცეკვავდა მოხუცი წყვილი”.

6. “პატარა გოგონას ოპერაციის შემდეგ პირველი ჯგუფის სისხლი დასჭირდა და მის ტყუპისცალ ძმა ვუთხარი, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გვქონდა მოსაგვარებელი. ბიჭი მშობლებს დაემშვიდობა და როცა გადასხმას მოვრჩით იკითხა: “როდის მოვკვდები?” ეგონა, რომ საკუთარი სიცოცხლე დის გადარჩენას შესწირა”.

7. “მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს. რომელიც დილიდან დაღამებამდე მუშაობს ოჯახის შესანახად. უყვარს და პატივს სცემს დედას. 5 წლიდან (ახლა 17 წლის ვარ) სისტემატიურად ესწრება ჩემი ფეხბურთის გუნდის მატჩებს, მამხნევებს და მგულშემატკივრობს. ახლახან, ძველ საბუთებში ვიპოვე მისი აღიარებითი ჩვენება: “18 წლის ალკოჰოლიკი ვარ, კოლეჯიდან გამომაგდეს. უიღბლო თვითმკვლელი, რომელი სასტიკად ექცეოდა ბავშვებს. მაქვს კრიმინალური წარსული, მანქანის გატაცების მცდელობით. ვარ არასრულწლოვანი მამა. ვფიცავ, ვიქნები საუკეთესო მამა ჩემი შვილისთვის, ისეთი, რომელზეც ვოცნებობდი და არ მყავდა”. არ ვიცი როგორ, მაგრამ მან შეასრულა დანაპირები”.

8. “დღეს ჩემი 8 წლის შვილი ჩამეხუტა და მითხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედა ვარ. შენ ხომ მსოფლიოს დედები არ გინახავს-მეთქი ვკითხე? ის კი კიდევ უფრო ძლიერად ჩამეკრა და მიპასუხა: “ვნახე, შენ ხარ ჩემი მსოფლიო”.

9. “დღეს ალცგეიმერის ურთულესი ფორმის პაციენტი გავსინჯე. ხშირად საკუთარ სახელს ვერ იხსენებს და ავიწყდება რა თქვა ერთი წუთის წინ, მაგრამ როგორც კი თავის ცოლს დაინახავს, ეუბნება: “გამარჯობა, ჩემო მშვენიერო კეიტ”. სხვა ამას სასწაულს ეძახის. მე კი – სიყვარულს”.

10. “დღეს ჩემი ლაბრადორი 21 წლის გახდა. ისეთი ბებერია, რომ ყეფის თავი არ აქვს, თითქმის ვეღარც ხედავს და აღარც დგება, მაგრამ როგორც კი ოთახში ჩემს შესვლას იგრძნობს, მხიარულად აქიცინებს კუდს”.

11. “დღეს შეუღლებიდან 10 წლის იუბილე გვაქვს, მაგრამ რადგან ორივე უმუშევარი ვართ, შევთანხმდით, რომ ერთმანეთს საჩუქრებით ვერ გავანებივრებდით. გაღვიძებისას მეუღლე საწოლში არ დამხვდა, იმ დროს შემოვიდა, როცა ავდექი, ადრიანად ამდგარიყო, რათა მინდვრის ყვავილები დაეკრიფა ჩემთვის”.

12. “დღეს საოცრება მოხდა. ჩემი ორი წლის შვილს ფეხი გაუსრიალდა და აუზში ჩავარდა. სანამ მასთან მივედი, ჩვენი რეტრივერი საყელოში სწვდა და კიბეებთან გამოათრია, სადაც ბავშვმა ფეხზე დადგომა შეძლო”.

13. “დღეს ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ კიბოს უჯრედები საგრძნობლად შემცირებულია. ჩემი დონორი ჩემი ძმაა, რომელმაც 16-ჯერ გაიღო ჩემთვის თავისი
ძვლის ტვინი”.

14. “საღამოს, როცა ბაბუაჩემთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, ყვავილებიის მაღაზიასთან გამაჩერებინა და ბებიასთვის თაიგული იყიდა. “დღეს მისი დაბადების დღეა და არც რაიმე განსაკუთრებული თარიღი” – ვუთხარი გაკვირვებულმა. ვიცი, მაგრამ მის გვერდით გატარებული თითოეული დღეა ჩემთვის განსაკუთრებულია, თაიგული კი ღიმილს მოჰგვრის – მიპასუხა”.

15. “1996 წლის 2 სექტემბერს თვითმკვლელობისთვის ვემზადებოდი და წერილიც დაწერილი მქონდა. გასროლამდე 2 წუთით ადრე, ჩემმა შეყვარებულმა კარზე მომიკაკუნა და მითხრა ფეხმძიმედ ვარო. მივხვდი, რომ სიცოცხლე მომწყურდა. ჩემი შეყვარებული ახლა ჩემი საყვარელი ცოლია. პირველ გოგონას ორი ბიჭი მოჰყვა. დროდადრო ვკითხულობ სიკვდილის წინ დაწერილ წერილს, რათა მუდამ მახსოვდეს, ვინ მომცა მეორე შანსი და მუდამ მადლიერი ვიყო მისი”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს