დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – სულ სხვა რაკურსით დანახული თქვენი მშობლები

402

ვერძი – აქტიური, ცოტა მკაცრი, მაგრამ ყურადღებიანი დედაა. არ უყვარს როცა შვილები ზედმეტად “კალთაზე მიწებებული” იზრდებიან, ამიტომ მაქსიმალურად უწყობს ხელს მათში დამოუკიდებლობის გრძობის გაღვიძებას

კურო – მშვიდი, გაწონასწორებული და ძალზე მზრუნველი დედაა. ვერ იტანს გადამეტებულ სიცელქეს ბავშვის მხრიდან. ყოველთვის ცდილობს თავისი პირმშო კარგად მოვლილი და გამოკვებილი ჰყავდეს. არასოდეს ავიწყდება მისი მატერიალური კუთხით წახალისებაც.

ტყუპი – არათანმიმდევრული, ცოტა ჭკუამხიარული და მეგობრული დედაა. არც თავად უყვარს, არც შვილებს აიძულებს წესრიგის სიყვარულს. მის სახლში ყოველთვის მხიარული ქაოსია, ბავშვებთან ერთად თავადაც სიამოვნებით თამაშობს ხოლმე სხვადასხვა ტიპის თამაშებს.

კირჩხიბი საუკეთესო დედაა ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. საკუთარ შვილებზე გადაყოლილი ქალია. იმდენად, რომ შეუძლია თავიც კი გასწიროს მათთვის. ხშირად ამბობს უარს პროფესიულ მიღწევებზე, ოჯახისა და ბავშვების საკეთილდღეოდ.

ლომი – ავტორიტეტის მქონე დედაა, ბავშვები მისით მთელი ცხოვრება ამაყობენ. ხშირად ვერ იცლის შვილებისთვის, თუმცა მაინც ახერხებს, მათი ცხოვრება აკონტროლოს და გადამწყვეტი სიტყვა მისი იყოს ყოველთვის. შვილები აღმერთებენ დედა ლომს გულუხვობისა და ავტორიტეტულობის გამო.

ქალწული– არაჩვეულებრივი, მზრუნველი, საოცრად ყურადღებიანი და გამგებიანი მშობელია. გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ამიტომ შვილის ინტერესებს ყველაზე წინ აყენებს ცხოვრებაში. ბავშვისთვის საუკეთესო მრჩეველი და მესაიდუმლეა. თუმცა, უყვარს ხოლმე პერიოდულად გადამეტებული კრიტიკა და შეგონებები.

სასწორი – რბილი, მოსიყვარულე და ლოიალური მშობელია. ცდილობს პატარა ასაკიდანვე ჩაუნერგოს შვილს რომანტიკის, ხელოვნებისა და სილამაზის სიყვარული. დიდ ყურადღებას აქცევს სითბოს გამოხატვას უშუალოდ ურთიერთობაში, ხშირად კოცნის და ეფერება შვილებს.

მორიელი – მკაცრი მაგრამ უზომოდ სამართლიანი მშობელია. ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება მის შვილს. თუმცა, ბავშვებს ენის მოჩლექითა და ზედმეტი სითბოს გამოხატვით არასოდეს ანებივრებს. უყვარს სიმკაცრე და აიძულებს შვილებს რეჟიმში ცხოვრებას.

მშვილდოსანი – მეგობრული, მხიარული და არცთუ მზრუნველი დედაა. ხშირად უბრალოდ არ სცალია ბავშვებისთვის. თუმცა პატარები აღმერთებენ ხალისიან და მუდამ მომღიმარ დედას. მოსწონს შვილებთან ერთად ხეტიალი. შესაბამისად, დედა მშვილდოსანი პატარა ასაკიდან მუდამ თან დაატარებს ხოლმე საკუთარ შვილს ყველგან სადაც მიდის.

თხის რქა – ძალაუფლების მოყვარული, მკაცრი და ემოციების გამომჟღავნების მხრივ ცოტა ცივი დედაა. შვილებზე ძალიან ზრუნავს და მუდამ ცდილობს მათთვის საუკეთესო მომავალი უზრუნველყოს, რაც ძირითადად კარგი განათლების მიღებაში გამოიხატება. თუმცა, ემოციების გამოხატვის მხრივ მოზომილია. შესაბამისად, იშვიათად იმეტებს ბავშვებისთვის კომპლიმენტებს ან წახალისებას.

მერწყული – არაორდინარული, ცოტა ქაოსური, მაგრამ ძალიან მეგობრული დედაა. როგორც წესი, ბავშვის აღზრდას მორიგ გასართობად აღიქვამს. მოსწონს შვილების თავისუფლად აღზრდა, არ უყვარს მათთვის რაიმეს დაძალება და მიაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია. მერწყულის შვილები უზომოდ კრეატიულები და ნიჭიერები არიან.

თევზები – მოსიყვარულე, უზომოდ თბილი და მზრუნველი დედაა. თუმცა ხასიათის სირბილის გამო, ხშირად უჭირს ბავშვებს ხასიათში პრინციპულობა და ბრძოლის უნარი განუვითაროს. სამაგიეროდ, მისი შვილები დიდი სულიერებით, სიკეთითა და გულმოწყალებით გამოირჩევიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს