ექსკლუზიური პროგნოზი ექსპერტისგან, რა ბედი ელის კაცობრიობას 2025 წელს და რა მოხდება უახლოეს მომავალში

1112

ბევრი ნათელმხილველი და სულიერი პრაქტიკის გურუ ამბობს, რომ 2025 წელი ჩვენი სამყაროს ახალი ეპოქის დასაწყისია. რა ბედი ელის კაცობრიობას ამ ახალ სამყაროში? რა უნდა გაკეთდეს, რომ იცხოვრო ჰარმონიაში სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან? როგორ დაიცვათ თავი სამყაროს რესტრუქტურიზაციის პერიოდში? ამ კითხვებზე პასუხი „პაპარაციმ“ მოგიმზადათ.

მსოფლიოში ყველა სული იყოფა ორ კატეგორიად: ნათელი და ბნელი. ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ. სული სამყაროში ნეიტრალური შემოდის, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გარკვეული ქმედებების შესრულებისას ერთ–ერთ მხარეს იხრება. ყოველდღე არჩევანს ვაკეთებთ და ნელ–ნელა გადავდივართ ნათელი ან ბნელი მხარისკენ. ასე საკუთარი ქმედებების შედეგად ჩვენი სული ნათელი ან ბნელი ხდება.

რა ბედი ელის კაცობრიობას 2025 წელს?

დიახ, ჩვენ, ყველა შეიძლება ვიყოთ გაბრაზებული, განვიცადოთ ნეგატიური ემოციები, ცუდი განწყობა. ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, თუ რა მიმართულებით შებრუნდება ჩვენი სული. ჩვენი სიტყვები და ქცევები გადამწყვეტ როლს თამაშობს მხარის არჩევაში. ადამიანი შეიძლება იყოს მოღიმარი, ერთი შეხედვით, კეთილი და პოზიტიური, მაგრამ მისი ფიქრები მიმართული იყო ნეგატივისკენ, სხვებისთვის ცუდი სურდეს. ამ შემთხვევაში, მისი სული ბნელი ხდება. პირიქითაც შეიძლება იყოს – გარეგნულად პირქუში ადამიანი კეთილ საქმეებს ჩადიოდეს. ასე სული ნათელ მხარეს გადადის.

ჩვენს თანამედროვე სამყაროში ახლა უფრო მეტი ბოროტებაა, ვიდრე სიკეთე. მათ, ვინც საკუთარ თავს საზოგადოების ელიტას უწოდებს, სინამდვილეში ბნელი სულები აქვთ. ისინი თვლიან, რომ სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანია. სწორედ ამიტომ, ახლა ხდება ბევრი სამხედრო კონფლიქტი. ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ 2025 წლისთვის პლანეტის ამჟამინდელი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი არ დარჩეს. ამიტომ, ადამიანების წინაშე დგას საკუთარი და ახლობლების სიცოცხლის დაცვა. თუ შესაძლებელია, უნდა დატოვოთ საბრძოლო ზონა და გაანალიზოთ, სად და რა შეიძლება მოხდეს.

თანამედროვე სამყაროში ბევრი ხაფანგია, რომლებიც ნათელი სულების მოტყუებას ცდილობენ. სურთ, რომ ბნელ მხარეს გადაიყვანონ. ეს არის ნარკოტიკი, ალკოჰოლი, უმუშევრობა, როცა ადამიანი იძულებულია იფიქროს, როგორ გამოკვებოს საკუთარი თავი და ოჯახი. ეს უბიძგებს დაუფიქრებელი ქცევისკენ, ზოგჯერ საშინელი ქმედებისკენ. ადამიანი აზროვნებას წყვეტს და სიყვარულს გულში არ უშვებს. ბრაზი მხოლოდ ბრაზს ბადებს, აგრესია მხოლოდ აგრესიას ბადებს. ყოველდღე ამაზე უნდა დავფიქრდეთ და დაუფიქრებლად არ ვიმოქმედოთ.

რა უნდა გააკეთოთ ბოროტებისგან თავის დასაცავად?

ყველაზე სწორი, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, საკუთარი გულის მოსმენაა. დანიშნულების მოძებნა, შინაგანი ხმის მოსმენა. ამისთვის მოდუნება უნდა ისწავლოთ. დღეში 15 წუთი განტვირთვას დაუთმეთ. ყველა ფიქრი გაუშვით და თავში ჩაიხედეთ. დაეკითხეთ საკუთარ თავს, ხართ თუ არა კმაყოფილი ამჟამინდელი ცხოვრებით და რისი შეცვლა გინდათ. თუ ამ მოქმედებას რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე გაიმეორებთ, პასუხს თქვენში იპოვით. გული გიკარნახებთ, საით გააგრძელოთ გზა, რა მიმართულებით, სად არის სინათლე.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, თუ ადამიანმა არ დაკარგა საკუთარი თავი იმდენად, რომ თავის მოქმედებას ვეღარ აკონტროლებს. ნებისმიერი, კრიტიკული სიტუაციიდანაც გამოსავალი არსებობს. უბრალოდ არ უნდა შეგეშინდეთ საკუთარი თავის გამოხატვა, გულისხმის მოსმენა და სიყვარულის გამოვლენა. პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ. არა ეგოისტურად, არამედ გულწრფელად. ასე შეძლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლას და შენარჩუნებას, გახადოთ ის უფრო ხელსაყრელი თქვენთვის და სამყაროსთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს