სიღარიბე და უიღბლობა სახლში რომ არ შემოუშვათ, არ გასცეთ ეს ნივთები უფასოდ 

4826

ვის არ უსესხია ან გაუცია რაიმე ნივთი სხვისთვის? ჩვეულებრივ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. აი, ეზოთერიკოსები მოგვიწოდებენ, ასეთი ქმედებები გააზრებულად შევასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში სიუხვეს დაკარგავთ, უბედურებას მოიზიდავთ და უნებურად გასცემთ თქვენს სიმდიდრეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ უნდა გაასესხოთ ნივთები თქვენი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

სიუხვე სახლში

ნივთების გაცვლისას ერთმანეთის ენერგეტიკასაც ვცვლით. მისი დამუხტვის კონტროლი ძალიან რთულია. ყოველთვის არ ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანს ჩვენს მიმართ, ვისაც დროებით ვასესხეთ ჩვენი ქონება. არაკეთილმოსურნემ ნივთის დაბრუნებისას ცუდი რამ შეიძლება გვისურვოს.

შურიანი ხალხი საშიშია. ისინი ნეგატივს გადასცემენ ყველაფერს, რასაც ეხებიან. მათთან სიფრთხილე გმართებთ. გირჩევთ, დაიცვათ რეკომენდაციები, რომ სხვისი „მანკიერება“ არ აიღოთ.

თუ ეჭვი გეპარებათ ადამიანის ზრახვებში, მონეტა ან წვრილი კუპიურა გამოართვით თქვენი ნივთის სანაცვლოდ. ასე შენს ნივთს არ გასცემთ, არამედ გაყიდით. იგივე გაიმეორეთ, როცა თავად სესხულობთ ნივთს. ბოლოს თქვით: „გადახდილია!“ ასე ნებისმიერ ნეგატივს გზას ჩაუკეტავთ.

რომელი ნივთები არ უნდა გასცეთ უფასოდ?

ყვავილის ქოთნები, ყვავილები, ფესვები, ყლორტები და თესლი გადახდას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დონორი მცენარე ზრდას შეწყვეტს ან გახმება. თუ გაეცით არაკეთილმოსურნეზე, იმავე სახეობის ყვავილის გაზრდის იმედს შეგიძლიათ დაემშვიდობოთ. არაფერი გამოვა, რაც არ უნდა ეცადოთ!

უფრო მეტიც, თუ მოშურნე ადამიანს სთხოვთ ადრე თქვენ მიერ გაცემული ყვავილის ყლორტს, დიდი ალბათობით, უარს გეტყვით. მან იცის: ასე დაირღვევა ენერგეტიკული გადინება, რომელიც განზრახ შექმნა.

ყვავილების მოპარული ძალების დასაბრუნებლად, არაკეთილმოსურნეს მიხაკის ყვავილი მიუტანეთ და თქვით: „გჩუქნი ყვავილს (ადამიანის სახელი), მიმაქვს ჩემი ყვავილის სული, ყველაფერს თავის ადგილზე ვაბრუნებ“. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.

ამიტომაც, თქვენი ყვავილისთვის ერთი თეთრი მაინც აიღეთ, თუნდაც ყვავილს დეიდას ან მეგობარს ჩუქნიდეთ.

ჭურჭელი – ოჯახური კეთილდღეობა

თეფშების, ჭიქების და სხვა ჭურჭლის გასესხებით, სახლში ჩხუბი და კონფლიქტი შეიძლება მიიზიდოთ. ამ შემთხვევაში, ჯადოქრები გირჩევენ, რომ აიღოთ მონეტა მომსახურებისთვის. შემდეგ ჭურჭელში კანფეტი ჩადეთ და გულში თქვით: „ჭურჭელი არ გავასესხე, არამედ დროებით გავყიდე. უკან დავიბრუნებ და ჩემს ძალას ჩემთან ვინახავ“.

სთხოვეთ ადამიანს, რომ ცარიელი ჭურჭელი არ დაგიბრუნოთ. დაბრუნებული ნივთი გამდინარე წყალში მწიკვ მარილთან ერთად გარეცხეთ და თქვით შემდეგი სიტყვები: „თუ ჭურჭელმა სხვისი ძალები მიიღო, ჩემი მარილი მათ მოაშორებს“.

სამკაულები

ვალდებული არ ხართ, ვინმეს ასესხოთ თქვენი საყვარელი ბეჭედი ან საყურე! არ მოგერიდოთ უარის თქმა, რადგან სამკაული მფლობელის ენერგიას შთანთქავს. სხვა საქმეა, თუ თავად გადაწყვიტეთ თქვენი სამკაულის გაჩუქება. ამ შემთხვევაში, სამკაული გამდინარე წყლის ქვეშ მოათავსეთ და თქვით შელოცვა: „ამ ნივთის ენერგეტიკას ვანულებ, მისგან მთელ ძალას ვიღებ, ამ ნივთისგან ყველა სასიამოვნო მოგონებას ჩემთვის ვიტოვებ“.

და შემდეგ: „ემსახურე და ბედნიერება მოუტანე (ახალი მფლობელის სახელი)“. გაჩუქებისას სთხოვეთ ყვითელი ფერის მონეტა სანაცვლოდ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საჩუქარი მაშინვე გაიკეთოს. ასე სამკაული მისი თილისმა გახდება და ბედნიერებას მოუტანს. თქვენი ძალა კი თქვენთან დარჩება.

მარილი – სახლის ენერგია

მარილის ძლიერი ენერგეტიკა ღრუბელივით მოქმედებს, კარგსაც და ცუდსაც შთანთქავს. მარილის გაცემისას, თქვენი სახლის სიძლიერესაც აზიარებთ. მტერი კი მოგცემთ თავის ნეგატივს, პრობლემებს და უსიამოვნებას. ზოგჯერ განზრახ!

როგორ დავიცვათ თავი? სტუმრისთვის მარილის გადაცემისას ჩუმად თქვით შემდეგი სიტყვები: „ცარიელ მარილს გაძლევ, ძალას ჩემთვის ვიტოვებ“. მარცხენა ხელით გაასესხე, მარჯვენი ხელით აიღეთ ფული მომსახურებისთვის.

თუ ადამიანი ეჭვებს იწვევს, სრული უფლება გაქვთ თხოვნაზე უარი უთხრათ. უკიდურეს შემთხვევაში, ერთი შეფუთვა მარილი იყიდეთ კლებად მთვარეზე. ეს მარილი არ გამოიყენოთ. სახლში მასზე აანთეთ ნებისმიერი ფერის სანთელი და ზემოდან 3 წვეთი ცვილი დააწვეთეთ, თან თქვით შელოცვა: „ეს მარილი არ შთანთქავს ძალებს, რომელიც მის გარშემო არსებობს. სახლში არაფერს მომიტანს და არაფერს წაიღებს“.

შელოცვილი მარილი ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ შეინახოთ, სამზარეულოს გარდა. ამ მარილის გაცემის შემთხვევაშიც სიმბოლური გასამრჯელო აიღეთ. მნიშვნელოვანია: მარილის გაცემისას უკან დაბრუნება არ მოითხოვოთ, რომ სხვისი უსიამოვნება არ წამოიღოთ.

პურის ბოლო ნატეხი

უძველესი დროიდან პური სახლში სიუხვის სიმბოლოა. ბოლო ნატეხის გაცემით, თქვენი კეთილდღეობის ნაკადს ბლოკავთ. არ იდარდოთ, თუ ვინმე ხარბ ადამიანად ჩაგთვლით. თუ სინდისი ძალიან გაწუხებთ, იყიდეთ ორი პური, რომ ერთის გაცემა შეძლოთ.

თუ პურის გასესხება მოგიწიათ, მისგან მონეტა აიღეთ და გააფრთხილეთ, რომ პურის გასესხება არ შეიძლება. თუ პურს გასცემთ მოწყალებისთვის, ზღურბლიდან არასდროს მიაწოდოთ. გარეთ გადით და გონებაში თქვით შემდეგი სიტყვები: „გაჭირვებულს ვეხმარები, ჩემს პოზიტიურ ძალას ვინარჩუნებ“. კეთილი საქმე თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებას მოიზიდავს.

სიუხვე სახლში: თქვენთვის ძვირფასი ნივთები

ნივთები, რომელთაც 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობთ. უფლება გაქვთ, არ გაასესხოთ ნივთი, რომელსაც თქვენთვის სიხარული და იღბალი მოაქვს. იქნება ეს ბლუზა, კალამი თუ ლარნაკი. თუნდაც ღვიძლმა დამ გთხოვოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს