თხის რქებზე უკვე ბევრი რამ ითქვა. ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან სერიოზულები, მოწესრიგებულები და შრომისმოყვარეები. დღეს “პაპარაცი” გიამბობთ ამ ნიშნის ქალ წარმომადგენლებზე, გაგიმხელთ, როგორია შეყვარებული თხის რქა და რას უნდა ელოდოს სიბერეში.
თხის რქა სიყვარულში
აღსანიშნავია, რომ თხის რქა ქალი ურთიერთობაში საიმედოობას და გულწრფელობას ეძებს. მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობას შორის ანალოგიის გაკეთება ადვილია. თხის რქა ქალი ყველაფერს პრაგმატულად და პრაქტიკულად უდგება და ძნელია ამაში დავადანაშაულოთ.
თუ თხის რქა ქალს უყვარდება, მაშინვე ცხადყოფს, რომ თავისი მოვალეობების შესრულებაზე მთელ ენერგიას დახარჯავს. მეორე მხრივ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმაც გამოიჩინოს მსგავსი პასუხისმგებლობა და თავდადება.
გინდა თხის რქა ქალის ყურადღება მიიპყრო? აჩვენეთ თქვენი ამბიცია და სამომავლო გეგმები, დაარწმუნეთ, რომ ჩანაფიქრს ნებისმიერ ფასად განახორციელებთ. მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ ინტერესი გამოხატოთ მისი მისწრაფებების მიმართ. დაიმახსოვრეთ, ქცევებს თქვენზე ბევრად მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე სიტყვებს.
ხასიათის თვისებები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ადრე იზრდებიან. გარშემომყოფები ადვილად ამჩნევენ, საზოგადოების რამდენად სერიოზული და მიზანდასახული წევრები არიან ისინი. ამბიციურები არიან და მთელ თავიანთ დისციპლინას და ორგანიზებას იყენებენ მიზნების მისაღწევად.
სამსახურში უფროსები ყოველთვის ამჩნევენ, თუ როგორ ცდილობს თხის რქა გუნდის სასარგებლოდ მუშაობას. თუ თავად თხის რქა იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას, საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, როგორ უნდა მუშაობა. სწორედ ისეთი უფროსია, რომელიც ბოლო ტოვებს ოფისს და ყველაფერს აკეთებს, რომ კომპანია განვითარდეს.
თუ ისე მოხდა, რომ თხის რქა უმუშევარია, სახლში ლიდერი ხდება. მაგალითად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა დიასახლისმა ყოველთვის იცის, რას აკეთებენ მისი შვილები და მეუღლე. სახლში სრული წესრიგი აქვს, ოჯახის წევრები მთავარსარდლის მითითებებს ასრულებენ.
თხის რქა სიბერეში
ერთი მხრივ, ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენელი სიბერეში ძალიან ახირებული ხდება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვებმა მისი სურვილები შეასრულონ და მისი სიტყვები გაითვალისწინონ. ამავდროულად, თხის რქა ხშირად ნანობს, რომ ოჯახის წევრების და მეგობრების მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოხატავდა და გრძნობებს მწირად ავლენდა.
მედლის მეორე მხარეც არსებობს. თუ თხის რქა მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდა და სიმაღლეებს მიაღწია, სიბერეში დაკარგული დროის ანაზღაურებას ეცდება. ამ დროში თხის რქა იწყებს ბევრ მოგზაურობას, სამყაროს შეცნობას და ა.შ. უფრო მეტიც, შეიძლება ვინმე თავდავიწყებით შეუყვარდეს და გააჩაღოს ისეთი რომანი, რომ ახალგაზრდა ნათესავებს გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდეს.
აღსანიშნავია, რომ თხის რქა დღეგრძელია. სპორტი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი დიდად არ უყვარს, უბრალოდ ბუნებამ კარგი ჯანმრთელობით დააჯილდოვა. ასე რომ, ეს ურცხვები იმქვეყნად მიდიან ჭიქა რომით ხელში, რომელსაც ახალგაზრდა მორიელები და ტყუპები აწვდიან. ეს უკანასკნელნი მზად არიან ყველაფრისთვის, რომ ასეთ კარგ კომპანიაში გაერთონ.
პენსიონერი თხის რქისგან ნებისმიერ დროს სიურპრიზებს ელოდეთ. ძალიან არაპროგნოზირებადი არიან. იმედი არ გქონდეთ, რომ სახლში დაჯდება და შვილიშვილებისთვის წინდებს მოქსოვს.