გუგამ სხვისი შვილის მამობა გადაწყვიტა, მაგრამ სიკეთემ მხოლოდ პრობლემები მოუტანა

1

არასოდეს მომწონდა გამონათქვამი, რომ „უბრალოება ქურდობაზე უარესია“, მაგრამ ზუსტად ეს გამახსენდა, როცა გუგას ამბავი პირველად მოვისმინე. ახალგაზრდა მამინაცვალია. მზად არის, დაეხმაროს ყველას და ყოველთვის, მაგრამ რა მიიღო საბოლოოდ?!

ახალგაზრდა მამინაცვალი

ყველას არ შეუძლია დაქორწინდეს ქალზე, რომელსაც სხვისგან შვილი ჰყავს. გუგამ კი სხვისი შვილის მამობა საკუთარ თავზე უპრობლემოდ აიღო. უფრო მეტიც, როცა ჰყვება თავის შიოზე, როგორ გაიარა პირველად 10 თვისას ან როგორ ცდილობს კოვზით ჭამას, ვერც იფიქრებ, რომ თავის შვილზე არ ლაპარაკობს.

უნდა ვაღიაროთ, რომ სამსახურში გუგა თავისი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას დიდად არ ცდილობდა. უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. ახალი კლიენტების მოძიების ნაცვლად ყველას შიოს ფოტოებს აჩვენებდა ან მეგობრების ტელეფონების და ნოუთბუქების შეკეთებით იყო დაკავებული, თან ამას უსასყიდლოდ აკეთებდა.

პატარა კომპანია იყო. გუგას გარდა, იქ მუშაობდნენ დირექტორი ნათია, მოადგილე ნატო და კიდევ სამი მასწავლებელი, რომლებიც ოფისში მხოლოდ გაკვეთილების ჩასატარებლად მოდიოდნენ.

ზარმაცი, მაგრამ კეთილი

ნათია გამუდმებით ემუქრებოდა გუგას გათავისუფლებით, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც აჩერებდა. გუგას მოვალეობა იყო, დაერეკა პოტენციურ სტუდენტებთან, რომლებმაც განცხადებები დატოვეს ცენტრის ვებგვერდზე და მოლაპარაკებოდა კურსის დაწყებაზე. დირექტორს შეეძლო მასთან მისულიყო და ეკითხა, რამდენი ზარი განახორციელა დღეს?

გუგას შეეძლო ეპასუხა, რომ მხოლოდ სამ ადამიანს დაურეკა და მათგან ორი ოფისში შეიძლება მოვიდეს. ეს იმ დროს, როცა ვებგვერდზე ასობით განაცხადი იყო შემოსული. გაყიდვების მენეჯერი ირწმუნებოდა, რომ ყველასთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა. უნდა შეარჩიოს ისინი, ვინც დათანხმდება კურსზე სიარულს. უცნობია, როგორ ავლენდა ასეთ ადამიანებს ტელეფონის ნომრით და სახელით.

ასე დირექტორს უწევდა კაბინეტში ჩაკეტვა და დღის გეგმის შესრულება გუგას ნაცვლად. გუგა კი მხოლოდ სამსახურიდან ადრე წასვლაზე ფიქრობდა. მისი თქმით, უკვე ყველაფერი გააკეთა. არც ერიდებოდა, სამსახურიდან ადრე წასვლა ეთხოვა. სახლში ეჩქარებოდა. აქ ხომ შიო ელოდა.

საუბარი კოლეგასთან

ერთხელ ნატომ პირდაპირ უთხრა დირექტორს, რომ გუგას საკითხი მოსაგვარებელი იყო. ადამიანს მუშაობდა არ უნდა და ჯობია გაათავისუფლონ. იქნებ, ასე გონს მოვიდეს. მაგრამ ნათია ძალიან კეთილი იყო. გაყიდვების მენეჯერი მასთან მუშაობდა კომპანიის შექმნის დღიდან და გეგმასაც თითქოს ასრულებდა. თუმცა, სინამდვილეში თავად აკეთებდა საქმის ნახევარს.

ნათია ხვდებოდა, რომ გუგას ახალგაზრდა ცოლი და ვაჟი ჰყავდა. არ უნდოდა გათავისუფლებით ბიჭისთვის პრობლემები შეექმნა. შესაძლოა, დირექტორს თავად სურდა ოჯახის შექმნა, მაგრამ შესაფერისი მამაკაცი ვერ იპოვა და ამიტომაც დაუდევარი თანამშრომელი ეცოდებოდა.

ნატოს გუგა აშკარად აღიზიანებდა. გუგას შეეძლო მთელი დღე უსაქმოდ ყოფილიყო, თავისთვის ებურტყუნა ან ფეხები ებაკუნა მაგიდის ქვეშ, რითაც ნატოს საქმეში ხელს უშლიდა. როცა ნატო დამშვიდებას სთხოვდა, ბოდიშს იხდიდა, მაგრამ 5 წუთის შემდეგ ისევ აგრძელებდა. და მაინც, ნატოსაც მოსწონდა ეს კეთილი ახალგაზრდა.

ბიჭი ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა შვილზე. ყოველთვის ყველას დახმარებას ცდილობდა. ნატოც სამსახურში დაჰყავდა, არადა პირდაპირ რომ წასულიყო, ოფისში უფრო მალე მივიდოდა, მაგრამ მისი გულისთვის გზას იგრძელებდა.

ერთხელ ნატო მიხვდა, რომ მის წინაშე საოცრად კეთილი ადამინი იყო. გუგა იმუქრებოდა სამსახურიდან წასვლაზე, რადგან დაბალი ხელფასი ჰქონდა. ეს იმის მიუხედავად, რომ თითქმის არაფერს აკეთებდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი შრომა უნდა დაფასებულიყო. მართალია, ტელეფონებს და ნოუთბუქებს უსასყიდლოდ აკეთებდა. ნატომ დაასკვნა, რომ ასეთ ბოთე კაცთან ცხოვრება გაუჭირდებოდა. ესმოდა, რატომ ჰქონდა კაცს ოჯახში სკანდალები, მაგრამ რატომღაც მაინც მოსწონდა.

ოჯახური საიდუმლო

ერთხელ ნატომ ნათიასთან ლაპარაკში აღიარა, რომ გუგა უცნაური პერსონაჟია, მაგრამ კარგი მამა. როგორ ლაპარაკობს შვილზე, როგორ უყვარს. მაშინ დირექტორმა გაუმხილა, რომ შიო მისი შვილი არ არის. ნატო ყურებს ვერ უჯერებდა.

რომანტიკული ამბავი არ აღმოჩნდა. არც ერთ სერიალს არ ჰგავდა, რომლის ყურებაც ნატოს ასე უყვარდა. გუგას ნინო სკოლიდან უყვარდა, მაგრამ გოგო სიყვარულით არ პასუხობდა. უნივერსიტეტში ცოლად სხვას გაჰყვა და მათი გზები გაიყარა.

რამდენიმე წლის შემდეგ ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ, როცა ნინო უკვე ორსულად იყო. თურმე ქმარმა 2 თვის ორსული მიატოვა. თავიდან ბავშვის გაჩენას არ გეგმავდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს დატოვება, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის ატანა არ შეეძლოთ და დაშორდნენ. საერთო იპოთეკა დამატებითი პრობლემა გახდა. ყოფილი ქმარი ამტკიცებდა, ბინაზე პრეტენზიები არ ჰქონდა, მაგრამ არც გადახდას აპირებდა.

იმ მომენტში გუგა მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ნინო უყვარდა. 2 კვირის შემდეგ ცოლობა სთხოვა. დაჰპირდა, იპოთეკის პრობლემის მოგვარებაში დახმარებას და ბავშვის თავისად აღიარებას. მაშინ თითქმის მთელი დანაზოგი იპოთეკაში ჩადო და სესხი დაფარა.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნინოს ყოფილი ქმარი. ძალიან გაოცებული იყო, რამდენად კარგად მიდიოდა ნინოს საქმე. კაცმა მოითხოვა დიდი თანხა ბინის წილის სანაცვლოდ. გუგამ ყველაფერი გადაიხადა. იმ დროისთვის შიოს დაბადების მოწმობაში გუგას სახელი იყო ჩაწერილი.

მართალია, კომპანია, სადაც ადრე მუშაობდა, თითქმის გაკოტრდა. ასე ახალგაზრდა მამინაცვალი აღმოჩნდა ენების შემსწავლელ ცენტრში. მაგრამ ამით პირად ფრონტზე დრამა არ დასრულებულა.

დასასრული

კვირაში ერთხელ გუგა სამსახურში დაღონებული მოდიოდა. თურმე ნინო ხან სახლიდან აგდებდა, ხან უკან აბრუნებდა. ასეთ დღეებში მის მაგიდაზე გროვდებოდა სხვადასხვა ტექნიკა, რომელთა შეკეთებასაც პირქუში სახით განაგრძობდა.

ნატომ ურჩია, რომ ტექნიკის უფასოდ შეკეთება შეეწყვიტა და გუგამაც დაუჯერა. შემდეგ ჯერზე, როცა ვიღაც ნაცნობი ქალი მოვიდა ტელეფონით, ბიჭმა სახელოსნოში გააგზავნა. მართალია, ნატოს დახმარება დასჭირდა, რომელმაც ქალს უთხრა, აქ აღარ იქნება უფასო სერვის ცენტრი.

დიდი დრო არ გასულა, რომ ნინომ საბოლოოდ გააგდო გუგა. სამსახურიდანაც წამოვიდა. სხვა იპოვა, მაგრამ 1 თვის შემდეგ იქიდანაც წამოვიდა. უცნაური კომპანია აღმოჩნდა. შემდეგ იყო კიდევ ერთი სამსახური და კიდევ ერთი. ყოფილი კოლეგის ცხოვრების დეტალების შესახებ ნატო და ნათია პირველი პირიდან იგებდნენ. გუგა კვირაში ერთხელ ყავაზე მიდიოდა. როგორც ჩანს, დაბრუნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ მისი ადგილი უკვე სხვას ჰქონდა დაკავებული.

ერთ-ერთი ვიზიტისას თქვა, რომ საბოლოოდ აპირებენ განქორწინებას. ძალიან ენატრება ბავშვი, რომელსაც ახლა მხოლოდ კვირაში ერთხელ ხედავს. უფრო მეტიც, ნინომ ალიმენტები მოითხოვა. შემდეგ გუგამ ყოფილ კოლეგას ფულის სესხება სთხოვა. ახალ სამსახურში აყვანას დაჰპირდნენ, მაგრამ მანამდე თავი უნდა გაიტანოს. ის, რომ შიო მისი ღვიძლი შვილი არ იყო, ნატოსთვის არ უთქვამს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს