ბორბლებიანი საყიდლების ჩანთა სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. თუ ადრე საყიდლების ჩანთებით მხოლოდ ბებიები გვხვდებოდა, ახლა ევროპისა და ამერიკის მთელი ახალგაზრდობა ასეთი ჩანთებით დადის. „პაპარაცი“ გიამბობთ, რა არის ამ სატრანსპორტო საშუალების პოპულარობის საიდუმლო. როგორ ავარჩიოთ ბორბლებიანი საყიდლების ჩანთა სწორად ისე, რომ დიდხანს გვემსახუროს.
მათ, ვისაც 90-იან წლებში სსრკ-ში უცხოვრია, ახსოვს ხელის ურიკა ან მაზიდა. მათთან ერთად დადიოდნენ პროდუქტების საყიდლად, მათით გადაჰქონდათ საქონელი. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველი ბორბლებიანი საყიდლების ჩანთა. როგორც წესი, მაშინ ურიკის კარკასზე ჩანთას აკერებდნენ ან ამაგრებდნენ. დღეს საყიდლების ჩანთა-ურიკის მრავალფეროვნება ყველა რეკორდს ხსნის. სხვადასხვა ზომის, კონფიგურაციის და ფერის ჩანთა შეგიძლიათ შეიძინოთ. ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს სთავაზობს თავად აირჩიოს ან შექმნას მოხატულობა თავისი ჩანთისთვის.
ბორბლებიანი საყიდლების ჩანთა – რას მივაქციოთ ყურადღება არჩევისას?
საყიდლების ჩანთის არჩევისას ბორბლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი უნდა იყოს საკმარისად დიდი და გამძლე. ხშირად გვიწევს ჩანთების გატარება უასფალტო გზაზე ან მისი ატანა კიბის საფეხურებზე. ბორბლები ძირზე კარგად უნდა იყოს მიმაგრებული და რეზინის რგოლი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩანთა ირახუნებს და ყველა კენჭზე იხტუნავებს. ჩანთების ზოგიერთ მოდელს ორი ბორბალი აქვს, ზოგს – ოთხი. არსებობს ექვსბორბლიანი მოდელებიც. ასეთი დიზაინი საშუალებას გაძლევთ ადვილად აიტანოთ ჩანთა კიბეზე, ასევე ბორბლები უფრო გამძლეა.
რა თქმა უნდა, ბორბლები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მთავარია, რაზეა მიმაგრებული. დღეს ბორბლებიანი ჩანთის ჩარჩო ალუმინისგან ან ფოლადისგან მზადდება. ალუმინის ჩარჩო მსუბუქია, მაგრამ არც ისე გამძლე. ფოლადის ჩარჩო წლები გემსახურებათ დაზიანების გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ჩანთების წონა მნიშვნელოვნად განსხვავდება. არსებობს ორი სახის ბორბლებიანი ჩანთა, მოსახსნელი და მთლიანი. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე და პრეფერენციებზე. იგივე ეხება ჩანთის და ჩარჩოს ზომას და ტევადობას. დასაკეცი თუ მთელი ბორბლებიანი ჩანთა, ეს ადამიანის საჭიროებებზე დამოკიდებულია.
რატომ ირჩევენ ახალგაზრდები ბორბლებიან ჩანთას საყიდლებისთვის?
რატომ გახდა ასე პოპულარული ბორბლებიანი ჩანთა ჩვენს დროში? ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტად წუხს პლანეტის ეკოლოგიურ პრობლემებზე. პოლიეთილენის პარკები უკვე წარსულს ჩაბარდა. ისინი ქაღალდის შეფუთვებმა ჩაანაცვლა, მაგრამ ქაღალდის შეფუთვები არ არის გამძლე და საიმედო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ ირჩევს ახალგაზრდობა ბორბლებიან საყიდლების ჩანთას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ტრანსპორტირების სიმარტივეა. რა საჭიროა პაკეტების თრევა, როცა შეგიძლია ჩააწყო მოსახერხებელ ჩანთაში.
ბევრ ახალგაზრდას არ აქვს საკუთარი ავტომობილი, ხოლო მაღაზიებში სიარული ხშირად უწევთ. სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, მოიმარაგოს პროდუქტები სახლში და არ დახარჯოს დრო და ფული ყოველდღიურ საყიდლებზე. უფრო მარტივია კვირაში ერთხელ მაღაზიაში წასვლა და ყველა საჭირო პროდუქტის შეძენა. თან დიდი სუპერმარკეტები სახლთან ახლოს შეიძლება არ იყოს. თანამედროვე ახალგაზრდები დროს, ფულს და კომფორტს აფასებენ. ამის წყალობით კომფორტული, მოსახერხებელი ნივთების ინდუსტრია ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის საქონელს.
თუ ფიქრობთ მოსახერხებელი ბორბლებიანი საყიდლების ჩანთის შეძენაზე, ამ საკითხს დრო დაუთმეთ. შემოთავაზებული მოდელების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეთ. აირჩიეთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს სიმაღლეს და კომფორტს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ქსოვილს, რომლისგანაც ჩანთა შეკერილია. უნდა იყოს საკმარისად გამძლე, არ სველდებოდეს და ადვილად იწმინდებოდეს. აირჩიეთ მოდელი, რომელსაც რეგულირებადი სახელური აქვს, ასე თქვენთვის ოპტიმალური სიმაღლის არჩევა გაგიადვილდებათ.