ნანატრი გაზაფხულის სითბოს მოსვლასთან ერთად ყველა თავმოყვარე დიასახლისი ფანჯრების წმენდას იწყებს. არსებობს მოსაზრება, რომ ფანჯრები ზამთრის შემდეგ აღდგომამდე უნდა გაირეცხოს. აი, გამოცდილი დიასახლისები აღნიშნავენ, რომ მთავარია, რამდენ ხანს გასტანს ეს წმენდა. ფანჯრების გაწმენდა ისე, რომ შემოდგომამდე სუფთა დარჩეს, რთული, მაგრამ რეალური ამოცანაა.
ეს ხრიკი მეზობელმა მასწავლა. ერთხელ ყავის დასალევად ვესტუმრე და გამაოცა მისი ფანჯრების სისუფთავემ, არადა მანამდე რამდენიმე დღე კოკისპირული წვიმა იყო. თურმე, მეზობელი ერთ საშუალებას წარმატებით იყენებს და ფანჯრების ხშირად წმენდა არ უწევს. ახალგაზრდობაში სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა და ნომრების დასალაგებლად სხვადასხვა ხრიკს იყენებდა. მაგალითად, ყოველი წვიმის შემდეგ ფანჯრები რომ არ გაეწმინდა, იყენებდა გამოცდილ საშუალებას, რომელიც მინის სისუფთავეს დიდხანს ინარჩუნებდა. მარტივი, მაგრამ გამოცდილი მეთოდია.
როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სისუფთავის ვადის გასახანგრძლივებლად?
მაშინაც კი, თუ ფანჯრები ცოტა ხნის წინ გაწმინდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდხანს სუფთა დარჩება. ქუჩის მტვერი და ჭუჭყი დროთა განმავლობაში თავის საქმეს აკეთებს. წვიმა, თოვლი და მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მინაზე წვეთების წარმოქმნას, რომელსაც ეკვრის მტვერი და სხვა სახის ჭუჭყი. განსაკუთრებით შესამჩნევია სხვადასხვა საწარმოსთან და მაგისტრალთან ახლო ადგილებში.
არსებობს რამდენიმე ხალხური საშუალება, რომელიც ფანჯრის სისუფთავეს რამდენიმე თვით გაახანგრძლივებს. ის ამარტივებს დასუფთავების პროცესს დიდი ხარჯის გარეშე.
ხალხური საშუალებები ფანჯრების სისუფთავის შესანარჩუნებლად
ძმარი
ამ მეთოდს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ, ამიტომ მისი ეფექტურობა დროში გამოცდილია. სუფრის ძმარი ფანჯრის სისუფთავეს დიდხანს შეინარჩუნებს. ძმრის ხსნარი მოამზადეთ. 1 ჭიქა ძმარი და წყალი აურიეთ. ამ ხსნარში ღრუბელი ან ჩვარი დაასველეთ და ფანჯრის მინა კარგად გაწმინდეთ.
ხსნარი ადვილად უმკლავდება ცხიმს, ჭუჭყს, კირის ნადებს და მწერების კვალს. ფანჯრებს გაშრობა აცადეთ, რომ მასზე დამცავი ფირი ჩამოყალიბდეს. ის ფანჯრის სისუფთავეს გაახანგრძლივებს. ძმარი ფანჯრების დაორთქვლასაც თავიდან აგაცილებთ. ასე კიდევ ერთ პრობლემას მოაგვარებთ.
გლიცერინი
გლიცერინის გამოყენება კიდევ ერთი მეთოდია, რომლითაც ფანჯრებს ჭუჭყისგან დაიცავთ. სპეციალური საშუალება მარტივად მზადდება. 1 ს/კ გლიცერინი და 1 ს/კ თმის ნებისმიერი კონდიციონერი აურიეთ ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე. გაწმენდილ, სუფთა ფანჯრებს ნარევი წაუსვით ქაღალდის პირსახოცით, შემდეგ რბილი ჩვრით კარგად გააპრიალეთ. როგორც ძმრის შემთხვევაში, გლიცერინი მინაზე დამცავ ფენას ქმნის, რის წყალობით მინას არ ეკვრება მტვერი და სხვა სახის ჭუჭყი.
სახამებელი
თუ ფანჯარა ძალიან ჭუჭყიანია, გამოცდილი დიასახლისები გირჩევენ, ფანჯრები სახამებლით გაწმინდოთ. სახამებელი ნებისმიერ ლაქას გაუმკლავდება, მინას ზოლებს მოაშორებს. 1 ლ წყალი და 1 ს/კ სახამებელი აურიეთ. ხსნარი მინას წაუსვით, ღრუბლით გახეხეთ და გასაშრობად გააჩერეთ. შემდეგ ფანჯარა მშრალი პირსახოცით ან სალფეთქით გაწმინდეთ, რომ საშუალების ნარჩენები მოაშოროთ. მინა დიდი ხნით გამჭვირვალე დარჩება.
ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ ფანჯრები ისე, რომ სისუფთავე დიდხანს შეინარჩუნოს.