“პაპარაცი” გიზიარებთ საინტერესო გრაფიკულ თავსატეხს, რომელიც ეძღვნება ძაღლის მოყვარულებს. თავსატეხის ამოცანაა იპოვოთ ძაღლი სურათზე 5 წამში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გატეხოთ სისტემა და იპოვოთ კუდიანი ცხოველი ფაქტობრივად ერთი შეხედვით? ეს რეალურია, მაგრამ მხოლოდ მახვილი თვალის ადამიანებისთვის.
იპოვეთ ძაღლი სურათზე
მსგავსი თავსატეხებით დროს სასიამოვნოდ გაატარებთ და კარგად გაერთობით. ამავდროულად, სასარგებლოა ყურადღებიანობის და დროის მენეჯმენტის სავარჯიშოდ. გაინტერესებთ, რა კავშირში აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან? აგიხსნით, როგორ მუშაობს.
თითოეულ მსგავს ამოცანას აქვს გარკვეული პირობა, რომელიც კონკრეტულ დროს უკავშირდება. 20, 10 ან 5 წამი არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდეთ. რა თქმა უნდა, არავინ დაგსჯით, თუ თავსატეხი ვერ ამოხსენით. თუმცა მოცემულ დროში თავსატეხის ამოხსნის მცდელობა კარგია თვითკონტროლის და დისციპლინის სავარჯიშოდ. მონაწილის გარდა სხვა ვერავინ გააკონტროლებს პროცესს და ეს მთავარი უპირატესობაა.
მსგავსი ამოცანები დაგეხმარებათ სწორად გადაანაწილოთ დრო, თუნდაც ძალიან ცოტა იყოს. თუმცა პირველ რიგში მკითხველი სწავლობს მოცემული პირობის შესრულებას. თავისუფალი წამი არ გაქვთ იმისთვის, რომ ყურადღება გაგეფანტოთ ან ამოცანა დაგავიწყდეთ.
როგორ დაგეხმარებათ თავსატეხი ძაღლით? ყველაფერი მარტივია. წამმზომი 5 წამზე დანიშნეთ ან ხმამაღლა გააჟღერეთ. თქვენ წინაშეა სურათი ბევრი შავ-თეთრი ელემენტით და მხოლოდ ერთი ძაღლით. ძაღლის პოვნა ადვილი არ არის, რადგან ცხოველი ფაქტობრივად ზედაპირზეა. ეს არის პატარა მინიშნება ყველასთვის.
დაკარგული ძაღლის ძებნა
ყურადღებით დააკვირდით. სურათი შავ-თეთრია, ანუ მასზე ძაღლის პოვნა არც ისე რთულია. ერთადერთი საკითხავია, რა ჯიშის ძაღლია დამალული. გაქვთ ვარაუდი?
ალბათ, უკვე მივხვდით, რომ საუბარია დალმაციელზე. სიტყვაზე, ძაღლს არც უცდია დამალვა და პირდაპირ სურათის ცენტრში მოთავსდა. თუ ვერ ხედავთ საჭირო მოხაზულობას, სურათს ცოტა შორიდან შეხედეთ. ასე საჭირო კონტურებზე გამახვილებას შეძლებთ. ვულოცავთ არწივივით მახვილი თვალის მქონეებს წარმატებულ აღმოჩენას და ვუსურვებთ წარმატებას მათ, ვინც ჯერ ვერ დაინახა ნანატრი კუდიანი.