როგორ ავლენენ კრეატივს მშობლები შვილების სახელების დარქმევისას

43

ჩემს დისშვილთან ერთად საბავშვო ბაღში დადის ერთი განებივრებული ბავშვი. აფროდიტე ჰქვია. ჩემს დას ვკითხე, თუ იცნობს მის მშობლებს. ამბობს, რომ უბრალო ოჯახია: მამა ლადო, დედა ელენე და ქალიშვილი აფროდიტე. ყველა მშობლისთვის მის შვილს საუკეთესო სახელი ჰქვია. მაგრამ ზოგიერთი ცდილობს აჩვენოს, რამდენად განსაკუთრებულია მათი შვილი უკვე სახელის არჩევისას. ბოლო დროს ბავშვებისთვის ორიგინალური და უცნაური სახელების დარქმევა ნორმად იქცა. კაპიტოლინა, სამსონი, კარმენი ან ცეზარი – ეს სახელები მალე არავის გააკვირვებს. უფრო გაგიკვირდება, როცა მშობლები ბავშვს დაარქმევს გიორგის ან ლაშას.

უცნაური სახელები: მკითხველების ისტორიები

„სახელები, რომლებიც ახლა ისმის სათამაშო მოედნებზე, როგორ ცდილობენ მშობლები კრეატივის გამოვლენას შვილების სახელების დარქმევისას, უცნაურია. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე მეგობრის პოსტი, რომ შეხვდა საყვარელი ბებია შვილიშვილთან და ძაღლთან ერთად. შვილიშვილს მორიარტი ერქვა, ძაღლს – ლიზა (და არა პირიქით)“.

„სამსახურში უცნაურ სახელებს ხშირად ვხვდები. დღეს პირველი ადგილი გამოვავლინე. ადამიანს ჰქვია ანდრია არგენტინის ძე. ანუ მამის სახელია არგენტინა. ალბათ, დედას იამაიკა ჰქვია. უცნაურია, რომ ვაჟს პორტუგალია არ დაარქვეს. უკეთესი იქნებოდა“.

„როზალია მქვია. თითქოს საშინელი არაფერია. მაგრამ დაახლოებით 30 წლის წინ ისრაელში გადავედი საცხოვრებლად და აღმოვაჩინე, რა მოუხერხებელი სახელი მაქვს. საქმე იმაშია, რომ ებრაულად სხვაგვარად იწერება და ბევრი ხმოვანი ასო წერტილით ან ნიშნით არის მითითებული ან საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო ტესტი კონტექსტის შესაბამისად იკითხება. ნიშნების გარეშე დაწერილი ჩემი სახელი სხვადასხვანაირად იკითხება: როზალია, როზულია, როზელია, რუზელია, რუზილია და ა.შ. ბევრმა მაშინვე შემიმოკლა სახელი და როზა მიწოდა, რაც სულ სხვა სახელია. როცა საბავშვო ბაღში მუშაობა დავიწყე, ბავშვებმა ეს პრობლემა გადაჭრეს. ახლა როზი ვარ. აი, ასეთი ამბავია“.

ეფსია დირექტორი

„სამსახურში ერთმანეთს ვუზიარებთ სტუდენტების უცნაურ სახელებს და გვარებს. ასე, ერთი ბიჭის გვარია ეფსია, ხოლო მშობლებმა კრეატივი გამოავლინეს და დირექტორი შეარქვეს“.

„როდესაც ჩემი ქალიშვილი პირველად დაბრუნდა საბავშვო ბაღიდან და მომიყვა თავის შთაბეჭდილებებზე, დაიწყო თავისი ჯგუფის ბავშვების სახელების ჩამოთვლა. ნატალი, ალექსანდრე, ღმერთოჩემო. ვერ დავიჯერე, რომ ეს გოგოს სახელია. ქალიშვილმა დარწმუნებით მიპასუხა, რომ ნამდვილად გოგოს სახელი იყო. თურმე, აღმზრდელი სულ ეუბნებოდა გოგონას, „ღმერთო ჩემო, ნუ ტირი!“. აი, ჩემსას ეგონა, რომ იმ გოგონას სახელი იყო“.

ვიტია, რომელიც ვილჰელმია

„ბაბუაჩემის სახელია ფრანცი, ხოლო მისი ძმის – ვიტია. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რატომ ეძახდნენ ასე სხვადასხვანაირად. სანამ არ მითხრეს, რომ ვიტია პასპორტის მიხედვით ვილჰელმი არის. მოხერხებულობისთვის, ოჯახმა სახელის შემოკლება გადაწყვიტა“

„ბავშვთა საავადმყოფოში ვმუშაობდი. ერთხელ იქ იწვა ბოშა ქალი ბავშვთან ერთად, რომელსაც კონკია ერქვა. სამუდამოდ მემახსოვრება“.

„ბიძაშვილმა შვილს სერაფიმე დაარქვა. ყველა გიჟს ეძახდა. ბიჭს კი პრობლემები არასდროს ჰქონია. ყოველთვის ყველა სრულ სახელს ეძახის: სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც“.

„ოფელია, წვინტლი მოიწმინდე“

„ჩვენს ეზოში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ძალიან საინტერესო ოჯახი შთამბეჭდავი სახელებით: ხან ლუკა, ხან კრისტოფერი. ყველაზე მეტად მომწონდა, როცა დედა ყვიროდა: „ოფელია, წვინტლი მოიწმინდე“. დიდი ხნის წინ შევხვდი ბოშათა ოჯახს. გვარი იყო ოგლი. მამას კნიაზი ერქვა. თავიდან მეგონა, რომ მისი სტატუსი იყო. მაგრამ არა. რეალური სახელია, პასპორტით. მოგვიანებით გავიგე, რომ ვაჟები ჰყავდა: სულთანი და სპარტაკი. აი, ასე სულთანი კნიაზის ძე“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს