ფსიქოლოგიური ტესტი: რომელი ბოსტნეული გირჩევნიათ?

58

ეს ტესტი ძალიან ზუსტად ავლენს პიროვნების ძირითად თვისებებს და ხასიათს
ყური დაუგდეთ თქვენს შინაგან ხმას და უპასუხეთ მხოლოდ ორ შეკითხვას:
რა უფრო გიყვართ
ა) კიტრი თუ პომიდორი?
ბ) ნესვი თუ საზამთრო?

კიტრი და ნესვი

ასეთი არჩევანი დამახასიათებელია მამაკაცებისთვის, ვიდრე ქალბატონებისთვის. ასეთი ტიპის მამაკაცები მამაკაცურები და სერიოზულები არიან. ისინი იშვიათად ექცევიან გავლენის ქვეშ და არ ხდებიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და მოგზაურობის მოყვარულია. ქალბატონები ასეთი მამაკაცის გვერდით თავს მაქსიმალურად დაცულად იგრძნობენ – მისი პასუხისმგებლობის გრძნობა ვრცელდება ოჯახზეც. ასეთი მამაკაცები მიზანდასახულები არიან და მატივად აღწევენ თავიანთ მიზნებს. მაგრამ ამ ტიპის მამაკაცებს ნაკლიც აქვთ – აკლიათ რომანტიზმი, ამიტომ თუ ქალი მათგან ყვავილებს ელოდება ჯობს ნუ დაელოდება ზღვის ნაპირთან და უბრალოდ გაკვრით მიანიშნოს, რომ სურვილი აქვს მიიღოს საჩუქრად თაიგული.
ამ ტიპის ქალები ხშირად ხდებიან უფროსები, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ვერ გამოირჩევიან, როგორც ბავშვები – ცუდად ამზადებენ, არ შეუძლიათ ბიუჯეტის სწორედ განკარგვა, არ უყვართ სარეცხის და ჭურჭლის რეცხვა. თუმცა ასეთი ქალის სახით მამაკაცი იპოვის ერთგულ და გამგებიან მეგობარს.

პომიდორი და საზამთრო

ამ ტიპის ადამიანები მხიარულები და აქტიურები არიან. ისინი ამაღლებული კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან, მაგრამ ყოველთვის თანაბრები არ არიან საუბრისას: ფეთქებადი ხასიათი ხშირად კომფლიქტის გამომწვევი ხდება. ამ ტიპის მამაკაცები გურმანები არიან. ისინი ზარმაცები არიან და ჩუსტები და ხალათი ურჩევიათ ზურგჩანთასა და საძილე ტომარას. ქალები ემოციურები არიან, უყვართ ცხოველები და სახლის გარემო, მათ გვერდით ყოველთვის სიმყუდროვეა.მათ არ შეუძლიათ ინტრიგების ხლართვა, ვერ იტანენ უტაქტობას, რადგან ზუსტად იმას ამბობენ რასაც ფიქრობენ: გულწრფელები და პირდაპირები არიან -ეს ამ ტიპის ადამიანების საუკეთესო თვისებაა.

კიტრი და საზამთრო
ამ ტიპის ადამიანები მუდმივად განიცდიან სულიერ გაფანტულობას. მათი გარეგნული სიმშვიდე და თავშეკავებულობა შინაგან დაძაბულობას მალავს. ასეთი ტიპის მამაკაცებზე ამბობენ: მდორე წყალში უფრო მეტი ბაცილებიაო… ასეთი ტიპის ადამიანთან ცხოვრება ვულკანზე ცხოვრებას გავს – არასოდეს არ იცი რა იქნება ხვალ და რა იდეას ამუშავებს ის ახლა.
ამ ტიპის ქალები არ აწყობენ სკანდალებს უმიზეზოდ – ისინი წყენას აგროვებენ და ერთ მშვენიერ დღეს მზად იქნებიან სახლში ყველა არსებული ჭურჭელი დალეწონ, შესაძლოა მეუღლის თავზეც. ამ ტიპის ადამიანები ყველაზე შემოქმედითები არიან. მათ განხილვის ნიჭი აქვთ, მათ შორის ხშირად შეხვდებიათ მეცნიერსა თუ გამომგონებლებს. მეორეს მხრივ, თუკი ოსტაპ ბენერი ამ ტესტს გაივლიდა, ის სავარაუდოდ სწორედ კიტრისა და საზამთროს ტიპის ადამიანებში მოხვდებოდა.

პომიდორი და ნესვი

თუ თქვენთვის ახლობელია სწორედ ეს ნაყოფი – თქვენ გაწონასწორებული, ტაქტიკური, მშვიდი ადამიანი ხართ, თქვენ ფლობთ შინაგან ტაქტს და ხართ მგრძნობიარე. თქვენ გიყვართ ლამაზი ნივთები და გაქვთ დახვეწილი გემოვნება. ამ ტიპის მამაკაცები ცოტა ქალურები არიან. ისინი საკმაოდ ხშირად ხდებიან მხატვრები, მუსიკოსები, მოკლედ ხელოვნება ასეთი ტიპის ადამიანებთან ყველაზე ახლოს დგას. ამ ტიპის ქალები მოსიყვარულეები, შთამბეჭდავები არიან, სიყვარულში ისინი ვნებიანები და მუდმივები არიან. ასეთი ტიპის ქალები ერთგული, ნაზი და მზრუნველი ცოლები არიან. ხოლო მამაკაცები შესაძლოა საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტები აღმოჩდნენ.

პ.ს. საუკეთესო საქორწინო კავშირი შედგება:
მამაკაც (კიტრი + ნესვი) და ქალ (კიტრი + საზამთრო) – ს ტიპებს შორის
მამაკაც (პომიდორი + ნესვი) და ქალ (კიტრი + ნესვი) – ს ტიპებს შორის
მამაკაც (კიტრი + საზამთრო) და ქალ (პომიდორი + საზამთრო) – ს ტიპებს შორის
მამაკაც (პომიდორი+ საზამთრო) და ქალ (პომიდორი + ნესვი) – ს ტიპებს შორის

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს