რა გავლენა აქვს ფერებს ადამიანის განწყობაზე და ფიზილოგოაიზე

72

ბევრი ჩვენგანი ბავშვობაში ფერადი მინების თვალებთან მიტანით ერთობოდა. გახსოვთ ლურჯი ფერით დანახული სამყარო როგორი სერიოზული და მკაცრი ხდებოდა? ყვითელი ფერის შემთხვევაში სახეზე მაშინვე ღიმილი გადაგვეკვრებოდა ხოლმე, რადგან ყველაფერი გაცილებით უფრო მხიარული ხდებოდა, თუნდაც დღე ძალზედ მოსაწყენი ყოფილიყო.
შორეულ წარსულში ადამიანები ფერებს ღვთაებებთანაც კი აიგივებდნენ, თუმცა დრო და დრო მათ თავისი მაგიური და რიტუალური ფუნქციები დაკარგეს, რადგან თანამედროვე მეცნიერებმა დაამკტიცეს, რომ ფერი – მხოლოდ სუბიექტური აღქმაა, რომელსაც საფუძვლად ვიზუალურ ანალიზატორზე გარკვეული სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედება უდევს. იგი დამოკიდებულია სინათლის იმ ტალღების გარდატეხვაზე, ასახვაზე და შთანთქმაზე, რომელიც მოთავსებულია გამოსხივების წყაროსა და ადამიანს თვალს შორის.

ჩვენს დროში არსებობს სამედიცინო ტექნიკა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოვიკვლიოთ ფერების გავლენა ადამიანზე. მაგალითად, ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრა ადამიანის ორგანიზმში მომხმდარი ცვლილებები თვალახვეული მათი ოთახში ჩაკეტვის შემდეგ. დადგინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფერების აღქმა მათი დანახვის გარეშე, კანითაც კი: მოხალისეებს, რომლებიც მოათავსეს ღია-წითელ ოთახში, აუჩქარდათ პულსი, ხოლო ლურჯ ოთახში – პირიქით.
ჩვენს თვალს შეუძლია დაახლოებით 1,5 მილიარდი ჩრდილის გარჩევა. ფერების აღქმა იზრდება 25 წლამდე, ხოლო 25 წლის შემდეგ – პირიქით. ცნობისთვის, ქალბატონები გაცილებით მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მამაკაცები.
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანის მიერ არჩეული ფერით შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი ხასიათი და ასევე დავადგინოთ ზოგიერთი მისი ნიშან-თვისება. სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძვნებული უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი…
ითვლება, რომ რაც უფრო მაღალინტელექტუალურია ადამიანი, მით უფრო რთულად აღსაქმელ ფერებს ანიჭებს იგი უპირატესობას. აქტირუი, ენერგიული ლიდერები ირჩევენ ყვითელ და წითელ ფერებს. გაწონასწორებული, მშვიდი და ცივსლისხლიანი ადამიანები უპირადესობას ანიჭებენ მწვანე და ლურჯ ფერებს. ნაცრისფერ და ყავისფერ ფერებზე გიჟდებიან მერყევი, მორიდებული და მორცხვი ადამიანები. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ასაკთან ერთად ადამიანს ეცვლებათ გემოვნება ფერებთან დაკავშირებით. ფერების მიხედვით ცხოვრება შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე პერიოდად, ეტაპად. პირველი – წითელი, როდესაც ადამიანი ახალგაზრდაა, შეყვარებული და მიისწრაფის საკუთარი კარიერის მოწყობისკენ. მათი არჩევანი შეიძლება შეცვალოს ლურჯმა, ყვითელმა ან მწვანე ფერმა, როდესაც იგი მოაწყობს თავის ცხოვრებას და მიაღწევს სასურველ სოციალურ სტატუსს. ასაკთან ერთად ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ძირითადად უარს ამბობენ ღია ფერებზე, ხოლო საფრანგეთში – პირიქით, ისინი არჩევენ უფრო მხიარულ ფერებს.
მთელი სპექტრი იყოფა თბილ და ცივ ფერებად. ზღვარი მათ შორი გადის მწვანე ფერზე, რადგან იგი შეგვიძლია მივაკუთვნოთ ორივე ჯგუფს, რაც დამოკიდებულია იმაზე, ყვითელი, თუ ლურჯი ფერი ჭარბობს მასში, თუმცა ტრადიციულად მას მაინც ცივ ფერების ჯგუფში ათავსებენ.

თბილი ფერები აცოცხლებ, აღაგზნებს და აჩქარებს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. წითელი ფერი გვმატებს ენერგიას, აჩქარებს პულს და აძლიერებს მადას, თუმცა ჭარბი რაოდენობით იწვევს აგრესიას. ვარდისფერი ფერი ქმნის არასერიოზულ განწყობას, ყვითელი – აძლიერებს გონებრივ აქტიურობას და გვეხმარება ინტელექტუალურ შრომაში.
სპექტრის მეორე ნაწილი ამშვიდებს, ადუნებს და ეხმარება ადამიანს მობილიზებაში. მწვანე ფერი არაჩვეულებრივად მოქმედებენ ჩვენს დაძაბულ თვალის კუნთებზე. იგი საუკეთესო ფერია დასვენებისთვის. ცისფერ ფერს ხშირად იყენებენ ოფისებში, რადგან იგი ეხმარება ადამიანს სამუშაოზე კონცენტრირებაში, ხოლო ლურჯი და იასამნისფერი ფერების ჭარბი დოზა თრგუნავს ჩვენს ფსიქიკას და იწვევს დეპრესიას.
ასევე შეგვიძლია საღებავების დაყოფა ინტენსივობის მიხედვით. ღია ფერები ოპტიკურად ზრდიან სივრცეს და ქმნიან თავისუფლების ილუზიას. ეს ფერები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ნებისმიერი სახის ინტერიერის მოსაწყობად. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ საძინებელი ოთახის ფერებმა შესაძლებელია იმოქმედოს თქვენს რომანტიკულ განწყობაზე.
მუქი ფერის საღებავები ამშვიდებს ადამიანს, თუმცა საკმაოდ ამცირებს ოთახში არსებულ სივრცეს. მათი გამოყენება ბავშვების ოთახის მოსართავად სასტიკად აკრძალულია.

ფერების გავლენა ფიზიოლოგიაზე:

მწვანე – ტკივილგამაყუჩებელი, მაჰიპნოტიზირებელი. მას დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე: ხსნის დაძაბულობას, დაღლილობას, ნკურნავს უძილობას, ამცირებს სისხლის წნევას და გიუმჯობესებთ ხასიათს.

ლურჯი – ანტისეპტიკური. იგი ეფექტურია დაჩირქებისა და ანთების დროს. მგრძნობიარე ადამიანებს ლურჯი ფერი გაცილებით უფრო ეხმარება, ვიდრე მწვანე, თუმცა ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.

ფორთოხლისფერი – სტიმულირებს გრძნობებსა და ემოციებს, აჩქარებს სისხლის პულსაციას, თუმცა არ ახდენს გავლენას სისხლის წნევაზე. ამ ფერს აქვს ძლიერი მასტიმულირებელი ეფექტი და ქმნის ბედნიერების შეგრძნებას.

ყვითელი – ამ ფერს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ტვინზე და ეფექტურია გადაღლილობის მოსახსნელად.

წითელი – ეს ფერი ქმნის სითბოს განცდას. სტიმულირებს ტვინს და ეფექტურია მელანქოლიისთვის, თუმცა შესაძლოა მან გამოიწვიოს ადამიანის გაღიზიანება.

იასამნისფერი – ეს ფერი ზრდის კუნთოვანი ქსოვილების შრომისუნარიანობას, ასევე დადებითად მოქმედებს გულზე, ფილტვებზე და სისხლძარღვებზე.

ფერები და სივრცე

გარკვეული დაწესებულების ფერის არჩევის დროს საჭიროა არა მხოლოდ მისი ზომის, არამედ ფანჯრების ადგილმდებარეობის გათვალისწინება, ასევე აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფერები ადამიანის ფსიქიკაზე. საცხოვრებელი ოთახისთვის მიზანშეწონილია მწვანე საღებავის არჩევა, რადგან იგი ხსნის დაძაბულობასა და დაღლილობას, ასევე არაჩვეულებრივად ამშვიდებს ადამიანს. უკეთესი ეფექტისათვის საჭიროა დაუმატოთ მას ლურჯი და ყვითელი აქესესუარები.
თუ დაწესებულებაში ჭარბობს წითელი ფერი, იზრდება ადამიანის აგრესიულობისა და გაღიზიანებადობის დონე. გარდა ამისა, ის ოპტიკურად ამცირებს სივრცეს. წითელი ფერის დადებით თვისებას წარმოადგენს საჭმმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ამ ფერში შეღებავთ სამზარეულოს.
ყვითელი ფერი გეხმარებათ მობილიზირებაში, ზრდის შემოქმედებითი აქტიურობის უნარს. სწორედ ამიტომ უკეთესი იქნება, თუ მას გამოიყენებთ სამუშაო ოთახის მოსაწყობად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ იგი არ უნდა იყოს ზედმეტად ღია ფერის. ასევე ყვითელი ფერი ძალიან ლამაზი იქნება ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც ფანჯრები სამხრეთისკენ აქვს განთავსებული.
ლურჯი ფერი ივევს მოდუნებას, დაწყნარებას და ხნის ემოციონალურ დაძაბულობას. სწორედ ამიტომ იგი არაჩვეულებრივია საძინებელი ოთახისთვის.
არ გირჩევთ იასამნისფერი ფერზე არჩევნის გაკეთებას, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენეთ მას ძალზედ უარყოფითი გავლენა აქვს ფსიქიკაზე.
ყავისფერი ფერის არჩევა არაა მიზანშეწონილი მიუხედავად იმისა, რომ იგი ქმნის სიმშვიდის განცდას, რადგან ამ ფერის მუქმა ჩრდილებმა შესაძლებელია იმოქმედოს თქვენზე და გამოიწვიოს თქვენში ბნელი აზრები.
სამუშაო ოთახის მოსაწყობად გახსოვდეთ, რომ არ არის რეკომენდირებული ლურჯი ფერის გამოყენება, რადგან იგი ამცირებს აზროვნების უნარს.
იმისათვის, რომ თვალები არ დაგეღალოთ აირჩიეთ თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერი.
ნეიტრალური ფერები: თეთრი, შავი და ნაცრისფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ინტერიერის მოწყობისას.
შავი ფერის საღებავის გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ მაინც და მაინც კარგი არ არის მისი დიდი დოზით გამოყენება.
არ არის ასევე მიზანშეწონილი დიდი რაოდენობით ნაცრისფერი ფერის გამოყენება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია თქვენში.
ბავშვების ოთახის შერჩევისას არ არის რეკომენდირებული მუქი ფერები: შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. მიზანშეწონილია ღია ფერების გამოყენება.

როგორც თავად დარწმუნდით ფერების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე განუსაზღვრელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოცემული ყველა რჩევა, რათა არ ავნოთ თქვენს და თქვენი შსაყვარელი ადამიანების ჯანმრთელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს