ზოდიაქოს რომელი ნიშნები ვერ ინახავენ საიდუმლოებებს: 5 ჭორიკანა

423

თანამედროვე სამყაროში ნიჭია არა მხოლოდ აზრის გამოთქმის, არამედ გაჩუმების უნარიც. ზოგჯერ ზედმეტად ნათქვამი სიტყვა არა მხოლოდ გულს გვტკენს, არამედ ზიანს გვაყენებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სხვის საიდუმლოს ეხება. არიან ადამიანები, რომელთაც საიდუმლოებები არ უნდა ანდოთ. „პაპარაცი“ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები ვერ ინახავენ საიდუმლოს.

ცოტა ხნის წინ ჩემს დიდი ხნის მეგობარს ვეჩხუბე. თურმე სხვებს უყვება ჩემს საიდუმლოებებს. ამ პრობლემაზე ვესაუბრე სხვა მეგობარს, რომელიც ჭორიკანა დაქალის ზოდიაქოს ნიშნით დაინტერესდა. პასუხის გაგებისას მითხრა, რომ ასეც ფიქრობდა. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი სხვებზე ხშირად ამხელს სხვის საიდუმლოს. გიამბობთ, ვინ არის ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

როცა საქმე ჭორებს ეხება, პირველი ვერძი გვახსენდება. მას ნამდვილად შეუძლია თქვენი საიდუმლოს გამხელა, მაგრამ ხშირად უნებლიედ. როცა ემოციები ჭარბობს და ვნებები დუღს, ადვილია ზედმეტის თქმა, მაგრამ დაზუსტებით: „არავის უთხრა!“ გარდა ამისა, ის, რისი საიდუმლოდ შენახვაც გსურთ, ვერძისთვის ასეთად შეიძლება არ ითვლებოდეს. ჩვეულებრივ, ძალიან გულახდილია და არ ესმის, რატომ არ სურს სხვებს გარკვეულ ფაქტებზე ლაპარაკი.

მიზანდასახული ვერძი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხშირად აბიჯებს სხვების საჭიროებებს და პრობლემებს. საკუთარი მიზნებისთვის თქვენი საიდუმლო შეიძლება გაამხილოს. თქვენთვის ცუდი არ სურს, უბრალოდ საკუთარი თავისთვის კარგს აკეთებს.

ტყუპები

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ტყუპები ყველაზე კაშკაშა მოლაყბეა. სურს, გარშემო ყველას მოსწონდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ამიტომაც, ზოგჯერ სხვის საიდუმლოებებს ამხელს. ტყუპებს ხალხში ყოფნა უყვარს, ამიტომ ხშირად ამისთვის არც თუ ისე სწორ მეთოდებს იყენებს.

თუმცა ამას ბოროტი ზრახვით არ აკეთებს. უბრალოდ ძალიან უყვარს კომუნიკაცია და ხანდახან ვერ ამჩნევს, როგორ უყვება სხვებს იმას, რისი თქმაც არ ღირს. თუ მაინც გადაწყვეტთ, ასეთ ადამიანს საიდუმლო ანდოთ, რამდენჯერმე შეახსენეთ, რომ ამის შესახებ არავის უთხრას.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს შეგიძლია უწოდოთ ყველაზე დიდი ჭორიკანა. უყვარს სხვებზე ლაპარაკი, სხვისი ცხოვრების წვრილმან დეტალებამდე განხილვა. აღსანიშნავია, რომ კირჩხიბი სხვის საიდუმლოს დეტალებს მატებს, რომ ამბავს დრამატიზმი შემატოს და ინტერესის ხარისხი გაზარდოს.

არ მოერიდება სხვისი საცვლების გაქექვას, რომ მოგვიანებით დაქალებთან სალაპარაკო ჰქონდეს. დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, როცა კირჩხიბს მნიშვნელოვან საიდუმლოს უმხელთ.

ქალწული

ქალწულის თავშეკავებული და თავდაჯერებული იმიჯი ხელს გვიშლის, მასში ჭორიკანა დავინახოთ. გასაკვირი არ არის, რადგან ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვისი საიდუმლოებები არ აინტერესებს. მაგრამ ასე არ არის.

საქმე იმაშია, რომ ქალწული თავს გამოცდილად და ყველაფრის მცოდნედ მიიჩნევს, ანუ შეუძლია სხვებს შეცდომებზე მიუთითოს. ამიტომაც, ადვილად შეიძლება გათქვას თქვენი საიდუმლო დახმარების ან სწორ გზაზე დაყენების მიზნით. თან თქვენ მოგიყვებათ ნაცნობების შეცდომებზე, მათ კი – თქვენზე. ამრიგად, ქალწული კეთილი ზრახვების ნიღაბს ამოფარებული წრეზე დადის და ყველას ყველას საიდუმლოს უყვება.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი, როგორც წესი, ენერგიით სავსეა, ზოგჯერ ზედმეტად. უყვარს კომუნიკაცია და სასაუბრო თემას ყოველთვის პოულობს. ხშირად ეს თემები ვიღაცის საიდუმლოს ეხება. არ იფიქროთ, რომ სხვის საიდუმლოს ბოროტი ზრახვით ამხელს.

უბრალოდ მშვილდოსანი თვლის, რომ მისი აზრი აუცილებლად უნდა მოისმინონ. თუ მშვილდოსანი თვლის, რომ თქვენი საიდუმლო სისულელეა, ამის  შესახებ ყველას აუცილებლად მოუყვება. დიახ, მოგვიანებით, ბოდიშს მოიხდის, მაგრამ საქმე უკვე გაკეთებულია. შანსს ხელიდან არ გაუშვებს, საერთო მეგობრებთან განიხილოს თქვენი შემოსავალი და პირადი ცხოვრება. მერე რა, ეს ხომ მისი აზრია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს